როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

როგორ გამოიყურებიან ვერსაჩეს, ლენონისა და სხვა ცნობილი ადამიანების მკვლელები

უცნობი ფოტოები

20 იანვარი 22:00, 2018 წელი

სამწუხაროდ, ფულის, აღიარებისა თუ პროფესიონალი დაცვის მიუხედავად, თავდასხმის ან უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინ არის... 

1. ენდრიუ კიუნენენი (დიზაინერ ჯანი ვერსაჩეს მკვლელი)



Versace-ს მოდის სახლის დამფუძნებელი, 50 წლის ჯანი ვერსაჩე 1997 წლის 15 ივლისს საკუთარი ვილის კართან, თავში ორი გასროლით მოკლეს. ტრაგედიის მიზეზი დღემდე უცნობია, რადგან მკვლელმა, 25 წლის ენდრიუ კიუნენენმა ორი თვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. განიხილებოდა დანაშაულის უამრავი ვერსია - იტალიური მაფიის შურისძიებიდან დაწყებული, დიზაინერის უმცროსი დისა და ქონების მემკვიდრის დონატელას ინტერესებით დამთავრებული, თუმცა გამოძიება საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდა.


2. ჩარლზ მენსონი (სერიული მკვლელი, რომელმაც მსახიობი შერონ ტეიმი სიცოცხლეს გამოასალმა)



26 წლის ულამაზესი მსახიობის მკვლელობამ მთელი ჰოლივუდი შეძრა. რეჟისორი რომან პოლანსკის ცხრა თვის ფეხმძიმე ცოლი ცნობილი მანიაკის ჩარლზ მენსონის სექტის წევრებმა აჩეხეს. ფანატიკოსების ბანდის თავდასხმას შერონის სახლში სტუმრად მყოფი სამი მეგობარიც ემსხვერპლა. მენსონსა და მისი სექტის შვიდ წევრს, რომლებიც სხვა რიტუალურ მკვლელობებშიც მონაწილეობდნენ, სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. ცოლის მკვლელობის შემდეგ, პოლანსკიმ რამდენიმე წლით ამერიკა დატოვა.


3. მარკ ჩეპმენი (ჯონ ლენონის მკვლელი)



1980 წლის 8 დეკემბერს ჯგუფი The Beatles შემქმნელი ნიუ-იორკში მდებარე სახლის კართან მოკლეს. მკვლელი მუსიკოსის ფანატი მარკ ჩეპმენი აღმოჩნდა, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, ლენონს ავტოგრაფი სთხოვა. მუსიკოსთან შეხვედრის შემდეგ, ჩეპმენი მის სახლთან მივიდა და დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა ლენონი ცოლთან, იოკო ონოსთან ერთად, სტუდიიდან სახლში. როგორც კი მუსიკოსი გამოჩნდა, ჩეპმენმა დაუძახა და ხუთი ტყვია დაახალა. დაკითხვაზე მკვლელი ამტკიცებდა, რომ მუსიკოსის მოკვლის დაშიფრული ბრძანება ამერიკელი მწერლის ჯერომ სელინჯერის მოთხრობის „თამაში ჭვავის ყანაში“ ფურცლებზე ამოიკითხა.


4. პატრიცია რეჯიანი (მაურიციო გუჩის ცოლი და მკვლელობის შემკვეთი)



Gucci-ს მოდის სახლის დამფუძნებლის გუჩიო გუჩის შვილიშვილი, 45 წლის მაურიციო გუჩი 1995 წლის მარტში, მილანის ცენტრში მოკლეს. თავდაპირველად, მკვლელობას იტალიურ მაფიას უკავშირებდნენ, მაგრამ მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ მკვლელობის შემკვეთი გუჩის მოტყუებული ცოლი პატრიცია რეჯიანი იყო, რომელსაც ქმარი ახალგაზრდა გოგონასთან ღალატობდა. პატრიცია შიშობდა, რომ მაურიციოს საყვარელზე დაქორწინების შემთხვევაში მისი ორი ქალიშვილი მემკვიდრეობას დაკარგავდა. ქალს 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


5. მაიკლ მასი (მსახიობი, ბრენდონ ლის პარტნიორი და შემთხვევითი მკვლელი)



1993 წლის 31 მარტს მხატვრული ფილმის „ყორანის“ გადამღები ჯგუფი ფინალურ სცენაზე მუშაობდა. იღებდნენ ეპიზოდს, სადაც ლეგენდარული ბრიუს ლის შვილის ბრენდონ ლის პერსონაჟი თავის მოსისხლე მტერს, ფანბოის უნდა მოეკლა, რომელსაც მსახიობი მაიკლ მასი ასრულებდა. პისტოლეტს, რომლიდანაც მაიკლმა ბრენდონს ესროლა, გაურკვეველი მიზეზით, საცობი ეკეთა. ყალბი ტყვიის გასროლისას ჰაერის ნაკადით გატანილმა საცობმა 28 წლის ბრენდონს მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრენდონ ლის დედამ კინოკომპანიას დაუდევრობისთვის სასამართლოში უჩივლა და საქმე მოიგო. მაიკლ მასისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა ამან მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიისგან ვერ იხსნა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?