1. გულახდილები არიან
მათთვის გულახდილობა დიდ რამეს ნიშნავს. ისინი მწარე სიმართლეს უფრო გეტყვიან, ვიდრე ტკბილ ტყუილს.
2. პატიოსნები არიან
ისინი ყოველთვის თავიანთ წესებს იცავენ და არასდროს აკოპირებენ სხვების ქმედებას. ეს მათ ძალიან უნიკალურს ხდის. ისინი თავდაჯერებულები არიან და საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.
3. იდუმალები
საკუთარ გრძნობებზე ღიად არ საუბრობენ. სწორედ ამიტომ მათი გაგება ზოგჯერ რთულია. მათი ჩანაფიქრიც კი იდუმალია.
4. წარმატებულები
მათ ბევრი ახალი იდეა აქვთ. რასაც გულით მოკიდებენ ხელს, ყველაფერში წარმატებულები არიან.
5. კრეატიულები
მათ გვერდით ნამდვილად არასდროს მოიწყენთ.
6. ლოიალურები
ისინი ძალიან ლოიალურები და მზრუნველები არიან. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ისინი იდეალურ პარტნიორებად.
7. გულუხვები
მათთვის უცხოა ეგოიზმი. მათ სჯერათ, რომ ადამიანს სამყაროს შეცვლა შეუძლია.
8. ემოციურად ძლიერები
მათ ნებისმიერ ვითარებაში შეუძლიათ საკუთარი ემოციების გაკონტროლება. თებერვალში დაბადებულები ძლიერ რომანტიკულებიც არიან.
9. დღევანდელი დღით ცხოვრობენ
მათ არ უყვართ სიჩქარე. ძალიან აფასებენ იმას, რაც ამწუთას აქვთ. გადაწყვეტილებას დიდხანს აანალიზებენ და შემდეგ მოქმედებენ.