ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

თემატური ჰოროსკოპი

21 იანვარი 14:00, 2018 წელი

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.

1. კურო
კურო თითსაც არ გაანძრევს ვინმეს გულისთვის შესაცვლელად, მით უფრო, თუ დარწმუნებული არ იქნება, რომ ეს ადამიანი კვლავაც მასთან დარჩება. მან კარგად იცის, რა სურს პარტნიორისგან. მის თავდაჯერებულობას საფუძველიც აქვს, ვინაიდან ადრე თუ გვიან ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც კუროს ყოველგვარი ცვლილებების გარეშეც შეიყვარებს.


2. მორიელი
მორიელი ღრმად ემოციურია. ეს ნიშანი ერთი სურვილით არის სავსე - იყოს საკუთარი თავისა და საკუთარი პრინციპების ერთგული. შეიცვალოს ვინმესთვის, ეს  მისთვის საკუთარი თავის ღალატს ნიშნავს. ამიტომაც მორიელი ამგვარ ვარიანტს, უბრალოდ, არ განიხილავს, მაშინაც კი, როცა პარტნიორი ძლიერ უყვარს.


3. ლომი
თავის თავში დარწმუნებული ლომი სხვისი გულისთვის შეცვლას არ აპირებს. ლომმა იცის, რომ ის უკვე სრულყოფილებაა და ცვლილების საჭიროებასაც ამიტომ ვერ ხედავს. თუკი ლომის შეცვლას შეეცდებით, იგი უბრალოდ დაგემშვიდობებათ და სხვა პარტნიორს მოძებნის. იმდენად ამაყი და თავდაჯერებულია, რომ სიყვარულისთვის რაიმე ცვლილებაც კი მისთვის შეურაცხყოფის ტოლფასია.


4. ვერძი
ვერძს უფრო სხვების ცვლილება ურჩევნია. ის დაბადებით ლიდერია და ამიტომ დააჯერო იმაში, რომ სწორედ ის უნდა შეიცვალოს, ძალიან ძნელია. ვერძი საკუთარი პერსონის მიმართ ძალიან დიდი აზრის ბრძანდება. მას უყვარს სასიყვარულო თამაშები და მას ამ თამაშებში გამარჯვება სურს.


5. მშვილდოსანი
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც შეცვლას არ აპირებს - მშვილდოსანი. ყველაზე მეტად იგი თავისუფლებას აფასებს, რომელიც ყველაფერთან ერთად თავისუფალი არჩევანის უფლებასაც გულისხმობს. „სიყვარულის გამო ცვლილებები“ მის დღის წესრიგში არასოდეს არ დგას.


6. თხის რქა
ეს ძალიან კონსერვატიული და მგრძნობიარე ნიშანია, რომელიც ახალგაცნობილ ადამიანთან ურთიერთობების მორევში არ გადაეშვება. ის, სავარაუდოდ, ჯერ შეიცვლება და უკვე შემდეგ უძღვნის თავის გულს.  არადა თხის რქა თვითდისციპლინის ოსტატია. მას ურჩევნია, მარტოხელა დარჩეს, ვიდრე სიყვარულის გულისთვის შეიცვალოს.


7. მერწყული
ამ ნიშნისთვის ცხოვრებაში მთავარი სტაბილურობა და წონასწორობაა. სიყვარულისთვის შესაძლოა, რაღაც საკითხებში კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რადიკალურად სხვა ადამიანად იქცევა. ის ზუსტად იმ დოზით შეიცვლება, რამდენიც ურთიერთობის შესანარჩუნებლად არის საჭირო.


8. ქალწული
ქალწული საკმაოდ მრავალფეროვანი პიროვნებაა, მით უფრო, როცა საქმე სიყვარულს ეხება. ის ყოველთვის საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების გზებს ეძებს. ქალწული წავა ამ ცვლილებებზე, მაგრამ მანამდე ყველაფერს დაწვრილებით გააანალიზებს. ქალწულები თვითკრიტიკულები არიან და თუკი შეატყობენ, რომ სადღაც პრობლემის წარმოშობის საფრთხეა, მის გამოსწორებას თავად შეეცდებიან.


9. სასწორი
ეს საკმაოდ კეთილგანწყობილი ნიშანია, რომელსაც ერთგულება და სამართლიანობა მოსწონს. ის ყველანაირად შეეცდება საკუთარი სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას. როგორც კი ეს გაუმჯობესებები გარკვეულ იდეურ ფორმას მიიღებს, სასწორი მაშინვე აუცილებელ ცვლილებებს განახორციელებს. მაგრამ მათ ცვლილებები მხოლოდ პარტნიორთან ერთად სურთ და არა ცალმხრივად.


10. კირჩხიბი
კირჩხიბი ემოციების ნაკადით საზრდოობს და სასიყვარულო ურთიერთობებშიც გრძნობებს არის აყოლილი. ისინი ძალიან ეჩვევიან თავიანთ პარტნიორებს და მათი გულისთვის ყველაფერს გააკეთებენ. კირჩხიბს სავსებით შეუძლია, რადიკალურად შეიცვალოს. მას შეყვარებულისთვის ცვლილებების განხორციელება ჩვეულებრივ და მიღებულ პროცესად მიაჩნია.


11. თევზები
თევზები ალტრუისტები არიან და ძალიან სურთ, სხვა გააბედნიერონ. თუკი გაიგებენ, რომ თავიანთი რჩეულის ბედნიერებისთვის მათ საკუთარ თავში რაიმეს შეცვლა სჭირდებათ, ისინი ამას გააკეთებენ. სიყვარული მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს გააკეთებენ, რათა საყვარელი ადამიანი არ დაკარგონ.


12. ტყუპები
ტყუპები ყველაზე ადვილად შემგუებელი ნიშანია. მათ ერთ წამში მთლიანად შეცვლა შეუძლიათ. ისინი ვერ იტანენ რუტინას და თავიანთ ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლიან. მათთან ურთიერთობისას მოდუნების უფლება არ გექნებათ. თუკი ტყუპები თქვენთვის იცვლებიან, ამას დაფასება სჭირდება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფრენებთან დაკავშირებული უცნაური ცრურწმენები

საქმე ის არის, რომ არამხოლოდ მგზავრებს, არამედ ავიაკომპანიებსაც კი სჯერათ ცრურწმენების, რომლებიც ციფრებს ეხება. კერძოდ...  
დღის ჰოროსკოპი

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 საუკეთესო „საწოლის სცენა“ კინოს ისტორიაში

ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა ეს 10 სცენა ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია.
დღის ჰოროსკოპი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით...