„ბურატინო“ 42 წლის შემდეგ - მათთვის, ვინც 70-იანების თაობაა

უცნობი ფოტოები

9 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

1975 წელს გადაღებული „ბურატინოს თავგადასავალი“ მართლაც ბრწყინვალე მიუზიკლია, შესანიშნავი სამსახიობო გუნდით, მათ შორის პატარა არტისტებით. ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან დღეს ის პატარა მსახიობები და როგორ გაგრძელდა მათი ცხოვრება?

ბურატინო - დიმიტრი იოსიფოვი






ამ საბავშვო ზღაპრის მთავარი გმირის შემსრულებელს დიდხანს ეძებდნენ. ფილმში გადაღებამდე დიმა ფიგურული სრიალით იყო გატაცებული, თუმცა „ბურატინოს თავგადასავლის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ამისთვის აღარ ეცალა. 10 წლის ბიჭუნას ქუჩაში ცნობდნენ და ავტოგრაფს სთხოვდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩააბარა, შემდეგ კი სწავლა მინსკის სახელოვნებო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე განაგრძო. დიმიტრი იოსიფოვს მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე ფილმში. დღეს ის ცნობილი რეალითი-შოუს Последний герой-ს დამდგმელი რეჟისორია, ასევე, მისი გადაღებულია პოპულარული ტელესერიალის Убойная сила-ს რამდენიმე სერია. ცხოვრობს მოსკოვში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.


მალვინა - ტატიანა პროცენკო





ულამაზესი მალვინა - ტატიანა პროცენკო რეჟისორის ასისტენტმა შემთხვევით მეტროში აღმოაჩინა. გოგონა მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო. ტატიანა ბიჭებისგან ათასობით წერილს იღებდა, რომლებიც „მალვინას“ მეგობრობას სთავაზობდნენ. ფილმში აღებული ჰონორარით ტატიანამ პიანინო იყიდა, რომელზეც ამჟამად მისი პატარა გოგონა ანიუტა უკრავს.
ტატიანა მოსკოვში ცხოვრობს და დღესაც ისეთივე ლამაზი, ნაზი და დახვეწილია. მუშაობს ჟურნალ „ადამიანების პლანეტის“ მთავარ რედაქტორად. ჰყავს მეუღლე, მსახიობი ალექსანდრე ვოიტიუკი და ორი შვილი.  


პიერო - რომან სტოლკარცი





პიეროს როლი რომა სტოლკარცმა შეასრულა. ფილმის წარმატების მიუხედავად, „პიერომ“ მსახიობობას ექიმობა არჩია. ის დღეს ისრაელში წარმატებული პედიატრი და ორი კერძო კლინიკის მფლობელია.


არტემონი - ტომას აუგუსტინასი




ალბათ, ყველას გახსოვთ მხიარული პუდელი, სახელად არტემონი, რომლის როლი ტომას აუგუსტინასმა ბრწყინვალედ შეასრულა. თუმცა, როგორც პიეროსთვის, არტემონისთვისაც პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა „ბურატინოს თავგადასავალში“ შესრულებული როლი. ტომასი 1985 წელს ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად წარმატებული ბიზნესმენია და ოტავაში ცხოვრობს.

არლეკინი - გრიგორი სვეტლოტუსოვი




მხიარული არლეკინის ცხვირების შესახებ ცოტაა ცნობილი. სკოლის შემდეგ მან დაამთავრა მინსკის უმაღლესი საინჟინრო სარაკეტო სასწავლებელი. შემდეგ ბელორუსში საკუთარ ბიზნესს ედგა სათავეში. რამდენიმე წლის წინათ მას ქურდობაში წაუყენეს ბრალი. გავრცელებული ხმებით, დღეს ის აშშ-ში ცხოვრობს. რას ვიზამთ, არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ბედი...


ახლა კი ნახეთ ფოტორეპორტაჟი გადასაღები მოედნიდან:

წყარო
კინო

11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...
ამბები

რომელი სმარტფონითაა გადაღებული ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, ჯერ ბაზარზე არარსებული სმარტფონითაა გადაღებული. თუმცა არსებობს მოსაზრება და ეჭვები, რომ ვიდეოკადრები სწორედ იმ სმარტფონითაა გადაღებული, რომელსაც მსოფლიო დიდი ინტერესით ელის!
ამბები

„თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ - კომპანიის ახალი პროექტი

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.