5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ამ დღეს ვერძების ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის, ამიტომ ეცადეთ, კვების მენიუ ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით გაამდიდროთ, როგორიცაა კალცი, თუთია და ფტორი.
კარიერა: ეცადეთ, სიმშვიდე და წონასწორობა შეინარჩუნოთ. ამჟამად თქვენ ქაოსისა და სიგიჟის ოკეანეში ჯანსაღი აზრის ერთადერთი კუნძული ხართ. რამდენადაც შესაძლებელია, დაამშვიდეთ კოლეგები და გიხაროდეთ, რომ საერთო განწყობამ თქვენზე ვერ იმოქმედა.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს თქვენი ინტერესებისა და მისწრაფებების ვერაფერი გაუგია. ამ რთულ კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ ეცდებით, უბრალოდ, გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის, ყოველგვარი განმარტებების გარეშე.




კურო
ჯანმრთელობა:
ამ დღეს განსაკუთრებით ერიდეთ სტრესებსა და გადაღლას, როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ასპექტში.
კარიერა: სრული აპათია დაგეუფლათ და მუშაობის არავითარი სურვილი არ გაქვთ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ვერც მაღვიძარას ხმა გაიგოთ. ფრთხილად იყავით და ეცადეთ, ასეთი ქცევით საკუთარი კარიერა არ დააზარალოთ.
სიყვარული: პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სანუკვარი სურვილების ასრულების დღეა, თუმცა რაღაც ასპექტებში იმედგაცრუებაც გელით. ამისთვის მზად უნდა იყოთ და ყოველი შემთხვევისთვის სათადარიგო ვარიანტზე იფიქროთ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, მტვერზე და სხვა, ჩვეულებრივ ალერგენებზე ალერგიული რეაქცია გქონდეთ. ეცადეთ, სახლში საფუძვლიანი წმენდა ჩაატაროთ და თვალყური ადევნეთ სწორად კვებას.
კარიერა: ხვალ ორი ახალი ამბავი გელით: ერთი ცუდია, მეორე კარგი და სწორედ ამ თანმიმდევრობით შეიტყობთ. ეცადეთ, წარუმატებლობაზე ყურადღება არ გაამახვილოთ და ახლობელ ადამიანს მორალური მხარდაჭერა თხოვეთ. დანარჩენ ნაცნობებს კი მხოლოდ წარმატების შესახებ უამბეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელი ადამიანისგან მოულოდნელი და შესაძლოა, სრულიად უსარგებლო საჩუქარი გელით.  ყველაფრის მიუხედავად, მადლობა გადაუხადეთ, თორემ სამომავლოდ, საჩუქრებისა და სიურპრიზების კეთების სურვილი დიდი ხნით ან სამუდამოდ გაუქრება.     


    

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, ალტერნატიული მკურნალობის საშუალებებმა კარგი შედეგი მოქცეთ, თუმცა მათი გამოყენება ძალიან ფრთხილად, მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ უნდა დაიწყოთ.
კარიერა: ხვალ მუშაობას მხოლოდ შუაღამის შემდეგ დაიწყებთ, რომ დასვენების დღისთვის უჩვეულო და საეჭვო საქმიანობის დროს არავინ დაგინახოთ. გაითვალისწინეთ, რომ მზვერავობანას თამაში წარმოსახვის უნარის განვითარებას ეხმარება და სისხლში ადრენალინის მომატებას უწყობს ხელს.
სიყვარული: ხვალ თქვენს რჩეულს საუბარს ჩუმად ყოფნა ურჩევნია. ნუ შეშინდებით, უბრალოდ, ასეთ ხასიათზეა. ადრინდელივით უყვარხართ და მისი შეხედულებები არ შეცვლილა. უბრალოდ, ხვალ გრძნობების გამოხატვას უსიტყვოდ ამჯობინებს.




ლომი
ჯანმრთელობა:
დროგამოშვებით, სამედიცინო ლიტერატურით დაინტერესებაში ცუდი არაფერია, თუმცა, ეს დღე ასეთი საქმიანობისთვის კატეგორიულად შეუფერებელია. მეტისმეტად ემოციური ხართ.
კარიერა: ხვალ პრინციპულობა ძალიან წაგადგებათ. პასიურობასა და ლოდინს, ინიციატივის საკუთარ ხელში აღება სჯობს. თუნდაც ეს თქვენი ცხოვრების სტილი არ იყოს, დროებით მისი შეცვლა მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს განუწყვეტლივ ეკამათებით, რასაც შესაძლოა, ისეთი არასასიამოვნო შედეგები მოჰყვეს, როგორიც გატეხილი ფინჯანი, ჩატეხილი მინა ან დაზიანებული ხმის იოგებია. ეცადეთ, პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზებით სცადოთ, რადგან ცუდი მშვიდობა კარგ ომზე უკეთესია.




