საყვარელი კინოგმირები და ციტატები საახალწლოდ

უცნობი ფოტოები

26 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

ახალი წლის დადგომამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა. საახალწლო განწყობის კიდევ უფრო ასამაღლებლად გადავავლოთ თვალი კინოს, რომელსაც დრო ვერ მოერია, და კინოგმირებს, რომლებსაც ყოველთვის სიცილი და მხიარულება მოაქვთ.


ქვევრი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
გადაღებულია 1970 წელს, ლუიჯი პირანდელოს მოთხრობის მიხედვით. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე, სცენარის ავტორი რევაზ გაბრიაძე, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი. როლებში ეროსი მანჯგალაძე, ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე, ჰენრიეტა ლეჟავა.




-კაცო, ამოდენა ნახვრეტში თავი თუ გამოეტია, ტანი რატომ ვერ ეტევა, ჰა? 
- აბა რა, გიჟი ხომ არ არის, მანდ რომ ზის? 
- ხელს ნუ გვიშლით, ამხანაგო. ჩვენ თვითონ გავარკვევთ. ჰოდა, რას გეუბნები, კარგად დამიგდე ყური. თავი თუ გამოეტია, ტანი რატომ არ ეტევა? 
- ეს ხომ წრეა? ლაუაზიეს კანონია. 
- ლაუაზიე ვინაა? 
- აი, ხომ ხედავთ? თავი ხომ შედის? მხრები არ შედის, იმიტომაც ვერ გამოეტია. 
- გამოდი ერთი... ბიჭო შენა ამოდენა ხარ, ეგ კიდევ... მოიცა... მოიხედე აქეთა. გაიხადე ყველაფერი და ფეხებით წამოდი. 
- მერე მაგ ფეხებსა მხრები არ მოჰყვება? სხვა რამე მოვიფიქროთ. ძალიან რთული საკითხია, ძალიან. ეგეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არა მქონია. ორშაბათს მოხვალთ ჩემთან განყოფილებაში შენა და ისა. თუმცა ის როგორ მოვა, კაცო? მოკლედ, მოხვალთ და იქ გავარკვევთ. 
- რა ვქნა, ძმაო. ქვევრის გატეხა თქვენ არ გინდათ, მე კიდევ ქრისტე არა ვარ, სასწაული მოვახდინო, სამჭკუაშვილი ვაარ. ბიჯო...


 


 


ვერის უბნის მელოდიები, პირველი ქართული მიუზიკლი 
გადაღებული 1973 წელს.  დამდგმელი რეჟისორი გიორგი შენგელაია. სცენარის ავტორები გიორგი შენგელაია, ანზორ სალუქვაძე. კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე. როლებში სოფიკო ჭიაურელი,  ვახტანგ კიკაბიძე, ია ნინიძე, მაია კანკავა, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, ალისა ფრეინდლიხი და სხვ.


- ვახ, ვარდო, შენა? მობრძანდი.
- აქა მშვიდობა.
- ვარდოჯან, აქ რა ქარმა შემოგაგდო? ვახ, ვახ.. ეს საიდან?
- მიხაკას დუქნიდან. მივიხედ-მოვიხედე, არავინ იყო. შეჩვენებულ მიხაკას დაზგაზე დასძინებოდა. ჰოდა, მეც ავიღე და... აბა, შენ იცი. ენას კბილი დააჭირე და ეს ამბავი მთელ უბანში არ გააგებინო.
- ვაი, შენი სული კი წაწყმდეს ვარდო... ვარდოჯან, მე მეგონა, მარტო რეცხვაში ხარ მარჯვე. რამდენი გინდა ჰა? 
- მე ბარე ბევრი მინდა, მაგრამ...
- ბევრი რასა ჰქვია? ორ მანეთს მოგცემ, დღეს ასეთი ბარე ოთხი მიყიდია. მოიცა, ქალო, სად მიგაქვს?
- ისევ მიხაკას დუქანში. 
- მოიცა, თორმეტ აბაზს მოგცემ. 
- ხუთი მანეთი!
- ვახ, სად არის ახლა პოლიცია? ქალო, შენ ხომ არ გაგიჟებულხარ, 12 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ჯერ ამდენი ფული ხბოში არ მიმიცია. ხუთ მანეთს ბარემ ხუთ მანეთს დავადებ და ქურქს ვიყიდი.


