„თქვენი შვილი, სამწუხაროდ, გონებრივად ჩამორჩენილია...“ - მასწავლებლის წერილი და დედის პასუხი

ურთიერთობა

3 მარტი 10:00, 2018 წელი

ერთ დღეს ერთი პატარა ბიჭი სკოლიდან სახლში დროზე ადრე დაბრუნდა. ოთახში შესულმა დედას კონვერტი გაუწოდა, რომელშიც მასწავლებლის მიერ გამოტანებული წერილი იდო, თან სთხოვა, ხმამაღლა წაეკითხა, რას სწერდა მასწავლებელი.

დედამ წერილი კონვერტიდან ამოიღო, გაშალა, რამდენიმე წამი თვალცრემლიანი იდგა, შემდეგ კი კითხვა დაიწყო:
„თქვენი შვილი ნამდვილი გენიოსია, ჩვენს სკოლას არ აქვს საკმარისი რესურსები და არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვს სათანადო განათლებას მისცემენ. ამიტომ გირჩევთ, ბიჭს სახლში გააგრძელებინოთ სწავლა“.

ამ დღიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა დედა გარდაცვლილი იყო, უკვე დაკაცებული ის პატარა ბიჭი ოჯახის არქივის თვალიერებისას პატარა კონვერტს წააწყდა. კონვერტი მაშინვე ეცნო, გახსნა და შიგ თავისი ბავშვობისდროინდელი სკოლის მასწავლებლის წერილი აღმოაჩინა, რომელშიც ეწერა:

„თქვენი შვილი, სამწუხაროდ, გონებრივად ჩამორჩენილია, ჩვენ არ შეგვიძლია მას ვასწავლოთ სასკოლო საგნები, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა, ბიჭს სახლში ინდივიდუალურად და შესაძლებლობის მიხედვით მისცეთ განათლება“.



უკვე დაკაცებულ იმ პატარა ბიჭს თვალები ცრემლით აევსო, ყელში ბურთი გაეჩხირა. შემდეგ კი აკანკალებული ხელით კალამი აიღო და თავის დღიურში ჩანაწერი გააკეთა:
„თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი, მაგრამ მას ჰყავდა არაჩვეულებრივი, გმირი დედა, რომლის ძალისხმევით, შთაგონებითა და რწმენით მსოფლიომ შეიძინა დიდი მეცნიერი, მეწარმე, გამომგონებელი და საზოგადო მოღვაწე. დედის გმირობის წყალობით, ეს ბიჭი თავისი საუკუნის დიდ გენიოსად იქცა“.




დედა - ეს არის რწმენა, სიმშვიდის კალაპოტი, ყველაზე ნათელი შუქურა ბნელ ოკეანეში...
დედა - ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველა და ყველაფერი შეცვალოს, მაგრამ მას ვერავინ ვერასდროს შეცვლის.

გილოცავთ დედის დღეს!
გიყვარდეთ და გახსოვდეთ დედები!

საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?