საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე - ნატო ვაჩნაძის უცნობი ფოტოები

უცნობი ფოტოები

12 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი და საქართველოს ყველა დროის ულამაზეს მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს ვარშავაში, ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში დაიბადა. ნატოს მამა - რუსი ხელმწიფის სამსახურში მყოფი ოფიცერი გიორგი ანდრონიკაშვილი ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა.


მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნატოს დედა ეკატერინე სლივიცკაია ოთხი შვილით საცხოვრებლად კახეთში გადავიდა. სწორედ აქ გაიცნო ულამაზესმა ნატომ მომავალი მეუღლე მერაბ ვაჩნაძე და გიმნაზიის მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ ცოლად გაჰყვა. ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა - ნატო და მერაბი ერთმანეთს მალე დაცილდნენ.
1939 წ. მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა. ამ დროს ნატოს უკვე ვაჟი – თენგიზი ჰყავდა.
ნატო ვაჩნაძის კინოში მოხვედრა ბედნიერმა შემთხვევითობამ განაპირობა - ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე მდებარე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში მშვენიერი ქალის სურათი შეამჩნია და მისი ძებნა დაიწყო. კითხვა-კითხვით ნატოს გურჯაანში მიაკვლიეს და კინოში გადაღებაზე დაითანხმეს.
19 წლის დამწყები მსახიობის დებიუტი „არსენა ყაჩაღში“ შედგა... 
ულამაზესი ნატო ვაჩნაძის ეკრანზე გამოჩენა კინოთეატრებში ანშლაგს იწვევდა და სტაბილური შემოსავლის გარანტს წარმოადგენდა.
ნატო იყო პირველი ქართველი კინომსახიობი, რომელიც მთელი თავისი მშვენებით წარდგა საერთაშორისო კინოფესტივალზე - ვენეციის „ბიენალე“.


1926 წელს მსახიობი კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიაზე დაქორწინდა და მას თავისი ცხოვრების რეჟისორი უწოდა. „ნიკოლოზ შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. შენგელაია შემიყვარდა“, - აღიარა ქართული კინოს მშვენებამ. 
თითქმის ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კინოფილმის „ის კვლავ დაბრუნდება“ გადაღების დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. თბილისისკენ მომავალ რეჟისორს გულმა მანქანის საჭესთან უმტყუნა. მოგვიანებით ნატო ვაჩნაძე იტყვის, რომ იმ წლებში სიკვდილის სიახლოვის შეგრძნება სტანჯავდა. 

1935 წელს ნატო ვაჩნაძეს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, ხოლო 1941 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტი გახდა. 1941 წელს მიიღო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმისთვის „ოქროს დაბლობი“. დაჯილდოებულია ოთხი ორდენით. ვარშავაში ერთ-ერთ ქუჩას ნატო ვაჩნაძის სახელი უწოდეს.


ამბობენ, რომ სტალინსა და ბერიას მსახიობის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ.
იმასაც ამბობენ, რომ პოლონელი დედის დარქმეული სახელი ნატა ნატოთი სწორედ საბჭოთა ბელადმა შეუცვალა, როცა იუ­ბი­ლე­ს მი­სალო­ც ბა­რა­თში ნა­ტო ვა­ჩნ­აძ­ედ მო­იხ­სე­ნია.
სტალინი ნატოს ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი იყო და მსახიობს ძალიან სწყალობდა.
სამაგიეროდ, ნატოს ბერია მტრობდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, საყვარლობის შეთავაზებაზე მიღებული უარი გახდა.


ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს - საკუთარი დაბადების დღეს დაიღუპა, როცა მოსკოვიდან თბილისში მოფრინავდა. ავიაკატასტროფის მიზეზად ზოგი უამინდობას ასახელებდა, ზოგნი კი - ბერიას შურისძიებას. ბევრისთვის მრავლისმეტყველი იყო ის ფაქტი, რომ თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო.
სიცოცხლის მანძილზეც და სიკვდილის შემდეგაც, ნატო ვაჩნაძე არაერთი ცნობილი თუ უცნობი პოეტის მუზა გახდა.
„ალბათ, ვარსკვლავმა ეშხი გაგიყო/ ეცილებოდი მას ხომ ტოლივით,/ ნუთუ თბილისი ღირსი არ იყო,/ ენახე ნაზად თმადათოვლილი?“


ნატო ანდრონიკაშვილი


კადრი კინოფილმიდან „არსენა ყაჩაღი“. 1923 წ. ნატო ვაჩნაძე ნენოს როლში 
„რაც უფრო იზრდებოდა ჩემი სახელი, მით უფრო ხშირად ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ უნდა დავძლიო ჩემი ეს პოპულარობა და ჭეშმარიტი, ღრმა, სერიოზული მსახიობი გავხდე... მე ვთამაშობ პასიურ ქართველ ქალს, საწყენია, რომ ჩემი როლები ერთფეროვანია“. - ნატო ვაჩნაძის მოგონებებიდან.


