ისინი ჰაერის სტიქიის ნიშნები არიან:
ტყუპები
ეს ნიშანი ქარს მიაგავს. მორიგი იდეით ანთებული თავპირის მტვრევით მიფრინავს ერთ მხარეს. მაგრამ მომდევნო დღე მოულოდნელად მიმართულებას იცვლის და ავიწყდება გუშინდელი აღმაფრენა, მას უკვე ახალი მიმართულება გაუჩნდა.
ასეთი არამდგრადობა ტყუპებს ბუმერანგივით უბრუნდებათ. იდეების ნახევარგზაზე მიტოვების გამო ისინი ცხოვრებაში ბევრს კარგავენ.
ამას გარდა, მათ ადვილად შეუძლიათ ცხოვრებიდან იმ ადამიანის წაშლა, ვინც იმ წუთას აღარ სჭირდებათ. არადა ის ადამიანი ამ წყენას იმახსოვრებს და საჭირო დროს უხსენებს.
სასწორი
ამ ნიშანს ცხოვრებაში კომფორტი უყვარს და კომფორტის მისაღწევად ზოგჯერ საკუთარი ემოციების ხაფანგში ემწყვდევა. მისთვის ძნელია, სინამდვილეს გაუსწოროს თვალი, მუდმივად ცვლის საკუთარ ცხოვრებას, ათას ავანტიურაში იხლართება, რასაც ცუდ შედეგებამდე მიჰყავს.
ამ ნიშანს უყვარს აზარტი, ბედთან თამაში. ამგვარი ცხოვრება ადრენალინის მეტ დოზას უშხაპუნებს და ხშირად ჩიხშიც ამწყვდევს.
ასევე, ზერელედ ექცევიან საკუთარ ჯანმრთელობას. სასწორი ექიმთან ვიზიტს ბოლო მომენტამდე გადადებს.
მერწყული
ის ნამდვილი შემოქმედია და ყოველთვის ახალი მწვერვალის დაპყრობას ცდილობს. მხოლოდ საკუთარი ცხოვრება არ ჰყოფნის და სხვების ბედ-იღბლის გადაწყვეტაშიც აქტიურად მონაწილეობს. ჰგონია, რომ ყველა კითხვაზე სწორი პასუხი მხოლოდ მან იცის და ამიტომაც თავის აზრებს დაუკითხავად მოგახვევთ თავს. არადა ბევრს არ მოსწონს, როცა მათ ჭკუას არიგებენ.
მერწყული ხშირად იჭრება ისეთ სფეროებში, რომლებიც მას საერთოდ არ ეხება და ამით ცხოვრებას ირთულებს.