2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

თემატური ჰოროსკოპი

25 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ძაღლი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და კეთილმოსურნე ცხოველია ჰოროსკოპში და რადგან სწორედ მიწიერი ყვითელი ძაღლი წარმართავს 2018 წელს, შეგვიძლია, მშვიდობიანი მოვლენებისა და ინტელექტუალური განვითარების იმედი გვქონდეს.

ძაღლი არა მხოლოდ მშვიდობისმოყვარე და გულისხმიერი, არამედ მიზნის მიღწევაში ჯიუტიცაა. ის შიშის გარეშე იბრძვის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ბედნიერებისა და საიმედოობისთვის.


 


ვერძი
ძაღლის წელიწადი ვერძებს ძველ მეგობართან სასიყვარულო ურთიერთობს არ ურჩევს. შეეცადეთ, უფრო რბილი და მგრძნობიარე გახდეთ, თორემ კამათი გახშირდება. ემოციურ და ტემპერამენტიან ვერძს კონფლიქტურ ვითარებაში მეტი მოთმინება მართებს. ვერძს პარტნიორი შეიძლება ინფანტილური და ცივი მოეჩვენოს, ამიტომ სჯობს, ჯერ ამგვარი ქცევის მიზეზი გაარკვიოთ. ნუ მოუსმენთ უცხო ადამიანების რჩევებს და იმოქმედეთ დამოუკიდებლად. იყავით ინიციატივიანი და გადადგით პირველი ნაბიჯი.


კურო
კურო ძაღლის წელიწადს სიყვარულში იბანავებს. მას უამრავი თაყვანისმცემელი, გულისა და ხელის მთხოვნელი ეყოლება. მეზობლები და თანამშრომლებიც კი კუროს შეყვარებული თვალებით შეხედავენ. მთავარია, კურომ თავისი გრძნობები ყველაზე არ დაახურდაოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვის ის "მეორე ნახევარს" და მას არავისზე არ გაცვლის. დაწყვილების შემდეგ მათ საერთო ბიზნესის გახსნაც შეეძლებათ, ძაღლი აუცილებლად დაეხმარებათ. წლის შუა პერიოდში სამსახურებრივი რომანია შესაძლებელი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ძაღლს გვერდზე ფლირტი ძალიან ეჯავრება.


ტყუპები
ტყუპები ძაღლის წელიწადს სიყვარულის ფრთებით იფრენენ, რაც უამრავ დადებით ემოციასა და ნათელ შთაბეჭდილებებს აჩუქებს. რა თქმა უნდა, ყველა რომანტიკული შეხვედრა რაიმე სერიოზულში არ გადაიზრდება, მაგრამ საოცნებო ადამიანის შეხვედრის შანსი დიდია, უბრალოდ, ფართოდ უნდა გაახილოთ თვალები. დაოჯახებულმა ტყუპებმა თავიანთი პრობლემები დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ და ნათესავებს არ უსმინონ. ერიდეთ ჭორებს. რაც შეეხება გვერდზე რომანებს, მასზე ფიქრიც კი არ შეიძლება. ეს მეუღლესთან საბოლოოდ გააფუჭებს ურთიერთობას.

კირჩხიბი
კირჩხიბები აუხდენელ სიყვარულზე ოცნებობენ. რაღა თქმა უნდა, ყვითელი ძაღლი დაეხმარება მათ პირადი ცხოვრების მოწყობაში, მაგრამ ძირითადი საზრუნავი მაინც კირჩხიბების გადასატანი იქნება. ნუ იტყვით უარს ახალ ნაცნობობასა და მეგობრებთან ურთიერთობაზე. იყავით მაქსიმალურად ინიციატივიანი. ჰოროსკოპი კირჩხიბებს საცხოვრებლის გამოცვლასაც უწინასწარმეტყველებს. დაოჯახებულ კირჩხიბებს ძაღლის წელს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ. გაემართებით საოცნებო მოგზაურობაში და ბევრ საინტერესოს შეიტყობთ. მეუღლესთან ერთად საკუთარი საქმე წამოიწყეთ, მთავარია, თქვენი გეგმები მხოლოდ ძლიერ ახლობელ ადამიანებს გაანდოთ.

ლომი
ლომის წარმოდგენა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ლომებს უყვართ კომპლიმენტები და აქედან გამომდინარე მოვლენები. ასტროლოგები ლომებს ურჩევენ, ნაკლებად გარისკონ გრძნობებში, სხვაგვარად მთელი წლის ღელვასა და განშორებებში გატარება მოუწევთ. თუ უკვე გყავთ შეყვარებული, მაშინ მთელი დრო და ყურადღება მას დაუთმეთ. ზოგიერთმა დაოჯახებულმა ლომმა შეიძლება ადიულტერი გაბედოს, მაგრამ მეუღლე ყველაფერს გაიგებს.

ქალწული
ძაღლის წელიწადს ქალწულებს ცოტ-ცოტა ყველაფერი ექნებათ - ნამდვილი სიყვარულიდან დაწყებული და ბანალური სამსახურებრივი რომანით დასრულებული. თუკი მზად არა ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, მაშინ პაემნებსა და ფლირტს ნუ შეიზღუდავთ. ოთხ კედელში არ უნდა ჩაიკეტოთ. უფრო ხშირად ეკონტაქტეთ მეგობრებს, დაესწარით ღონისძიებებს და კორპორაციულ წვეულებებს. იფიქრეთ გარეგნული სახის შეცვლაზეც. სულიერი წონასწორობის მისაღწევად შეგიძლიათ, იოგა და მედიტაცია მოიშველიოთ. მარტოხელა ქალწული შემოდგომისთვის თავის ერთადერთს იპოვის. ეს მოულოდნელად მოხდება და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