 


„ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, ქართული მხატვრული ფილმი 
გადაღებულია 1984 წელს. რეჟისორი ელდარ შენგელაია. ფილმი გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. კომპოზიტორი გია ყანჩელი. ოპერატორი ლევან პაატაშვილი. 


- გაიტანეთ ეს სურათი, გაიტანეთ!
- მოითმინეთ, მოითმინეთ... ამ საქმეს შევისწავლით, კომისიას გამოვყოფთ.
- გაიტანეთ-მეთქი. გაიტანეთ!
- თქვენ ნუ მიყვირით, პატივცემულო ვასო, და ნუ მაშინებთ.
- მე არავის არ ვაშინებ.
- თქვენ ადვილი გგონიათ ხელოვნების ნაწარმის გადაგდება?
- ეს არც ხელოვნების ნაწარმია და არც ნაწარმოები. ეს არის გრენლანდიის პეიზაჟი. ნაკლებად ცნობილი მხატვრის დედნის ასლი, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ჩემი აზრით, რასაკვირველია. გაიტანეთ-მეთქი. გაიტანეთ. არსად არ ვაგდებ. გაიტანეთ.
- არ აგდებთ კი არა, აგდებთ. მთელ გრენლანდიას აგდებთ, იმიტომ, რომ გეშინია, თავზე არ დაგეცეთ.
- მე არაფრის არ მეშინია. მე ჩემი დღე გავიარე. დამეცეს, ჰო. არ მეშინია. მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე.
- ტანკისტი კი არა, ის იყავი. ეგ გამოსარკვევია, რა იყავი. თქვენ რომ ტრანკისტი იყავით, მაშინ მეც ვიყავი რაღაც.
- ახლავე ავალ ზემოთ.
- სადაც გინდათ, იქ ადით...


 


„არაჩვეულებრივი გამოფენა“, ქართული მხატვრული ფილმი
გადაღებულია 1968 წელს. რეჟისორი ელდარ შენგელაია. სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე. კომპოზიტორი გია ყანჩელი. ოპერატორი გიორგი გერსამია. აგულის როლში საქართველოს დამსახურებული არტისტი გურამ ლორთქიფანიძე.


- ამ მარმარილოსგან გაზაფხულს გავაკეთებ. წარმოიდგინე, დაახლოებით 15 წლის ბიჭი ასე დადგება. მზისკენ გაწვდილი ხელები კი ყვავილებით ექნება სავსე. 
- გაზაფხულის დროა ახლა? ბიჭო, შენ არ უნდა დასერიოზულდე როდესმე? 
- აბა, არ ვიმუშაო? 
- მაგას ვინ გეუბნება, მაგას ვინ გეუბნება, არ იმუშაოო, მაგრამ ახლა ანგელოზების, სერაფიტების, მერცხლების და გაზაფხულების დრო არაა... აგერ ა, გათავდება ომი, გავიმარჯვებთ, მერე გინდა გაზაფხული გააკეთე და გინდა შემოდგომა.




„თოჯინები იცინიან“, ქართული მხატვრული ფილმი
გადაღებულია 1962 წელს. რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი, სცენარის ავტორები გურამ პატარაია, არლი თაყაიშვილი. კომპოზიტორი სულხან ცინცაძე. როლებში სესილია თაყაიშვილი, მარინე თბილელი, იპოლიტე ხვიჩია, მერაბ თავაძე, ეროსი მანჯგალაძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი.


- ჩვენ, ხელოვნების მუშაკებს, ერთი დიდი ამოცანა გვაქვს - მივცეთ სულიერი საზრდო ე.ი. სოლფეჯიო ჩვენს მომავლის მქონე ახალგაზრდობას. ადამიანის აღზრდა აკვნიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოებით. მე თქვენ გეკითხებით - რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი? იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას... ჰოდა, ასეა სიმღერაც. ე.ი. პიანო. ფორტისიმო.


„თოჯინები იცინიან“, ქართული მხატვრული ფილმი
მარინე თბილელი და ეროსი მანჯგალაძე.


