ჩარლი ჩაპლინის მიერ საუკეთესო ოტელოდ აღიარებული - უცნობი „აკაკი ხორავა“

უცნობი ფოტოები

29 აგვისტო 10:00, 2015 წელი

მსახიობი და პედაგოგი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ სახალხო არტისტი და ხუთგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი აკაკი ხორავა 1894 წლის 17 აპრილს, ამჟამინდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხომურში დაიბადა.

1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა კიევისა და თბილისის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა. 1922 წელს  აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში შევიდა.
1923 წელს პირველი როლი შეასრულა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. 1935 წლიდან იყო თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949-1955 წლებში კი - დირექტორი.
აკაკი ხორავა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია.
1939-1949 წლებში კი სასწავლებელს ხელმძღვანელობდა.
იშვიათი გარეგნობისა და ყველასგან გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მსახიობი გარდასახვის საოცარი ოსტატობით ასრულებდა ნებისმიერ როლს.
ხორავას ოტელო შექსპირის „ოტელოდან“ საბჭოთა და მსოფლიო სამსახიობო ხელოვნების შედევრად მიიჩნევა, 1937 წელს კი მსოფლიო შექსპიროლოგიამ ნამდვილ შექსპირისეულ სახედ აღიარა.
1924 წლიდან, სასცენო მოღვაწეობის პარალელურად, მონაწილეობდა კინოგადაღებებში.
იყო კანის მეშვიდე საერთაშორისო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი.
მისი თანამედროვეები აღნიშნავენ, რომ აკაკი ხორავა იყო საოცრად გულუხვი და ხელგაშვილი ადამიანი.
ის ზრუნავდა და ფინანსურად ეხმარებოდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახებსა და ხელმოკლე სტუდენტებს.
1964 წელს მსახიობს ლიმფური ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. ამ დროს ხორავა სცენაზე მუშაობას ვეღარ ახერხებს და მხოლოდ კინოგადაღებებში მონაწილეობს.
მსახიობი რვა წლის განმავლობაში ებრძოდა სენს და ამასთანავე, მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობდა.
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 1972 წლის 23 ივნისს აკაკი ხორავა თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 


 


აკაკი ხორავა - მსახიობი, პედაგოგი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი 
„რუსთაველის თეატრის იარუსები ზანზარებდნენ ხორავას ხმისგან. ხმა ჰქონდა და დიქცია წარმოუდგენელი. ასეთი ხმა და დიქცია მე საერთოდ არ მომისმენია“, - რეჟისორი რეზო ჩხეიძე. 


 


სხედან: მარჯვნივ - იონა სირია. მარცხნივ - ხუტუ ხუბუტია. უკან დგას აკაკი ხორავა


 


აკაკი ხორავა ზუგდიდის სკოლა-ინტერნატის აღსაზრდელებთან 
„აკაკი ხორავა ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას უწევდა 1937 წელს დახვრეტილი მეგობრების ოჯახებსა და ხელმოკლე სტუდენტებს. ზოგს პალტო უყიდა, ზოგს ფული აჩუქა... გამიგია, რომ რესტორანში, სუფრასთან, სადაც ხორავა იჯდა, არ არსებობდა, ფული სხვას გადაეხადა. არავის მისცემდა ამის ნებას“. რეჟისორი რეზო ჩხეიძე. 


 


აკაკი ხორავა და მწერალი დემნა შენგელაია 
ფოტო გადაღებულია ლანჩხუთში ვალერიან შალიკაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 


 


აკაკი ხორავა სტუმრად ლანჩხუთელებთან. 1966 წელი.
აკაკი ხორავა 1949 წელს ლონდონში შექსპირის ფესტივალზე მიიწვიეს, სადაც „ოტელოდან“ მონოლოგი წაიკითხა. „დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხორავამ მონოლოგი ცუდად შეასრულა. ხორავა ყვებოდა, რომ გაოგნებული იდგა და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. უცებ ადგა კომისიის თავმჯდომარე ჩარლი ჩაპლინი, აიღო ასანთი, გაჰკრა და აანთო. ჟიურის დანარჩენმა წევრებმა და შემდეგ დარბაზმაც მას მიბაძა. ხორავამ მერე გაიგო, რომ ეს ჟესტი იყო მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება“, - თეატრმცოდნე ხათუნა წულაძე. 


 


აკაკი ხორავა და ვლადიმერ (ვალოდია) წულაძე. 1960 წელი.
„მე ვიცი მსოფლიოში გამოჩენილი შექსპირის მცოდნეების აზრი, რომ ხორავას მსგავსი ოტელო არ უნახავთ. ინგლისელი მსახიობი ოლივიეც თამაშობდა ოტელოს და ნანახი მყავს. პირდაპირ ვიტყვი, ეს ხორავასთან ახლოს ვერ მივიდოდა“. რეჟისორი რეზო ჩხეიძე.


