რატომ არ ესწრება ანგელა მერკელის ქმარი კანცლერის ინაუგურაციებს?

უცნობი ფოტოები

30 სექტემბერი 22:00, 2017 წელი

12-წლიანი მმართველობის შემდეგ 63 წლის ანგელა მერკელმა, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა“ ცხრაჯერ დაასახელა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად, გერმანიის კანცლერის პოსტი მეოთხე ვადით მიიღო.

იგი დილაობით, ყავის ნაცვლად, პიტნის ჩაის მიირთმევს; უყვარს SMS-ების წერა და ზოგჯერ, ნამცხვრების ცხობა; არ უყვარს სამკაულები, სუნამო და პარფიუმერია.
სამუშაო მაგიდაზე რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორეს პორტრეტი უდევს, ჩანთაში კი მობილური ტელეფონი, სათვალე, უბის წიგნაკი და ფანქარი.

წლების წინათ ანგელა მერკელი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ამჟამად, მავნე ჩვევაზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩია.

მერკელის ყოველდღიური სამოსი შარვალი და კოსტიუმია. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი საზოგადოებამ კაბით მხოლოდ ერთხელ იხილა - ოსლოში ოპერის გახსნის დღეს.

გერმანიის კანცლერი სამსახურებრივ საცხოვრებელში გადასვლაზე უარს ამბობს და, მეუღლესთან ერთად, ბერლინის ცენტრში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერკელის ხელფასი გერმანიის პრეზიდენტის ხელფასზე 10-ჯერ ნაკლებია.

ქალბატონი კანცლერი პერიოდულად, ბერლინთან ახლოს მდებარე, ოჯახურ აგარაკზე ისვენებს, თუმცა შვებულების გატარება ტიროლის მთებში უყვარს. აღსანიშნავია, რომ დასვენებისა და ტანსაცმლის ფულს მერკელი საკუთარი ჯიბიდან იხდის.

როცა ანგელას ბაბუამ, პოლონელმა პოლიციელმა ლუდვიგ კაზმერჩაკმა პოლონეთიდან გერმანიაში საცხოვრებლად წასვლა გადაწყვიტა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მისი შვილიშვილი ამ ქვეყნის მრავალწლიანი მმართველი გახდებოდა.
ლუდვიგის შვილმა და ანგელას მამამ, ლუთერანული ეკლესიის პასტორმა ჰორსტ კაზმერჩაკმა ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე, პოლონური გვარი გერმანულ ყაიდაზე გადაიკეთა და კასნერი გახდა.

ანგელა დოროთეა მერკელი (კასნერი) 1954 წელს, ჰამბურგში დაიბადა. პასტორის ოჯახში დაბადებული გოგონა ბავშვობიდან ღრმად მორწმუნე გახლდათ. ამის მიუხედავად, სკოლაში სწავლის პერიოდში ჯერ პიონერულ ორგანიზაციაში, შემდეგ კი „თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირში“ ირიცხებოდა.

სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ანგელამ სწავლა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე ულრიხ მერკელი, რომელიც მისივე თანაკურსელი გახლდათ. ახალგაზრდები 1977 წელს დაქორწინდნენ და ანგელა მეუღლის გვარზე გადავიდა. დიდი სიყვარულის მიუხედავად, ქორწინებამ მხოლოდ 5 წელი გასტანა. „ჩვენ დავქორწინდით იმიტომ, რომ მაშინ ყველა ქორწინდებოდა“, - იტყვის მოგვიანებით ანგელა.

1984 წელს ანგელა მერკელი მსოფლიო დონის მეცნიერს, ქიმიკოს იოაჰიმ ზაუერს შეხვდა. 1998 წელს წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმა, თუმცა ანგელამ პირველი მეუღლის გვარი შეინარჩუნა.
სხვათა შორის, MERKLICH გერმანულად შესამჩნევს, აშკარას ნიშნავს და სწორედ ასეთად მიიჩნევენ საკუთარ კანცლერს გერმანელები.  

მხიარულმა და ერთი შეხედვით უდარდელმა გოგონამ შეძლო, ცხოვრების ნამდვილი სიყვარული ეპოვა, თუმცა, დედობრივი ბედნიერების განცდა მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა, ამიტომ  მთელი ძალები პოლიტიკური საქმიანობისკენ მიმართა.

ცოლისგან განსხვავებით, ზაუერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა არ უყვარს, ამიტომ მეუღლის არცერთ ინაუგურაციას არ დასწრებია.

ბერლინის კედლის დანგრევამდე, მომავალი კანცლერი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიაში მუშაობდა. 1980-იანი წლებიდან გერმანიაში განვითარებულმა მოვლენებმა ამბიციური ანგელა მთლიანად მოიცვა და ის ორგანიზაცია „დემოკრატიული გამოღვიძების“ წევრი გახდა.
გერმანიის გაერთიანებამდე ცოტა ხნით ადრე, 35 წლის ანგელა „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში“ შევიდა და 2000 წელს პარტიის თავმჯდომარე გახდა.  

მიუხედავად იმისა, რომ თავის დამკვიდრება უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევდა, ანგელა მერკელის პოლიტიკური კარიერა წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. გარკვეულწილად, ამას გერმანიის იმდროინდელი კანცლერის ჰელმუტ კოლის მფარველობამაც შეუწყო ხელი.

2005 წლიდან მოყოლებული, ანგელა მერკელი გერმანიის ხელისუფლების სათავეშია. გერმანელი „რკინის ლედისთვის“ უცხოა პათეტიკა. ის გადაწყვეტილებებს აუჩქარებლად იღებს და კრიზისულ სიტუაციებში არჩეულ კურსს იცავს. გერმანელების უმრავლესობისთვის მერკელი სტაბილურობის გარანტია.
„მიაჩნიათ, რომ ჩემი კარიერის მწვერვალს მივაღწიე, რასაც არ ვეთანხმები. მომავალში უფრო მეტის მიღწევის იმედი მაქვს“, - ამბობს კანცლერი.



კანცლერის ბავშვობა






ანგელა კასნერი მეგობრებთან ერთად. 1970-იანი წლების დასაწყისი



26 წლის მისის მერკელი





კარიერის დასაწყისში









ანგელა მერკელი მეუღლე იოაჰიმ ზაუერთან ერთად


 

კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.