რატომ ასუქებს ქალს უსიყვარულობა?

ურთიერთობა

27 ივნისი 20:00, 2019 წელი

სიმსუქნე, უმეტეს შემთხვევაში, სიგნალია არა ჯანმრთელობის პრობლემებისა, არამედ მოუწესრიგებელი ურთიერთობების ან ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი აკრძალვებისა. საკვები კი სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...

მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ფსიქოლოგიური პრობლემების არსებობის პირობებში ძალიან ცოტა ქალი თუ ახერხებს წონაში დაკლებას და შემდეგ ამ შედეგის შენარჩუნებას.

მაინც რა მიზეზები აჩენს ღამით ჭამის და დიდი ოდენობით ტკბილის, შემწვარისა თუ შებოლილის სურვილს?

მიზეზი 1. სიყვარულის მოთხოვნილების დაბლოკვა

თუკი სიყვარულში არ გიმართლებთ, მაგრამ ჩუმად ხართ, მხოლოდ ბალიშში ქვითინებთ და ვერ ბედავთ თქვენი სიმპათიის ობიექტს თავად გამოუტყდეთ გრძნობებში, უკვე ნათელია, რომ ღამ-ღამობით მაცივრის ხშირი სტუმარი იქნებით. ასეთ გულახდილობაში კი, ძირითადად, ხელს გიშლით მისგან უარყოფის შიში, ძველი წყენები,  ჩვევები და ძველმოდური შეხედულებები ცხოვრებაზე.

 
მიზეზი 2: სურვილის დაბლოკვა, თქვათ ის, თუ რა გჭირდებათ

შეიძლება საკუთარი სურვილები „ჩააჩოჩოთ“ და მხოლოდ მამაკაცის სურვილებით იცხოვროთ - გვიანი ვახშამი საყვარელი კაცისთვის, სექსი მხოლოდ მაშინ, როცა მას სურს.
„ყველაფერი შენთვის მინდა, ჩემიო სიყვარულო. მერე რა, თუკი შენ ჩემს სურვილებს ვერ ამჩნევ“.
ასეთ თავგანწირვას აუცილებლად მოჰყვება ის, რომ: ხშირად ცრემლით სავსე გექნებათ თვალები; „დაივიწყებთ“ საკუთარ თავს - დაბლოკავთ ყურადღების და სიახლოვის მოთხოვნილებას ან გადაეშვებით მეორე უკიდურესობაში - გაუთავებელი კინკლაობები,  კამათი, სკანდალები, რომლებიც ხელს უშლის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს.

 
მიზეზი 3: Sекsуალური დისჰარმონია

ზედმეტი წონის ერთ-ერთ მიზეზად თამამად შეიძლება განვიხილოთ... Sекsу.
ტუკი Sекsу თქვენთვის მხოლოდ ვალდებულებაა, აუცილებლად დაიწყებთ გასუქებას - წელიწადში 3-4 კილოგრამით მაინც და ნელ-ნელა გადაიქცევით იმ ქალად, რომელიც პარტნიორისთვის აღარ არის საინტერესო.
თუკი პირიქითაა საქმე  - Sекsу-ს მოთხოვნილება გაქვთ, მაგრამ სურვილი დაუკმაყოფილებელია, ესეც წონის მატების მიზეზად იქცევა.
აგზნებული მამაკაცი აუცილებლად თვითდაკმაყოფილებით დაკავდება, აგზნებული ქალი კი, უმეტეს შემთხვევაში, მაცივართან მიდის რაღაც გემრიელის შეჭმის სურვილით.

 

რა უნდა გავაკეთოთ?

1. პირველ რიგში, საკუთარ სურვილები კარგად გაიაზრეთ, საკუთარ თავს გამოუტყდით, ამ სურვილების ლეგალიზება მოახდინეთ. ეს გაციოლებით რთულია, ვიდრე შოკოლადის შეჭმა, მაგრამ წელის შემოწერილობას ნამდვილად არ გაგიზრდით;

2. ისწავლეთ არა მარტო საკუთარი სურვილების, არამედ შეგრძნებების მოსმენაც. ნუ იქნებით ჩუმად, ილაპარაკეთ პარტნიორთან საკუთარ გრძნობებზე, მათ შორის - ინტიმურზეც;

3. გახსოვდეთ, რომ თქვენი აზრების წაკითხვა შეუძლებელია. ურთიერთობაში სიჩუმე კი წყენას და ბრაზს აჩენს;

4. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას Sекsу-თან - იგი ვალდებულებიდან სიამოვნებად უნდა გადაიქცეს.

 

აკრძალვები და ზედმეტი წონა

თუკი ცხოვრებაში ბევრი აკრძალვები გვაქვს, საკვები ხდება ერთადერთი საშუალება, რომელიც გვავიწყებს დისციპლინაზე, თავის კონტროლსა და მოვალეობებზე ფიქრს. მართლაც, ჭამა ხომ ყველაზე ადვილი პროცესია ცხოვრებაში. თანაც - უკონტროლო და უსაზღვრო ჭამა, რომელიც რაღაცით ბავშვობას გაგონებთ და კაპრიზულად, ჭამთ იმდენს, რამდებიც გინდათ.


ახლა კი სამი სასარგებლო ვარჯიში:

„სიამოვნებების სია“

მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ, კვების გარდა, კიდევ რა განიჭებთ დიდ სიამოვნებას. შემდეგ ეს ცონდა რეალობად აქციეთ. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ, მაგალითად, მასაჟი, არომათერაპია, კონტრასტული შხაპი ან, სულაც, მუცლის ცეკვა.

„მე ამას 7 წუთის შემდეგ შევჭამ“

როგორც კი მაცივრისკენ გაგიწევთ გული, საკუთარ თავს უთხარით: „მე ამას 7 წუთის შემდეგ შევჭამ“. და ეგრევე მოიფიქრეთ, რის გაკეთებას მოასწრებთ ამ 7 წუთში. ჭამის სურვილი შეიძლება გაგიქრეთ კიდეც.

 
„ვანადგურებთ სტარტის მექანიზმს!“

დაფიქრდით, რა მოვლენები ხდება ხოლმე საკვებზე თქვენი ავადმყოფური მოთხოვნილების სტარტი და შემდეგ კულმინაცია: მენსტრუაცია, უძილობა, წყენა...
სცადეთ და პარტნიორისთვის დაწერეთ წერილი, სადაც თქვენს სათქმელს გულახდილად გადმოსცემთ. ნუ იჩქარებთ ან ნაწერის დახევას. ამის ნაცვლად საკუთარი თავი თქვენი პარტნიორის ადგილას წარმოიდგინეთ და მოძებნეთ არგუმენტები წერილში გამოთქმულ პრეტენზიებზე. აი, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, ეს სია დახიოთ.

 

დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?