- თქვენ ჩემთან?
- არა, მე სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი მინდა. თქვენ როგორ გაჩნდით აქ?
- დირექტორი მე გახლავართ
- როგორ, პატივცემულო შალვა?
- ქალბატონო, თუ მე მელაპარაკებით, ჩემი სახელია სევერიანი...
- როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით, ჩემი რეზიკოს პროფესორი?
- არ მესმის... რა რეზიკო, რის პროფესორი? მე ვარ სევერიან წივწივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი
- როგორ, ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით?
- არა, ბატონო, არა...
- სასწაული!



„სოფლის აშიკი“, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ნიკო ლორთქიფანიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით
გადაღებულია 1976 წელს. რეჟისორი რევაზ ჭარხალაშვილი. სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი. კომპოზიტორი ნუგზარ ვაწაძე. როლებში რამაზ ჩხიკვაძე, გულჩინა დადიანი, ლია გუდაძე და სხვ.


- გახელდი თუ რა გემართება, ჩქარა მაჭამე საჭმელი, არ გეყურება შეენ?
- მიბრძანდი შენს კახპასთან და ის გაჭმევს
- რას ამბობ, ქალო, რას, რას ბოდავ?
- მე კი არ ვბოდავ, სოფელ-ქვეყანაა აყაყანებული
- ვის მწამობ, ბატონო, აღარ იტყვი?
- ვის და იმ მზეთუნახავს, შენმა თავის გახეთქვამ. ვაიი, მეისპო შენი სახელი და გაგისკდეს მიწა. რითი მჯობია ის გაოხრებული პასიკია, რითი?
- ბიჯო, ღმერთი რჯული, არც მემტყუნოს შენთვის და არც მეფიქროს...


„იმერული ესკიზები“, ქართული მხატვრული ფილმი
გადაღებულია 1979 წელს, რეჟისორი და სცენარის ავტორი ნანა მჭედლიძე. ოპერატორი გიორგი ჭელიძე. კომპოზიტორი მერაბ ფარცხალაძე. 


- აბა, ბავშვებო, ვინ მეტყვის, რა სარგებლობას გვაძლევს მამალი?
- მამალი გვაძლევს ხორცს და ბუნდღას.
- კიიდევ? აბა, ბავშვებო ვინ მეტყვის, კიდევ რა სარგებლობას გვაძლევს მამალი? აბა, ბიჭო, მთელი წელი ხმა რომ არ ამოგიღია, გვითხარი, კიდევ რა სარგებლობას გვაძლევს მამალი?
- ჩიინჩლავს.


„პირველი მერცხალი“, ქართული მხატვრული ფილმი
გადაღებულია 1980 წელს. რეჟისორი ნანა მჭედლიძე, სცენარის ავტორები ნანა მჭედლიძე, ლევან ჭელიძე, კომპოზიტორი ჟანსუღ კახიძე, ოპერატორი გიორგი ჭელიძე. მონაწილეობენ დოდო აბაშიძე, ვახტანგ ნადარაია, იპოლიტე ხვიჩია, ბორის პაიჭაძე, დუდუხანა წეროძე, ბაადურ წულაძე და სხვ.


- ახლა ფულის ამბავში ვერა ვარ კარგად.
- ფულზე თამაში არაა საჭირო. ფულზე არც მითამაშია და ვერც ვითამაშებ.
- ჭკუა უნდა ვასწავლოთ მაგათ.
- წადი სავლესთან, შენ არ გეტყვის უარს.
- ჩემს დღეში არ მითხოვნია ფული.
- კოწია მიქაბერიძე თუ გვიშველის.
- იმ ადამიანმა ფორმები გამოგვიგზავნა და ახლა ფული ვთხოვოთ? სირცხვილია.
- რა მოხდა, შე კაცო.
- რომ წავაგოთ, მერე რას ვაპირებთ, რას?
- ვისთან უნდა წავაგოთ, ვისთან? მაგ კაჩაფეხიანებთან?
- წაგებაზე ფიქრიც არ შეიძლება“.


„პირველი მერცხალი“, ქართული მხატვრული ფილმი


- სად მიგაქვს ეს მოხარშული ხორცი, კიდევ მუქთად აჭმევ ამ მაწანწალებს?
- ხომ მერგება, უფროსო, ულუფა. მე არ გეახლებით და იმათ ივახშმონ, არ შეიძლება?
- შამპან ვისთან მიგაქვს? გინდა, გამაკოტრო?
- დიახ, მინდა...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?