გეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების?

ურთიერთობა

17 დეკემბერი 22:00, 2017 წელი

ახალი ურთიერთობის შიში ძალიან გავრცელებლი მოვლენაა და მას ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა რაც არ უნდა ღრმა და მძიმე იყოს მიზეზი, მის გამო ახალ სიყვარულზე უარის თქმა ნამდვილად არ იქნება გინივრული. უბრალოდ, ამ შიშის დასაძლევად წარსულიში უნდა ჩაიხედოთ და ეს 6 ნაბიჯი გადადგათ...

ნაბიჯი 1: გააანალიზეთ წინა გამოცდილება
გაიხსენეთ, წინა ურთიერთობაში რა გტკენდათ გულს ყველაზე მეტად, რა იყო კონფლიქტების საფუძველი? ამ კითხვებზე პასუხებით სიტუაციას გვერდიდან დაინახავთ და იმასაც მიხვდებით, რეალურად რისი შიში გაქვთ. იმ შემთხვევაში კი, თუ წინა ურთიერთობა თბილი და ნათელი იყო, ჩამოწერეთ ფურცელზე ის მიზეზები, რომლებმაც ხელი შეუშალეს ურთიერთობის განვითარებას. ამით გეცოდინებათ, ახალი რომანის დროს რა არ უნდა გააკეთოთ;

ნაბიჯი 2: გახსოვდეთ, რომ გარანტია არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს
ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ „ამ მამაკაცს მთელი ცხოვრება უსაზღვროდ ეყვარებით, ხელის გულზე გატარებთ, ბევრი შვილი გეყოლებათ და ერთ დღეს გარდაიცვლებით“. რატომ? იმიტომ, რომ სამყარო იცვლება, გარემოებები იცვლება, ჩვენც ვიცვლებით. შეიძლება, 10 წლის შემდეგ თავადაც კი თქვათ: „ოხ, როგორ მომბეზრდი“, გაიქცეთ მისგან სადმე შორს და სხვა მამაკაცთან იპოვოთ სულიერი კომფორტი. ასეა, არა?! მოკლედ, როცა საკუთარი თავის გარანტიაც არ ვაქვს, როგორ შეიძლება, ამას სხვა ადამიანისგან ველოდოთ.  

ნაბიჯი 3: ააგეთ ლოგიკური ჯაჭვი
ადამიანის შიშის მიზეზი ხშირად ის არის, რაც შეიძლება საერთოდ არასდროს მოხდეს ან მოხდეს,თუმცა  შედეგი სულაც არ იყოს ისეთი მძაფრი, როგორი შიშიც გვაქვს. ამიტომ, ჩამოწერეთ, რისი გეშინიათ ახალ ურთიერთობაში და რა გელით, თუ თქვენი შიში გამართლდება.
აი,მაგ: გეშინიათ, რომ გიღალატებთ და გიღალატათ. რა მოხდება? ძალიან გეტკინებათ. შემდეგ რა მოხდება? დაშორდებით. შემდეგ რა მოხდება? მამაკაცების მიმართ ნდობას დაკარგავთ. შემდეგ რა მოხდება? გავა დრო, დამშვიდდებით და ახლ სიმპათიას შეხვდებით. გასაგებია პრინციპი?

ნაბიჯი 4: შეხედეთ სიტუაციას ახალი კუთხიდან
როცა ადამიანს მტკივნეული გამოცდილება აქვს მიღებული და ამის გამო ცხოვრებაში მისთვის ყვლაფერი ნეგატიურია, რა თქმა უნდა, ახალი ურთიერთობიდანაც კარგს არაფერს ელოდება. თუმცა, თუ გსურთ, ბედნიერი იყოთ, ამისთვის აუცილებლად უნდა გამოიმუშაოთ ერთი მნიშვნელოვანი უნარი - დაინახო შესაძლებლობა. ყოველი ახალი ურთიერთობაც სწორედ შესაძლებლობაა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

ნაბიჯი 5: ენდეთ თანდათანობით
ნდობა ნებისმიერ ურთიერთობაშია საჭირო, თუმცა ძალიან რთულია, 100%-ით ენდო ადამიანს და თუ ასეთი ბრმა ნდობა არ გექნებათ, ნუ შეშინდებით. მართლაც, რა საჭიროა 100%-იანი ნდობა და თანაც გაცნობისთანავე? ნდობა ყალიბდება თანდათანობით, ამას თავად მიხვდებით და კომფორტულადაც იგრძნობთ თავს.

ნაბიჯი 6: ნუ დამალავთ, რომ გეშინიათ ახალი ურთიერთობს დაწყების 
გულწრფელად უთხარით თქვენს ახალ სიმპათიას, რომ წინა ურთიერთობის ნეგატიური გამოცდილების გამო ახალი ურთიერთობის დაწყება გიჭირთ და სთხოვეთ, რომ: „რაც არ უნდა იყოს, ერთმანეთს პატივისცემით მოვეპყრათ“. არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკოთ დეტალებზე, თუ რამ გატკინათ გული წინა რომანის დროს. 

მოკლედ, თუ ახალი ურთიერთობის დაწყების შიში გაქვთ და ეს ხელს გიშლით სრულყოფილად ცხოვრებაში, მაშინ ნუ გადადებთ, დღესვე გადადგით „ნაბიჯი 1“, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „ხვალ“ არასდროს დადგება.



 






საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?