28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

27 იანვარი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ ყველაფერი, რის გაკეთებასაც დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ დაწყებას ვერ ბედავდით, შესანიშნავად გამოგივათ. ეს თქვენს ჯანმრთელობასაც ეხება, თუმცა ექიმთან კონსულტაცია არ დაივიწყოთ.
კარიერა: მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ახალი სამსახურის ძებნა დაიწყოთ. თვალი გადაავლეთ ვაკანსიების გაზეთსა და საიტებს. ჰკითხეთ ახლობლებსა და მეგობრებს. შესაძლოა, ისინი დაგეხმარონ ისეთი სამსახურის პოვნაში, როგორზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. თქვენი წარმატება სადღაც ახლოსაა, მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ძალიან გინდათ, ახლობლებსა და მეგობრებს დაუმტკიცოთ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი რომანი სამაგალითოა, ხოლო თქვენი რჩეული - იდეალური და თქვენი ბედნიერების ყველას უნდა შურდეს. სცადეთ, იქნებ გამოგივიდეთ.


 


კურო
ჯანმრთელობა:
კუროებო, ყურადღება მიაქციეთ სახისა და ხელების კანს. ასეთ ამინდში კანი განსაკუთრებულ ზრუნვას მოითხოვს. თბილი აბაზანები, მკვებავი მალამო და მსუბუქი მასაჟი ნამდვილად არ გაწყენდათ.
კარიერა: რთული არჩევანის წინაშე ხართ, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას პროფესიული საქმიანობის ან სამსახურის მიმართ. შესაძლოა, უკვე ხვალიდან ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით შეიცვალოს, თუმცა თქვენთვის ამის შესახებ ჯერჯერობით არავის უცნობებია.
 სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ საათი თვალისგან შორს დამალოთ და მისი არსებობის შესახებ დაივიწყოთ, რადგან საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას ხელს უშლის.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ კუჭის მდგომარეობას. ერიდეთ ცხარე და მლაშე კერძებს და გაზიან სასმელებს. იქნებ, სპეციალური დიეტის დაწყებაზეც გეფიქრათ?
კარიერა: ხვალ თქვენი ორატორული და ადამიანების დარწმუნების ნიჭით ყველა რეკორდს მოხსნით. უადვილესად შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანთან, ნებისმიერ თემაზე შეთანხმებას მიაღწიოთ. ასე გააგრძელეთ!
სიყვარული: ძალიან გინდათ, რომ თქვენი პრობლემების შესახებ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს უამბოთ. მსმენელის პოვნა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ თქვენი ყველაზე დაფარული, შინაგანი განცდების შესახებ საუბარი არ გაშინებთ?




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
თქვენი ენერგიულობა და ოპტიმიზმი სასიკეთოდ აისახება ჯანმრთელობაზე. როგორც კი ძალების ნაკლებობას იგრძნობთ, მაშინვე დასაძინებლად დაწექით.
კარიერა: როგორც ჩანს, ხვალ საქმიანი მგზავრობა გელით. გირჩევთ, არ დაიზაროთ და გზას გაუდგეთ, რადგან ოფისში დარჩენით ბევრ შესაძლებლობას დაკარგავთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი ქცევის მოტივები ვერ აუხსნია, თუმცა ამაში გარკვევას არც ცდილობს. უბრალოდ, საკუთარი თავისთვის დასკვნები გამოაქვს, რომლებიც უახლოეს მომავალში თქვენზე აისახება. თუ გაგიმართლათ, შეიძლება, არც აისახოს.




ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ადამიანების დარწმუნების უნარი ძალიან გამოგადგებათ და ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახება. როგორ, ამას დრო გაჩვენებთ.
კარიერა: სამსახურიდან ერთი საათითაც ვერ ახერხებთ მოწყვეტას. იქნებ, პრიორიტეტები დაისახოთ და ცოტა ხნით მოიცალოთ? ნათესავებს, მეგობრებსა და ახლობლებს თქვენი ყურადღება ძალიან მოაკლდათ. 
სიყვარული: სიტყვები და გამოთქმები ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენმა რჩეულმა მცდარი დასკვნები გამოიტანოს და დიდი ხნით ან სამუდამოდაც გაგინაწყენდეთ. გირჩევთ, ცოტა ხნით პარანოიკი გახდეთ. 



