კონსტანტინე გამსახურდია: „ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან...“ - დიდი კლასიკოსის ნაცნობი და უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

25 ივლისი 10:00, 2015 წელი

„შენ, ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა...“


მეოცე საუკუნის უდიდესი კლასიკოსი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს, სოფელ ძველ აბაშაში, სიმონ გამსახურდიასა  და ელისაბედ თოფურიას ოჯახში დაიბადა.
კონსტანტინე ნაბოლარა - მეცხრე შვილი იყო.
გიმნაზიაში სწავლის პერიოდში კონსტანტინე გამსახურდიამ ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია „ცხრა მუხა“, რაც მისი დაპატიმრების საფუძველი გახდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩაირიცხა.
სწავლობდა პეტერბურგის, კენისბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში.  
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 
1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1921 წელს, როცა საქართველოში წითელი არმია შემოვიდა, კონსტანტინემ ლენინს საპროტესტო წერილი მისწერა და გამოაქვეყნა წერილი „სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს“.
ეს ორი დოკუმენტი ქართული მწერლობის ისტორიაში შეფასდა, როგორც პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითი.
1923 წელს, როცა ევროპიდან საქართველოში ბრუნდებოდა, კონსტანტინემ მშვენივრად იცოდა, რა ელოდა საბჭოთა ხელისუფლების პირობებში,  მაგრამ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგან „იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!“
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხებით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად.
ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შეუთვლია: შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო“, კონსტანტინეს კი უპასუხია: ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი წელზე შენ ხომ არ გიჭერსო. 
ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრაციულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას.
ბევრი აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლო, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…
1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს.
მორიგი დაპატიმრება 1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე რუსიფიკაციის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
კონსტანტინე გამსახურდია 
შპიონისა“ და მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს და მოსკოვში გადაგზავნეს.
დაკითხვის დროს კონსტანტინემ წარმოუდგენელი რამ გაბედა - შეგინებისთვის 
ჩეკას უფროსის ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს სილა გააწნა.
ამისთვის 6 თვე სიკვდილმისჯილთა საკანში ჩასვეს, შემდეგ კი სამი წლით გადაასახლეს.  
საბოლოოდ,  მწერალს ჯაშუშობა არ დაუმტკიცდა და 1927 წელს გაათავისუფლეს.
1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გარიცხეს, როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი.
კონსტანტინე გამსახურდიას სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. 1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
1965 წელს ტეტრალოგიისთვის „დავით აღმაშენებელი“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მრავალი მედლით.
გარდაიცვალა 1975 წელს.
დაკრძალულია თბილისში, საკუთარი სახლის - კოლხური კოშკის ეზოში.


 


კონსტანტინე გამსახურდია, ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი: 
„ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს არ დამანახებდა მათთანვე ბრძოლა.  - „დავით აღმაშენებელი“.


 


კონსტანტინე გამსახურდია შვილთან, თამართან ერთად.
„ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები“. - „დიდოსტატის მარჯვენა“.


 


კონსტანტინე გამსახურდია: მე დავიბადე მსოფლიოს უმცირესი და უმოკლესი მდინარის ზანას პირას.
მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიფციგში, მიუნხენში, პარიზში და ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა
“.


 


„აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას ბელადსა და ვაზის ყვავილობას, რომ დაწერილიყო დიონისოს ღიმილიმთვარის მოტაცებადიდოსტატის მარჯვენადავით აღმაშენებელი.


 


ს. ჯანაშია, ელ. დუმბაძე, ნ. მაყაშვილი და კ. გამსახურდია. 1928 წელი.
„ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც“. - „დიდოსტატის მარჯვენა“.


 


მსახიობი მარინე თბილელი, კონსტანტინე და თამარ გამსახურდიებთან ერთად.
„ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ“. - დიდოსტატის მარჯვენა“.


 


კონსტანტინე გამსახურდია კინოსა და თეატრის მსახიობებთან ვასო გოძიაშვილთან და მარინა თბილელთან ერთად.
„ბრძენკაცი უნდა იყო და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი. გმირი უნდა იყო და ჯაბანივით დადიოდე. ოსტატი უნდა იყო და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავს ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს“. - „დიდოსტატის მარჯვენა“.


 


ანდრია აფაქიძე - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სიმონ ჯანაშია - ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და კონსტანტინე გამსახურდია.
ფოტო გადაღებულია ბაგინეთში (ახლანდელი არმაზის ციხე). 


 


კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი აბაშიძე - ქართველი პოეტი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 
ფოტო გადაღებულია 1965 წელს რუსთავში.


 


კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, ლადო გუდიაშვილი - საუკუნის ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი, თენგიზ მენთეშაშვილი - კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, ელგუჯა ამაშუკელი - ქართველი მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი.


