როდესაც შენი წინაპარი მიხეილ მესხია...

უცნობი ფოტოები

16 ივლისი 20:00, 2016 წელი

„ბაბუაჩემიდან დაიწყო ჩვენი სახელისა და გვარის ასპარეზზე გამოსვლა“, - ასე შეაფასა უმცროსმა მიხეილ მესხმა ლეგენდარული ბაბუას დამსახურება და არც შემცდარა. მიხეილ მესხი იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი გუნდის მწვრთნელი და ნებისმიერი სტადიონის მაყურებელი ინატრებდა.


1937 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა. თბილისის „დინამოს“ რიგებში პირველი შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა და 15 წელი ამ კლუბის ღირსებას იცავდა. სტადიონებზე, სადაც მესხი თამაშობდა, მაყურებლები ტრიბუნიდან ტრიბუნაზე ინაცვლებდნენ, რათა მარცხენა გარემარბის თამაში და ცნობილი ფინტი ახლოდან ენახათ.
ეშმაკურ ილეთს, რომელიც მსოფლიოში „მესხის ფინტის“ სახელითაა ცნობილი, ასეთი ისტორია აქვს: 1956 წლის 6 ოქტომბერს თბილისის „დინამო“ სოფიაში ადგილობრივ გუნდს ხვდებოდა. მოწინააღმდეგემ ჩვენს ერთ-ერთ მცველს რამდენჯერმე უცნაური ფინტი გაუკეთა – ბურთს ქუსლით ერთ მხარეს უგდებდა, თავად მეორე მხარეს გარბოდა და სანამ მისი მეურვე გონს მოეგებოდა, ბურთს ეწეოდა. მიშამ ეს ილეთი კარგად დაიმახსოვრა, შემდეგ დიდხანს ხვეწდა და მეტოქეების წინააღმდეგ მრავალი წელი იყენებდა. მესხის მეტოქეთა უმრავლესობას ეს ილეთი კარგად ჰქონდა შესწავლილი, თუმცა ქართველ თავდამსხმელთან მაინც მოტყუებული რჩებოდა.
მალე „ფეხბურთის აკადემიკოსად“ და „მტკვრისპირელ გარინჩად“ წოდებული ფეხბურთელის სახელი მსოფლიომ გაიგო -  22 წლის მესხი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს, ერთი წლის შემდეგ კი კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა.

ქართველ ფეხბურთელს ადგილობრივი თუ უცხოური პრესა ხოტბას ასხამდა. ევროპის საუკეთესო კლუბმა, მადრიდის „რეალმა“ საბჭოთა სპორტკომიტეტს ქართველ გარემარბში იმ დროისთვის გაუგონარი თანხა - ნახევარი მილიონი დოლარი შესთავაზა. წამყვანი არგენტინული კლუბები მზად იყვნენ, მესხის შესაძენად 50 მილიონი პესო გადაეხადათ.
29 წლის მესხი კარიერის ზენიტში იყო, როცა ფეხბურთიდან წასვლა აიძულეს და მსოფლიოს ნაკრებიდან გამოგზავნილი მიწვევა მხოლოდ იმიტომ დაუმალეს, რომ ქართველი იყო...

აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 1969-91 წლებში, მესხი საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად მუშაობდა. 
ლეგენდარული ფეხბურთელი1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. 
2000 წელს საქართველოში ჩატარებული გამოკითხვით, მიხეილ მესხს განსაკუთრებული პრიზი - „XX საუკუნის ქართველი ხალხის სიყვარული“ მიენიჭა.