ქალწული
ჯანმრთელობა:
მშვენიერი დღეა სამკურნალო თერაპიის დასაწყებად, თუ ექიმმა ასეთი რამ გირჩიათ. ახალი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისგან კი თავის შეკავება სჯობს, რადგან დიდია ალერგიის საფრთხე.
კარიერა: თუნდაც რაღაც სამსახურებრივი საქმის ბოლომდე მიყვანა მოგიწიოთ, ეცადეთ, ეს არასამუშაო ატმოსფეროში გააკეთოთ. შესაძლოა, გამოგივიდეთ კიდეც.
სიყვარული: ნუ ცდილობთ საყვარელი ადამიანისთვის რაღაცის სწავლებას, რადგან მაინც არაფერი გამოგივათ. სამაგიეროდ, შეიძლება ასეთი საქმიანობის სურვილი დიდი ხნით ან სამუდამოდ დაუკარგოთ. უკეთესი იქნება, თუ წაახალისებთ. ამით მეტ სარგებელს ნახავთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ყურადღებით იყავით კოსმეტიკური საშუალებების შეძენის დროს: შესაძლოა, გაყალბებული პროდუქცია „შემოგაპარონ“ და თქვენს კანს სერიოზული ზიანი მიადგეს. შეეცადეთ, კოსმეტიკური საშუალებები ნორმალურ მაღაზიაში შეიძინოთ და ნუ მიმართავთ ექსპერიმენტებს უცნობ მარკებთან დაკავშირებით.
კარიერა: რაც არ უნდა გაგანადგუროთ კონფლიქტებმა და კამათმა, ხვალ კოლეგებთან დებატებში ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელი იქნებით. აქ კი ნამდვილად დაგჭირდებათ თქვენი დიპლომატიური ნიჭი. ამგვარი ხერხით ყველაფრის მოგვარებას შეძლებთ და გარშემო ყველა კმაყოფილი დარჩება, მათ შორის თქვენც.
სიყვარული: ხვალ სამყაროდან გაქცევისა და ადამიანებისგან დამალვის სურვილი გაგიჩნდებათ. ყველანაირად შეეცდებით, რაც შეიძლება მალე დაგივიწყონ. ეს ყველაფერი არასაკმარისი სიყვარულის ბრალია, რასაც საყვარელი ადამიანისგან გრძნობთ. ერთი თბილი სიტყვა და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ მორიელებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალისტებს გამოკვლევის ჩასატარებლად, რომელიც, თქვენი შეხედულებით, დიდად არ გჭირდებათ, თუმცა, რაღაც ფორმალობისთვის მოგეთხოვებათ. ნუ იტყვით უარს გამოკვლევაზე, ეს დიდ დროს არ წაგართმევთ.
კარიერა: სხვების დახმარების წყალობით თქვენი მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ მადლობის გადახდა! ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს წვრილმანების ყიდვაში იმ მიზეზით, რომ ეს მაინც სისულელეა. წვრილმანების რაოდენობა შესაძლოა, იმდენად დაგროვდეს, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალევე გაუარესდეს.
სიყვარული: ხვალ რატომღაც საყვარელ ადამიანს თქვენი მეგობრების მეორე ნახევრებს შეადარებთ. სრულიად შესაძლებელია, შედეგმა გული დაგწყვიტოთ და სერიოზულად დაფიქრდეთ გაკეთებული არჩევანის სისწორეზე. თუკი გადაწყვეტთ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, შეეცადეთ, მყარად ჩამოაყალიბოთ მიზეზი. იქნებ არ გჭირდებათ პარტნიორის შეცვლა და ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებების შეტანაც კი საკმარისი აღმოჩნდეს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, ჭამამდე  მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი დალიოთ. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ ბევრი საკვების მიღებას და წონის კლებაშიც შეგიწყობთ ხელს.
