რატომ დაასრულა ცხოვრება ქუჩაში „კანკანის“ ვარსკვლავმა და ტულუზ ლოტრეკის მუზამ?

უცნობი ფოტოები

21 ოქტომბერი 22:00, 2017 წელი

ლუიზა ვებერი მსოფლიოში ცნობილი პარიზული კაბარეს „მულენ რუჟის“ ნომერ პირველი მოცეკვავე გახლდათ. ტულუზ ლოტრეკის ფუნჯმა ამ ქალის ხსოვნა უკვდავყო, მაგრამ თავად ცხოვრება ყველასგან დავიწყებულმა, სიღატაკეში დაასრულა...


ფრანგულმა კაბარემ „მულენ რუჟმა“ მე-19 საუკუნის ბოლოს თავისი ცეცხლოვანი და თამამი ცეკვებით მსოფლიოში გაითქვა სახელი. მამაკაცები აქ იმისთვის მოდიოდნენ, რომ კაბარეს ვარსკვლავების - ივეტა გილბერის, ჟანა ავრილისა და ლუიზა ვებერის ცეკვები ენახათ. ამ უკანასკნელს კაბარეს ყველა სტუმარი ლა გულიუს (გაუმაძღარი, ღორმუცელა) სახელით მოიხსენიებდა.  

ლუიზა ვებერი 1866 წელს პარიზში, ღარიბი ებრაელის ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში ის დედას სამრეცხაოში მუშაობაში ეხმარებოდა, თავისუფალ დროს კი კლიენტების ტანსაცმელს ირგებდა და ცდილობდა, თავი მოცეკვავის ამპლუაში წარმოედგინა.

ლუიზა ხშირად სტუმრობდა საცეკვაო მოედნებს, სადაც მისი ცეკვის ტექნიკასა და თამამ ქცევებს მალე მიაქციეს ყურადღება. თავიდან, პატარა დუქნებში ცეკვით დაიწყო, შემდეგ კი ბედმა სახელგანთქმულ მხატვარს ოგიუსტ რენუარს შეახვედრა, რომელმაც მენატურედ მუშაობა შესთავაზა და პარიზის მონმარტრის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები გააცნო.


1889 წელს კაბარე „მულენ რუჟის“ ერთ-ერთმა მფლობელმა ჯოზეფ ოლერმა ლუიზას თავის კაბარეში მუშაობა შესთავაზა. 6 წლის განმავლობაში ლუიზა კაბარეს სცენაზე თითქმის ყოველდღე ცეკვავდა. ქალს სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს ლა გულიუ, რადგან კლიენტების ხარჯზე მოურიდებლად მიირთმევდა და უზომოდ ბევრ ალკოჰოლს სვამდა.

ლა გულიუ უხეში და ვულგარული ქალი გახლდათ, მაგრამ მისი ემოციური და თავაშვებული ცეკვა გულგრილს არავის ტოვებდა. ჟურნალისტებმა მას „მონმარტრის დედოფალიც“ კი უწოდეს. ლა გულიუს რამდენიმე საყვარელი ტრიუკი ჰქონდა: მაგალითად, შეეძლო ფეხი ძალიან მაღლა აეწია და ფეხის წვერით კლიენტისთვის ქუდი მოეხადა ან შუა ცეკვის დროს „შპაგატში“ ჩამჯდარიყო.


ლა გულიუ „მულენ რუჟის“ მუდმივი კლიენტის, ტულუზ ლოტრეკის საყვარელი მოცეკვავე და მუზა გახდა. ლოტრეკი ხშირად ასახავდა მას კაბარეს აფიშებსა და თავის ნახატებში, თუმცა 1895 წელს პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ლა გულიუ „მულენ რუჟიდან“ წავიდა.

ზუსტად არავინ იცის, რა გახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მოცეკვავეს საშინელი ხასიათი ჰქონდა და დაწესებულების წესებს არ ემორჩილებოდა, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ქალი იმდენად გასუქდა, რომ კაბარეს მფლობელმა ის, უბრალოდ, სამსახურიდან დაითხოვა.

ლუიზამ სცადა, ბაზრის დუქნებში საკუთარი, აღმოსავლური ცეკვებით გამდიდრებული შოუ დაედგა და ტულუზ ლოტრეკს აფიშებიც კი შეუკვეთა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.
რაღაც პერიოდის განმავლობაში, ლა გულიუ ცირკში მომთვინიერებლად მუშაობდა და ქუჩის წარმოდგენებში გამოდიოდა. ამ დროის განმავლობაში, მან კაბარეში ნაშოვნი ფული მთლიანად დახარჯა, ვალებში ჩაეფლო და ალკოჰოლს მიეძალა.


სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ყველასგან მიტოვებული და გალოთებული ქალი ქუჩაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ის ერთ-ერთმა მეძველმანემ თავის დუქანში შეიფარა. თავი რომ ერჩინა, ლუიზა იძულებული იყო, „მულენ რუჟის“ გვერდით ქუჩაზე თხილი, სიგარეტები და ასანთი გაეყიდა.

1929 წელს ლუიზა ვებერი პარიზის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო 1990 წელს მისი ნეშტი მონმარტრის სასაფლაოზე გადაასვენეს. ასე უსახელოდ აღესრულა ქალი, რომელიც „კანკანის“ ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი იყო და „მულენ რუჟი“ მსოფლიოში ცნობილ კაბარედ აქცია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?