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში თბილისის „დინამოში“ უმცროსი მიხეილ მესხი გამოჩნდა.
სახელოვან მამას, რომელიც ფეხბურთიდან გულნატკენი წამოვიდა, შვილის ფეხბურთელობა კატეგორიულად არ სურდა, თუმცა შვილი მამაზე ჯიუტი აღმოჩნდა. მიხეილ მესხი უმცროსი სხვადასხვა წლებში იყო თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების ფორვარდი. თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებული აქვს 97 მატჩი და გატანილი 18 გოლი. „სპარტაკის“ რიგებში თამაშის პერიოდში, გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
მამასავით ტექნიკურსა და ნიჭიერს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ უმცროსისთვის უფროსის დაპყრობილი მწვერვალები მიუწვდომელი აღმოჩნდა.
წლების შემდეგ, უმცროსმა მესხმა აღიარა - როცა მამა მიშა მესხია, ძალიან ძნელია, ფეხბურთი უკეთ ითამაშოო... უმცროსი მიხეილ მესხი 2003 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბავშვობაში გადაღებულია ფილმებში „დიდედები და შვილიშვილები“ (1969 წ), „გელა“ (1971 წ), „ნერგები“ (1972 წ).  


მიხეილ მესხი (შვილიშვილი) თბილისში 1982 წლის 11 მაისს დაიბადა. 1999 წელს დაამთავრა თბილისის 165-ე საშუალო სკოლა. მამისა და ბაბუისგან განსხვავებით, ფეხბურთის თამაშს მსახიობის პროფესია არჩია. 


 


მიხეილ მესხი ცოლთან ჯენეტა ბოლღაშვილთან და შვილთან მიხეილ მესხთან ერთად




„მაყურებელი მზად იყო, მესხის თამაშის სანახავად ნებისმიერი თანხა გადაეხადა, ამ დროს კი თავად ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლომდე ხელმოკლედ ცხოვრობდა. დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ბავშვთა საფეხბურთო ბაზაზე მწვრთნელობა არჩია, სახლი კი მეგობრებმა აუშენეს სოფელ დიღომში“.




მესხი ზოგჯერ მოედნის განაპირას დიდხანს იდგა და თამაშში არ ერთვებოდა. ზოგიერთებმა მას „ტრიბუნების ჩრდილის მოყვარულიც“ კი შეარქვეს. მესხის უცნაურობანი კარგად ახსნა ბრიტანელმა მწვრთნელმა დენი ბლენჩფლაუერმა: „მეტოქისთვის განსაკუთრებით საშიში სწორედ ასეთი „ზარმაცი“ მოთამაშეა. მესხის სიზარმაცე მოჩვენებითია. სინამდვილეში მას ყოველ წამს შეუძლია, იფეთქოს და მტრისას, ვინც მას გზას გადაუღობავს!“



მიხეილ მესხი

„ერთხელ ბაზაზე შორიდან შევამჩნიე, მიშა რაღაც უცნაურად მოძრაობდა. მივუახლოვდი და დავინახე, რომ პეპლებს დასდევს... ქათმებსაც დასდევდა. ასეთმა დევნამ ამოუცნობი ზიგზაგებით სირბილი ასწავლა, საოცარი ცრუმოძრაობები განუვითარა“. ილია დათუნაშვილი, ფეხბურთელი.



მიხეილ მესხი და გარინჩა

მიხეილ მესხი დიდ ფეხბურთში ჭიდაობიდან მოვიდა. არ იქნებოდა მესხი - ფეხბურთელი, რომ არ ყოფილიყო ჯემალ შენგელია, რომელმაც ჭიდაობის სექციაში ვარჯიშის დროს მიშას ხელი მოსტეხა. რომ არა ეს შემთხვევა, ის ჭიდაობას გაჰყვებოდა და ვერასოდეს ვნახავდით მიხეილ მესხს სტადიონზე.




ფეხბურთიდან გაცილება და მიხეილ მესხის ბოლო მატჩი: თბილისის „დინამო“ მონტევიდეოს „ნაციონალი“

„ურუგვაის გუნდთან ჰქონდათ თამაში. პირველი ტაიმის შემდეგ „დინამოელებმა“­ მიშა მხარზე შეისვეს და ტრიბუნების გასწვრივ ჩაატარეს. ურუგვაელების გუნდის მწვრთნელს, 1962 წლის ჩემპიონს (ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში), ლეგენდარულ აიმორე მორეირას უკითხავს: რა ხდება, ამ კაცს აცილებთო? კიო, უპასუხეს. მსოფლიო ჩემპიონი გაოგნებულა - ამას უშვებთ და დანარჩენებს ტოვებთო? იმ საღამოს სტადიონზე მაყურებლის დიდი ნაწილი ტიროდა... სპორტული ზეიმი პანაშვიდს დაემსგავსა...“