კარიერა: ნუ შეგეშინდებათ სირთულეების და ნუ იფიქრებთ, შეძლებთ თუ არა მათ დაძლევას. თვალებს ეშინიათ - ხოლო ხელები და სხეულის სხვა ნაწილები, რომლებიც აუცილებელია მოცემული დავალების შესასრულებლად - ასრულებენ. შეეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და თამამად შეუდგეთ საქმეს.
სიყვარული: ხვალინდელ დღეს მუსიკა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა სულიერი ერთობა იგრძნოთ. მთავარია, მუსიკა სწორად შეარჩიოთ, განწყობისა და სურვილის მიხედვით. ამგვარ ძლიერ „იარაღს“ აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენს ჰორმონალურ სისტემას. კონსულტაციისთვის გამოცდილ ექიმს მიმართეთ, რათა კომპლექსური გამოკვლევა ჩაიტაროთ და დაავადების წარმოქმნის რისკები შეამციროთ.
კარიერა: ხვალ არ ღირს სახლში ტელევიზორთან განმარტოება. ეს არაფერში გამოგადგებათ. ქუჩაში შემთხვევითმა ნაცნობობამ შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს და პერსპექტიული კარიერა უზრუნველყოს. ასე რომ, მოიწესრიგეთ თავი და წადით იღბალის „დასაჭერად“.
სიყვარული: თქვენგან  სერიოზულ მსხვერპლშეწირვას მოითხოვენ. შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად იყოთ და გადაწყვიტოთ კიდეც მისი შესრულება, მაგრამ შეჩერდით. დარწმუნებული ხართ, რომ ცეცხლთან თამაში ღირს?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: თუკი ბოლო დროს ცხელი სასმელების მიღებაზე უარს არ ამბობდით და თან ხშირად არ იხსენებდით დაბალანსებული კვების შესახებ, ამ დღეს აუცილებლად უნდა დაუთმოთ ყურადღება თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
კარიერა: შესანიშნავი დღეა ინოვაციებისთვის. არ არის აუცილებელი, სიახლე თავად გამოიგონოთ, შესაძლოა, ლიტერატურასა და მცოდნე ადამიანებს მიმართოთ. იმოქმედეთ გადაწყვეტილად. ხვალ გაცილებით ნაკლები დაბრკოლება გელოდებათ, ვიდრე მომავალში.
სიყვარული: თქვენ და თქვენი ურთიერთობები ძალიან შეიცვალეთ იმ დროში, რაც ისინი არსებობს. ხვალ ყველაზე შესაფერისი დღეა გადაწყვეტილების მისაღებად: ცვლილებებმა ურთიერთობა გააუარესა თუ, პირიქით, გააუმჯობესა? თუკი ურთიერთობები გაგიუარესდათ, მაშინ რატომ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოასწოროთ?


 


თევზები
ჯანმრთელობა: თუკი გრძნობთ, რომ ვარჯიშის შედეგად თავს ცუდად გრძნობთ, დაფიქრდით, სწორად შეარჩიეთ თუ არა კომპლექსური ვარჯიშები. იქნებ ამ ყველაფერს ინსტრუქტორთან ერთად გადახედოთ?
კარიერა: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ დასვენების დღეები უკვე დაიწყო და მუშაობა აღარ არის საჭირო. თქვენი ტვინი საოცარი სისწრაფით განაგრძობს გენიალური იდეების მოფიქრებას თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. იქნებ, ჩაიწეროთ ისინი, უბრალოდ, რომ არ დაგავიწყდეთ?
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც გაღელვებთ. უმჯობესია, მიიღოთ მართალი, მაგრამ თქვენთვის სამწუხარო პასუხები, რათა სიტუაციაში ორიენტირება შეძლოთ, ვიდრე იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც რეალურად ასე არ არის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?