1. მორიელები ყველაზე უფრო სექსუალურები არიან. ნუ ეცდებით წინააღმდეგობის გაწევას, მაინც ვერ შეძლებთ. თუკი მეტროში უცნაური და წვერიანი კაცი შეგხვდათ, რომელსაც გაზეთზე სძინავს, დიდი ალბათობით ნოემბერშია დაბადებული და საწოლში სასწაულებს სჩადის.
2. მორიელები ყოველთვის დომინირებენ და ვითარებას აკონტროლებენ. მაშინაც კი, თუ გგონიათ, რომ თქვენი პარტნიორი ტრუსებს არ ატარებს: ის მას აცვია. უბრალოდ, თქვენს ცნობისმოყვარეობას ეთამაშება. ასე რომ, ნუ მოდუნდებით, დადგება მომენტი და ის თავის ადგილს მიგიჩენთ.
3. მორიელები ყოველთვის იმარჯვებენ. ისინი საუკეთესო მანიპულატორები და ძლიერი პიროვნებები არიან. ჯობს, მორიელი და თქვენ ერთ მხარეს იყოთ, მაშინ აუცილებლად გამარჯვებული იქნებით.
4. მორიელები ძალიან ფარულები არიან. თუკი მორიელს თქვენი ურთიერთობის შესახებ „ფეისბუკში“ სტატუსის დადება არ სურს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გატყუებთ ანდა გღალატობთ. უბრალოდ, მას არ სურს, ვინმე მის პირადში ერეოდეს.
5. მორიელს თქვენზე ყველაფრის ცოდნა სურს. იგი ცნობისმოყვარე მკვლევარია. მათ ყველაფერი აინტერესებთ და ჯობს, ყველაფერი მოუყვეთ. სხვაგვარად უფრო დაინტერესდება და სიმართლეს თავად შეიტყობს.
6. მორიელებს დამაინტრიგებელი საიდუმლოებები და იმქვეყნიური საქმეები აინტერესებთ. ისინი მოხიბლულები არიან „ბნელი“ საკითხებით, აინტერესებთ სიკვდილი, საშინელებები, ზებუნებრივი და ზოგჯერ ოკულტიზმიც. უბრალოდ, მიიღეთ მისი უცნაური გატაცებები და ნუ განსჯით.
7. მორიელები მწარე სარკაზმით არიან ცნობილნი. მათთვის სასაცილო და გასართობმა ამბებმა შესაძლოა, შიში მოგგვაროთ. ამისთვის მორიელებს ნუ განსჯით. უბრალოდ, დააფასეთ დახვეწილი იუმორი, ის ცხოვრებას გაგიადვილებთ.
8. მორიელებისთვის სულერთია, რას ფიქრობენ მათზე სხვები. მაგრამ სხვების შეხედულებებს შემდგომისთვის მაინც ითვალისწინებენ.
9. მორიელები საკმაოდ პატიოსნები არიან. თუკი სიმართლის გაგება არ გსურთ, მაშინ მორიელს ნუ შეეკითხებით.
10. მორიელები დაბადებით დამცველები და ლოიალურები არიან. თუკი შეატყობინებთ, რომ მეტროში ვიღაცამ ხელი გკრათ, შეგაწუხათ სამუშაოზე, ანდა მესამე კლასში გაშინებდათ, ისინი ნაზად მოგეხვევიან. შემდეგ იპოვიან იმ სუბიექტს და მაგრად დაჟეჟავენ.