 


უფროსი და უმცროსი მესხები
„ბაბუაჩემიდან დაიწყო ჩვენი სახელისა და გვარის ასპარეზზე გამოსვლა. ყველას მოეხსენება, რომ მიშა მესხი 2000 წელს საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. აქ უფრო დაივიწყეს ბაბუაჩემი, ვიდრე სხვაგან. ბავშვობაში ვიყავი ჩასული მექსიკაში აცტეკას სტადიონზე. შიგნით მუზეუმივით არის გაკეთებული და რომ შევედი, ბაბუაჩემის დიდი სურათი ეკიდა – მონახაზი, რომლითაც ნაჩვენები იყო მისი ლეგენდარული ფინტი. ძალიან გახარებული ვიყავი, რომ ცენტრალურ ამერიკაში ახსოვდათ ბაბუაჩემი“. მიშა მესხი (შვილიშვილი)


 


მიხეილ მესხი უმცროსი, კადრი ფილმიდან „ნერგები“ (1972)
„მამაჩემი უსაზღვროდ განათლებული ტიპები რომ არიან, აკადემიკოსის ხარისხში რომ აიყვანო, ეგეთი განათლებული იყო. თან, ძალიან მაგრად „ღადაობდა“. რეჟიმს კი არ უყვარდა ეგეთი ადამიანები. ნიჭიერი იყო, მაგრამ არ გაუმართლა ცხოვრებაში, ზღუდავდნენ და პატარა ბიჭს ბორბლებში ჯოხს უდებდნენ. ბაბუაჩემიც სულ 29 წლის იყო, ფეხბურთიდან რომ გაუშვეს. ამბობდა, დუბლებში მაინც მათამაშეთო და პასუხობდნენ, – მერე ხალხს რა ვუთხრათო“. მიშა მესხი (შვილიშვილი).


 


ბურთით მიხეილ მესხი უმცროსი




უმცროსი მიხეილ მესხი შეტევის დროს

„როცა მამაშენი მიშა მესხია, ძალიან ძნელია ფეხბურთის უკეთ თამაში“... მიხეილ მესხი (შვილი)


 


მიხეილ მესხი (უმცროსი) და თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი და თავდამსხმელი გრიგოლ ცაავა.
„მამაჩემმა ფეხბურთზე შეგნებულად არ შემიყვანა. 12-13 წლის ვიყავი, როცა ჩემით მივედი ვოვა ელოშვილის სკოლაში. კატეგორიულად არ უნდოდა, მეც იგივე ტკივილი განმეცადა“. მიხეილ მესხი (უმცროსი)




მიხეილ მესხი (უმცროსი)
„უფროსი მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და მე-20 საუკუნის საქართველოს „საოცნებო გუნდის” წევრად დაასახელეს, თუმცა ნაადრევად შეწყვეტილმა კარიერამ, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, იგი მარტოსულად აქცია. ცხოვრებამ მძიმე დაღი დაასვა მის ვაჟს – მიშიკოსაც. ადრე დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერაც და ადრე წავიდა ამქვეყნიდანაც“.


 


მსახიობი მიშა მესხი (შვილიშვილი) 
„მარტო რომ დავრჩი, მამის გარეშე, 20 წლის ვიყავი, იმდენად შემაჩვია თავის მაგალითზე, რომ რაღაცები მოხდებოდა და მეც შემექმნებოდა წინააღმდეგობები გარემოსთან, მეგობრებთან დაკავშირებით, მეტწილად, შეგუებული და მომზადებულიც კი ვიყავი ამისთვის“. მიშა მესხი (შვილიშვილი).


 


მიხეილ მესხი (მამა) და მიხეილ მესხი (შვილი) 


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?