 


ნინო ალექსი-მესხიშვილი. მსახიობი. აკაკი ხორავას მეუღლე.


 


 


აკაკი ხორავა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად 
მარცხნიდან მეორე: სანდრო ახმეტელი და უშანგი ჩხეიძე, სხედან: აკაკი ხორავა და ნ. ალექსი-მესხიშვილი. 


 


 


დემნა შენგელაია - მწერალი, აკაკი ხორავა, დავით საბაშვილი - ლანჩხუთის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, ხელოვანებთან ერთად. 1966 წელი.


 


შალვა დადიანი - მწერალი, დრამატურგი, მსახიობი და აკაკი ხორავა 


 


აკაკი ხორავა და მსახიობი მედეა ჩახავა


 


აკაკი ხორავა ცოლთან - ნინო ალექსი-მესხიშვილთან ერთად


 


აკაკი ხორავა მსახიობებთან ემანუილ აფხაიძესა და რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად  
„ხორავამ ბოლო წლები ავადმყოფობის გამო თითქმის მარტომ გაატარა. ამბობენ, რომ მარტო იწვა და ელოდა, ნეტა ვინმეს გავახსენდებოდე და ტელეფონი დარეკავდესო“. რეჟისორი რეზო ჩხეიძე. 


 


ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ შენგელაია, აკაკი ხორავა, ლევან ხოტივარი.


 


სანდრო ახმეტელი - ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი, თამარ ჭავჭავაძე - ქართველი მსახიობი, თანამედროვე ქართული სასცენო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკაკი ხორავა


 


აკაკი ხორავა მეგობრებთან ერთად 
პირველ რიგში, მარცხნიდან: აკაკი ხორავა, შალვა ახმეტელი - სანდრო ახმეტელის შვილი.
მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე სანდრო ახმეტელი, ნიკო გოცირიძე - მსახიობი, უშანგი ჩხეიძე - მსახიობი. 


 


აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, გიგა ლორთქიფანიძე
სპექტაკლ „ღალატის“ რეპეტიციის შემდეგ.


 


ხელოვანები სტუმრად ლანჩხუთში, 1972 წელი 
მარცხნიდან: გრიგოლ ცეცხლაძე - პოეტი, აკაკი ხორავა, ელენე ახვლედიანი - ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ნანა შალიკაშვილი, დავით საბაშვილი - ლანჩხუთის რაიონის რაიკომის პირველი მდივანი და დემნა შენგელაია - მწერალი.


 


აკაკი ხორავა ოტელოს როლში
„ოტელო ხვდება თავის ტრაგიკულ შეცდომას და ავანსცენაზე, როგორც დაჭრილი ლომი, ასე მოდის. მაყურებელთა დარბაზში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შეიძლება, საორკესტრო ორმოში გადავარდეს, მაგრამ ამ დროს ჩერდება და როცა თავს ზემოთ წევს, ხედავს, რომ მთელი დარბაზი ფეხზე დგას. ატყდა ისეთი მქუხარე ტაში, რომ მეგონა, ჭერი ჩამოინგრეოდა. ოცჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა“. რეჟისორი კაკო დვალიშვილი.


 


 


სანდრო ახმეტელი მეგობრებთან
ნიკო გოცირიძე - მსახიობი, სანდრო ახმეტელი - რეჟისორი, თამარ ჭავჭავაძე - ქართველი მსახიობი, აკაკი ხორავა, უშანგი ჩხეიძე - მსახიობი. 


 


კადრი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“ 
დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.
ფოტოზე: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე) და ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი). 


 


ნიკო ნიკოლაძე - პუბლიცისტი, კრიტიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე; მოსე თოიძე - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; ნატო ვაჩნაძე - ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგა ვარსკვლავი; აკაკი ვასაძე - მსახიობი და რეჟისორი, თეატრალური და საზოგადო მოღვაწე; ელენე ახვლედიანი - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი; აკაკი ხორავა.


 


შუაში ზის ნატო ვაჩნაძე, მის გვერდით - მიხეილ ჭიაურელი, მარჯვნიდან ზის ელენე ანდრონიკაშვილი, მარჯვნიდან დგას იოსებ ნონეშვილი, მარცხნიდან მესამე აკაკი ხორავა.
 


 


აკაკი ხორავა, ბესო ჟღენტი, ვასო გოძიაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, ბუხუტი ზაქარიაძე, დავით თორაძე, ევგენია გოძიაშვილი.


 


კადრი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?