თამთა გოდუაძე: მებრძოლი ხასიათის ვარ და მნიშვნელობა არ აქვს, ერთი კონკურსანტით გავაგრძელებ ბრძოლას, ორით თუ არცერთით

23 ივნისი 14:00, 2015 წელი

მეგაპროექტ „X ფაქტორის“ მეხუთე ლაივ კონცერტი საქველმოქმედო იყო - ზარებიდან შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის გადაირიცხა.

 

გუშინდელი კონცერტის დროს სულ 30 526 ზარი შემოვიდა. დიდ საკონცერტი დარბაზში მიწვეულები იყვნენ ის მოხალისეებიც, რომლებმაც 13 ივნისის სტიქიის დროს ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს.
წუხანდელი კონკურსი კი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.
აუტსაიდერებში ბიჭების კატეგორიიდან დიმა კობეშავიძე და ბენდების კატეგორიიდან ჯგუფი „პულსი“  მოხვდნენ.
მათ შორის არჩევანის გაკეთებისას მენტორების ხმები შუაზე გაიყო - დიმამ საკუთარი მენტორის გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძის ხმები მიიღო, „პულსმა“ კი - ასევე თავისი მენტორის თამთა გოდუაძის და ანრი ჯოხაძის. ჟიურის არც ერთმა წევრმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ახლა უკვე კონკურსანტების ბედი შემოსულ ზარებს უნდა გადაეწყვიტა.
ზარების 6,69 მეასედი პროცენტი მიიღო და შესაბამისად შემდეგ ტურში გადავიდა დიმა კობეშავიძე - გიორგი გაბუნიას ბიჭების კატეგორიიდან;
ხმათა 4,9 მეათედი პროცენტი მიიღო და შესაბამისად პროექტს გამოეთიშა ჯგუფი „პულსი“  - თამთა გოდუაძის ჯგუფების კატეგორიიდან.
თამთა კონკურსში ბრძოლას მხოლოდ ერთი კონკურსანტით - ძმებ გულაშვილებთან ერთად გააგრძელებს. 

თამთა გოდუაძე:
მებრძოლი ხასიათის ვარ და მნიშვნელობა არ აქვს, ერთი კონკურსანტით გავაგრძელებ ბრძოლას, ორით თუ არცერთით. ვფიქრობ, წარმატებისთვის ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში მისაღებია. ძალიან დამწყდა გული ამ ბიჭების წასვლაზე. მიმაჩნდა, რომ მათ სულ სხვა მუხტი შემოჰქონდათ და ძალიან უხდებოდნენ პროექტს. დამრჩა ძმები გულაშვილები და სამივე ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის!
ძმები გულაშვილები: მთელი ამ დროის მანძილზე ყველა ძალიან დავახლოვდით და უკვე მეგობრები ვართ. ახლა ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა, ვიდრე სხვებს, რადგან თამთას მარტო ჩვენ დავრჩით და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მენტორს და მაყურებელსაც იმედები არ გავუცრუოთ.
ჩვენ მზად ვართ, ბრძოლა გავაგრძელოთ.
პულსი“, ირაკლი ნონიაშვილი: ამ კონკურსში დიმა ჩვენთვის ყოველთვის ფავორიტი იყო, როგორც ერთ-ერთი მაგარი შემსრულებელი და ფიგურა. ვფიქრობთ, რომ ჩვენზე უკეთ იმღერა. ყველაფერი ამ კონკურით არ მთავრდება, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მოღვაწეობას.
გიორგი გაბუნია: უკვე მეორედ ვარ ამ სიტუაციაში. წინა ჯერზე რეზიმ დატოვა პროექტი და დღესაც იგივე რომ განმეორებულიყო, ალბათ გავგიჟდებოდი.
დიმა კობეშავიძე: არ ვიცოდი, ჩემს აუტსაიდერში ყოფნას როგორი ბოლო ექნებოდა, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ კონკურსს ვაგრძელებ.
სოფო ნიჟარაძე: დღეს ძალიან დაძაბული კონცერტი იყო. ცუდი მომენტია, როდესაც შენი კონკურსანტი დგას აუტსაიდერში, მაგრამ კიდევ უფრო ცუდია, როდესაც სხვის კატეგორიას ეხები და უნდა გადაწყვიტო, ვის მისცემ შემდეგ ტურებში ბრძოლის შანსს. დღეს ინტუიციას დავეყრდენი და ჩემი ხმა დიმას მივეცი. ვფიქრობ, მან თავისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა. რაც შეეხება პულსს, წინა კონკურსზე მხარი მათ დავუჭირე. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ კონკურსზე სხვა ლიდერი გვეყოლება და ისე არ გამოვა, რომ „თასს“ პირდაპირ გიორგი ნაკაშიძეს გადავცემთ.
ანრი ჯოხაძე: ორი აზრი არ არსებობს, რომ დიმა ფანტასტიკური ვოკალისტია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. არ შემეძლო, მხარი არ დამეჭირა ”პულსისთვის” - ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ბენდი იყო, რომელიც ჯგუფების კატეგორიიდან დარჩა. რაც შეეხება გიორგი ნაკაშიძეს, მე მხოლოდ და მხოლოდ პროფესიულ რჩევებს ვაძლევ მას, რადგან მინდა, პროფესიონალად ჩამოყალიბდეს და თავისი განსხვავებული სტილი მაქსიმალურად გამოიყენოს.



გიორგი ნაკაშიძე კი კვლავ არ თმობს ლიდერობას - იგი მეხუთე ლაივკონცერტზეც SMS ლიდერი გახდა.
გუშინდელი კონცერტი სრული ანშლაგით დაასრულა გიორგი ფრუიძემ ანრი ჯოხაძის კატეგორიიდან. მის მიერ შესრულებულმა  Michael Jackson-ის ჰიტმა მთელი დარბაზი აამღერა. 


ფაქტორის კულისების ამბებს კი FUNTIME-ის ფოტოსლაიდში გთავაზობთ.


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?