 


ქართველი მწერლები რუსთავში შვილებთან ერთად.  
კონსტანტინე გამსახურდია, ირაკლი აბაშიძე, კარპე მუმლაძე - მწერალი და საზოგადო მოღვაწე, თენგიზ მენთეშაშვილი.


 


კონსტანტინე გამსახურდია სტუმრად შოთა კვირკელიასთან.
„საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ, ხშირად, რომ ცოცხლებს მიაყენონ ჩრდილი. „დიდოსტატის მარჯვენა“.


 


ნინო კიკნაძე-ხომერიკი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, მირანდა ფალავანდიშვილი-გამსახურდია, კონსტანტინე გამსახურდია, იაკინთე ლისაშვილი (ხომერიკი) - მწერალი.
1964 წელი. ფოტო გადაღებულია ბიჭვინთაში. 


 


კონსტანტინე გამსახურდია, მისი მეუღლე - მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილი და ქალიშვილი თამარ გამსახურდია. 


 


„კონსტანტინე გამსახურდიას ციხიდან განთავისუფლების თხოვნით პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამდენჯერმე ჩასულა. ინგოროყვას ისე მოუბეზრებია თავი ჩეკას უფროსისთვის, რომ ამ უკანასკნელს უყვირია: „ან ეს ინგოროყვა დაიჭირეთ, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო“. - კინორეჟისორ გუგული მგელაძის მოგონებებებიდან.


 


მარჯვნიდან მეორე დგას იოსებ ნონეშვილი - ქართველი პოეტი, მეხუთე - კონსტანტინე გამსახურდია.


 


კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტეფორე რაჭველიშვილი - ისტორიკოსი და ფილოლოგი.
„ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი“. - „მთვარის მოტაცება“.


 


სიმონ ჯანაშია, ნ. თიკანაძე, ე. ბერიშვილი, ე ჩერქეზიშვილი, ზ. დონაძე და კონსტანტინე გამსახურდია.
ფოტო გადაღებულია აბასთუმანში.
პირველ რიგში მარცხნიდან წამოწოლილი: სიმონ ჯანაშია.
მესამე რიგში მარცხნიდან: კონსტანტინე გამსახურდია.


 


კონსტანტინე გამსახურდია სუფრასთან. დიხაზურგა - სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში.
სურათზე გამოსახულია კონსტანტინე გამსახურდია დიხაზურგაში მის პატივსაცემად გამართულ სუფრასთან.


 


პოეტი იოსებ ნონეშვილი და კონსტანტინე გამსახურდია გიორგი ლეონიძის დაკრძალვაზე.
1966 წელი. მარცხნიდან მესამე დგას იოსებ ნონეშვილი. მარჯვნიდან პირველი დგას კონსტანტინე გამსახურდია.


 


სიმონ ჯანაშია და კონსტანტინე გამსახურდია.
„რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისთვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და პ. ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს“. - კონსტანტინე გამსახურდია.


 


კონსტანტინეს ვაჟი ზვიად გამსახურდია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991-1992) 


 


ზვიად გამსახურდია დიხაზურგაში.  დიხაზურგა - სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. 1961 წელი.
სურათზე მარჯვნიდან მარცხნივ: იპოლიტე გამსახურდია, ზვიად გამსახურდია, მეგონა გამსახურდია.


 


კონსტანტინე გამსახურდია და მისი შვილები ზვიადი და თამარი.
„თუ ჩემგან საქმიანი კაცი არ გამოვა, ამას არ ვიდარდებ. დიახაც, რომანტიკოსი გახლავართ და ასეთი დავრჩები ალბათ სიკვდილამდის“. - კონსტანტინე გამსახურდია.


 


ზვიად გამსახურდია, მისი დედა მირანდა ფალავანდიშვილი და იპოლიტე გამსახურდია. 1961 წელი.


 


კონსტანტინე გამსახურდია: „სპილო ხორთუმით კლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებით“. 


 


კონსტანტინე გამსახურდია და მირანდა ფალავანდიშვილი.
„სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში. ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე“. - „მთვარის მოტაცება“.


 


კონსტანტინე  გამსახურდია, თამარ გამსახურდია, თათია ხაინდრავა, ზვიად გამსახურდია, მირანდა ფალავანდიშვილი.


 


კონსტანტინე გამსახურდიას დაკრძალვის დღე. ავტორი ჯემალ კასრაძე. 1975 წელი.
ფოტო გადაღებულია კოლხური კოშკის ეზოში. წინა პლანზე მარცხნივ - ზვიად გამსახურდია. 


 


ჩოხოსნები: ვ. კოტეტიშვილი, კ. გამსახურდია, პავლე ინგოროყვა, ალ. აბაშელი. 1924 წელი.
„ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია“. - „მთვარის მოტაცება“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?