ნატო ვაჩნაძე ფილმში „მამის მკვლელი“. 1923 წელი



ნატო ვაჩნაძე და მ. გელოვანი ფილმში „სამი სიცოცხლე“. 1924 წელი


ნატო ვაჩნაძე  დესპინეს როლში, ფილმში „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“. 1924 წელი



ნატო ვაჩნაძე ფატის როლში, ფილმში „ვინ არის დამნაშავე?“. 1925 წელი
„მოსკოვის უზარმაზარ კინოდარბაზში „კოლოსში“ უჩვენებდნენ ფილმს. კადრში გამოჩნდა ფატი. იგი იდგა ჭადრების ჩრდილქვეშ, ბავშვის აკვანთან. ერთბაშად დარბაზში თითქოს ელვამ გაანათაო, გაისმა აღფრთოვანებული შეძახილები: ნატა! ნატა!“ - რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა.


 


ნატო ვაჩნაძე ჯემას როლში, ფილმში „კრაზანა“. 1925 წ.



ნატო ვაჩნაძე ევროპელი ქალის როლში, ფილმში „ამოკი“. 1927 წ.



ნატო ვაჩნაძე გიულის როლში, ფილმში „გიული“. 1927 წ.



ნატო ვაჩნაძე ბერლინში, ფილმ „ცოცხალი ლეშის“ გადაღების დროს. 1928 წელი



ნატო ვაჩნაძე ციციას როლში, ფილმში „უკანასკნელი ჯვაროსნები“. 1931 წ.



ნატო ვაჩნაძე ნანის როლში, ფილმში „ნარინჯის ველი“. 1937 წელი



ფილმი „ქაჯანა“. მართა - ნატო ვაჩნაძე, ქაჯანა - თენგიზ ამირანაშვილი, ვანო - სპარტაკ ბაღაშვილი. 1941 წელი



ნატო ვაჩნაძე მანოს როლში, ფილმში „აკაკის აკვანი“. 1947 წელი



ნატო ვაჩნაძე ფილმში „ქეთო და კოტე“. 1948 წელი



ნატო ვაჩნაძე ელიზა ლომიძის როლში, ფილმში „მწვერვალთა დამპყრობნი“. 1952 წელი



ნატო ვაჩნაძე, თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ შენგელაია, ეკატერინე (კატია) სლივიცკაია
„ოჯახი და ბავშვები არასოდეს მაბრკოლებდნენ მუშაობაში, პირიქით, ისინი შინაგანად მამდიდრებდნენ და ხელს მიწყობდნენ. რასაკვირველია, აქ მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი და ნ. შენგელაიას პროფესიის ერთობასა და ხასიათის ზოგიერთ თვისებას, რომლებიც ორივეს ერთნაირი გვქონდა. ბავშვის მოლოდინის პერიოდშიც განვაგრძობდი ჩვეულებრივ მუშაობას, თუმცა, ხანდახან ეს საქმე საშიში იყო. მე ბატალურ სცენებში მიხდებოდა მონაწილეობა, სადაც საჭირო იყო სირბილი, ხტომა და ცხენზე ჯდომა, ხან კი – შუაგულ ჩხუბში იარაღით ჩარევა ან აქლემზე შეჯდომა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ეს გადაღებები მშვიდობიანად მთავრდებოდა“. - ნატო ვაჩნაძე „მოგონებები და შეხვედრები“ 



თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ შენგელაია, ნატო ვაჩნაძე
„ოჯახში საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ დედა ვარსკვლავი იყო. ეს გახლდათ ჩვეულებრივი დედა და დიასახლისი, რომელიც ოჯახსა და შვილებს უვლიდა“. - ელდარ შენგელაია.



ნიკოლოზ შენგელაია, ნატო ვაჩნაძე და პატარა გიორგი შენგელაია
„დედას და მამას სიყვარული ერთგვარი შეჯახებით დაიწყო, რადგან მამაჩემი მემარცხენეების მიმდევარი იყო, დედა კი ვარსკვლავი... განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ და ალბათ, კამათიც ამან გამოიწვია. მამამ უთხრა, ჩემს ფილმებში არასოდეს გადაგიღებო, მაგრამ შემდეგ შეუყვარდა და თავის „გიულიში“ გადასაღებად მოიწვია. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა“, - ელდარ შენგელაია.



ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) - საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 

„შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა. / დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. / ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, / შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს. / დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, / ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები / და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, / სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი./ “ - იოსებ ნონეშვილი. 



ნატო ვაჩნაძე და რუსი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ლიუბოვ ორლოვა (მარცხნიდან მეორე) ბერლინში. 1945 წელი



ნატო ვაჩნაძე და უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ნიკოლა ბაჟანი


 


მწერალ კონსტანტინე ლორთქიფანიძესთან ერთად



ქართველი რეჟისორი ზაქარია ბერიშვილი და ნატო ვაჩნაძე



ნატო ვაჩნაძე
„ვა­ჩნ­აძ­ია­ნთ ტუ­რფა ქა­ლო, / ლა­მა­ზე­ბის დე­დო­ფა­ლო, / შე­ნი ღვ­აწ­ლი, შე­ნი ქე­ბა, პო­ემ­აშ­იც ვერ ით­ქმ­ება, / ლე­ქს­ში, რო­გორ ჩა­მო­ვთ­ვა­ლო“ - იოსებ ნონეშვილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?