სასწორი
ძაღლის წელს სასწორებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ - საოცნებო შეხვედრის დაგეგმვა შეუძლებელია. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ლამაზ ზღაპარში, ამიტომაც უფრო ხშირად მიმოიხედეთ და ნუ დაფრინავთ ღრუბლებში. 2018 წლის ასტროპროგნოზი გირჩევთ, გულს მოუსმინოთ და არაა საჭირო მოვლენების ანალიზი. მარტოხელა სასწორებს ნაცნობობა მხოლოდ გულს გაუტეხს და უსიამოვნო ნალექს დაუტოვებს. მათი რჩეული მეწვრილმანე და მერკანტილური ადამიანი აღმოჩნდება. სასწორი ხშირად ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს, რაც პირად ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი არაა. სანაცვლოდ ძაღლის წელს სასწორებს კარგი ფინანსური მდგომარეობა ელით. საყოფაცხოვრებო ნიადაგზეც არა მოსალოდნელი პრობლემები, მაგრამ მცირედი რომანტიკულობის დამატება ცუდი არ იქნებოდა.

მორიელი
ძაღლის წელიწადს მორიელს სიყვარულში გაუმართლებს, მაგრამ რა ვუყოთ უსაზღვრო ტემპერამენტს? ისწავლეთ ემოციების მართვა, სხვაგვარად არავითარი სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობის იმედი არ გქონდეთ. ამას გარდა, უნდა დაიოკოთ ეჭვიანობისა და ლიდერობის გრძნობები. 2018 წელს მორიელს დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლები ელის. ნოემბერში დაბადებულებს კი ოფიციალური ქორწინება ანდა ნიშნობა ელოდებათ.

მშვილდოსანი
ძაღლის წელიწადს მშვილდოსნებს ძალები, ენერგია და გრძნობები მოემატებათ. ამიტომაც სასიყვარულო პაემნები და თავგადასავლები მრავლად ექნებათ. უბრალოდ, მათ წინასწარ უნდა განსაზღვრონ, ვისთან იქნებიან და ვისი დავიწყებაა საჭირო. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერენ. ნაკლები ილაპარაკეთ საკუთარ ბედნიერებაზე, თორემ თვალი გეცემათ, მით უფრო სასიყვარულო ურთიერთობის საწყის სტადიაზე. შესაძლებელია ძველი რომანის განახლება. ზაფხულში შეყვარება პრობლემა არაა. აი, შემოდგომა კი ნაღვლიანი პერიოდი იქნება. მოსალოდნელია გაყრა და დაშორება. თუ რამეში შესცოდეთ, სჯობს, მოინანიოთ.

თხის რქა
თხის რქის შესახებ ერთი რამის თქმა შეიძლება - ძაღლის წელიწადს საბოლოოდ ბედნიერი და შეყვარებული იქნება. თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით, ამიტომაც გულის შეთავაზებას ნუ დააყოვნებთ. მით უფრო, რომ თხის რქა საოჯახო ტრადიციების პატივისმცემელია და თითქმის არა აქვს უარყოფითი თვისებები. წლის დასაწყისში თხის რქას გარეგნობის ცვლილებაზე ზრუნვა არ აწყენდა. ახალი რჩეული არა მხოლოდ შეყვარებული, არამედ საიმედო მეგობარიც იქნება, თუმცა არ დაგავიწყდეთ: მზესაც აქვს ლაქები.

მერწყული
მერწყული 208 წელს თავს მექსიკურ სერიალში ამოყოფს. ერთი ნახვით შეგიყვარდებათ და მეორე შეხვედრისას უკვე ქორწინებაზე ისაუბრებთ. მაგრამ ძაღლი არ გირჩევთ ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმას, სხვანაირად უამრავ შეცდომას დაუშვებთ. არაა გამორიცხული, ადამიანი ფულის ანდა მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის გამო დაგიახლოვდეთ. მაგრამ, თუკი მერწყული მერწყულს შეხვდა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება არ ღირს. თავად ბედმა შეგაყენათ ერთ ბილიკზე. დაოჯახებულმა მერწყულებმა მეუღლეებთან კამათს თავი უნდა დაანებონ და ურთიერთობის ნორმალიზებაზე იფიქრონ. ააშენეთ სააგარაკო კოტეჯი, ანდა იფიქრეთ ახალ შვილზე, ანდა ერთად დაისვენეთ სადმე ტროპიკულ კუნძულებზე.

თევზები
ნახევარი წელი თევზები სიყვარულში იცურავებენ. იქნება მოულოდნელი შეხვედრები და ლამაზი ფლირტი, თუმცა აჩქარება არ ღირს. თორემ დაოჯახდებით ისეთ ადამიანთან, რომელიც შემდეგ შეგძულდებათ. ბევრი დაოჯახებული თევზები ძაღლის წელიწადს გაყრის საშიშროების წინაშე დადგება. ყველაფერი ფინანსებისა და ჩამქრალი ვნების გამო. იქნებ ნაკვერცხლიდან ცეცხლის გაჩაღება კვლავ გეცადათ? მაშინეს 2018 წლის დასაწყისში უნდა სცადოთ, ძაღლი დაგეხმარებათ ახალ, უფრო კომფორტულ ბინაში გადასვლაზე. 2018 წელს მარტოხელა თევზებს წარმტაცი სასიყვარულო რომანი ელით, თანაც გაგრძელებებით. მართალია, გულის რჩეულზე ბევრ ცუდს გაიგებთ, მაგრამ, თუკი წარსულის ქექვას შეეშვებით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგი თევზი ძველ სიყვარულს დაუბრუნდება, რომელსაც წერტილი ჯერ კიდევ 2017 წელს დაუსვა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?