ქალწული
ჯანმრთელობა:
სახის მწუხარე გამომეტყველება არც თქვენ და არც თქვენს ორგანიზმს არ დაეხმარება. ამიტომ ყველა ცხოვრებისეული სირთულის მიუხედავად, გაიღიმეთ. ეს ხომ ძალიან გიხდებათ?
კარიერა: 
ხვალ დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც „გულზე არ გეხატებიან“.  ამაში არაფერი ტრაგიკული არაა. უბრალოდ, ეცადეთ, თავაზიანად გაუღიმოთ და პერიოდულად თავი დაუქნიოთ, ამ დროს კი იმაზე იფიქრეთ, როგორ მოახდინოთ სამუშაო დროისა და ძალების განაწილება.
სიყვარული: ეცადეთ, ხვალ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები შემოიკრიბოთ. საყვარელი ადამიანი, მშობლები და ნათესავები და ა.შ. ასიამოვნეთ საკუთარ თავს იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ნამდვილად გიყვართ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიას ჯანსაღი რვასაათიანი ძილი და ახლად გამოწურული ხილის წვენები მოგანიჭებთ. თუმცა, მათი გადამეტება არ ღირს და ეს ძილსაც ეხება.
კარიერა: ხვალ თქვენი დაუოკებელი აქტივობა თქვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. გარდა ამისა, ახლოვდება დასვენების დღეები და ამიტომ, წინასწარ დაგეგმეთ, როგორ გაატარებთ ამ დღეებს ნათესავებთან ერთად, სწორედ ეს ადამიანები აღმოგიჩენენ მხარდაჭერას და დაგეხმარებიან წინსვლაში.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანთან ერთად ჩვეულებრივი ურთიერთობის სურვილი არ გექნებათ. ის კი, პირიქით, მხოლოდ თქვენთან ურთიერთობაზე იოცნებებს. მოგიწევთ, იპოვოთ ოქროს შუალედი, რათა კამათი და გაუგებრობა აირიდოთ თავიდან. ვარსკვლავები დარწმუნებულები არიან, რომ მას საბოლოოდ იპოვით.


 


მორიელი                                        
ჯანმრთელობა: ხვალ გაითვალისწინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, ნუ დააიგნორებთ მათ იდეებს ისე, რომ ყველაფერი დაწვრილებით არ შეამოწმოთ. გამორიცხული არ არის, რომ მათ სიტყვებში სიმართლის მარცვალი იყოს.
კარიერა: ბოლო დროს ამოსუნთქვის საშუალებაც არ გაქვთ? ნუ მოეშვებით! თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის, თქვენი წვლილი საერთო საქმიანობაში აუცილებლად დაფასდება. საღამოსკენ კი კმაყოფილების სურვილი დაგეუფლებათ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის არ არის სულ ერთი, რას ფიქრობთ ან რას გრძნობთ, ამიტომ ის დაუსრულებლად დაგისვამთ შეკითხვებს. თუკი არ გსურთ, მას გულწრფელად უპასუხოთ, მოგიწევთ, საკმაოდ დამაჯერებელი ვერსია მოიფიქროთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შესაძლოა, ამინდმა მოგატყუოთ ან საკმაოდ უსიამოვნოდ გაგეხუმროთ. იმისთვის, რომ მსგავს „გათამაშებას“ თავი აირიდოთ, შეეცადეთ, თვალი ადევნოთ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს.
კარიერა: ხვალ დილით საკმაოდ მოდუნებული იქნებით, ამიტომ თქვენთვის რეკომენდებულია, აქტიურობას საღამოსკენ მოუმატოთ. თუკი დღის მეორე ნახევარში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, შეგიძლიათ, ის სპორტულ დარბაზში დახარჯოთ.
სიყვარული: არცთუ ისე ადვილია, იყოთ საყვარელი ადამიანი, როგორც ამას ადრე ფიქრობდით. თუმცა, ამ „ტვირთის“ ტარება საკმაოდ დიდხანს მოგიწევთ. ხვალ ის განსაკუთრებით მძიმე მოგეჩვენებათ, მაგრამ უკვე ზეგ სიტუაცია ოდნავ დალაგდება. იქნებ ცოტა მოითმინოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
თხის რქებს ნამდვილად არ აწყენთ სპორტული ვარჯიშების შესრულება, ოღონდ არა ძალდატანებით, არამედ სიამოვნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ორგანიზმი სპორტულ „ღონისძიებას“ არასწორად აღიქვამს და კატეგორიულად შეგეწინააღმდეგებათ.
კარიერა: ხვალ აუცილებლად უნდა მოდუნდეთ ისე, როგორც ეს გეხერხებათ. გადადეთ გვერდზე ყველა საქმე, მიეცით საკუთარ თავს იმის უფლება, რაც კვირის განმავლობაში საკუთარი შრომით დაიმსახურეთ. უსაქმურობისთვის სინდისი ნუ შეგაწუხებთ, ხანდახან ესეც აუცილებელია!
სიყვარული: ხვალ გაიგებთ ან გაიხსენებთ, რას ნიშნავს ერთ ნახვით შეყვარება. ერთი ნახვით შეიყვაროთ დიდი ხნის შეყვარებული? არანაირი პრობლემა არ არის! ადამიანი, რომელსაც შემთხვევით მეტროში შეხვდით? მით უმეტეს! ნებისმიერ შემთხვევაში, გრძნობა საკმაოდ ნათელი და ძლიერი იქნება. თუმცა, სამწუხაროდ, მუდმივი - ვერა.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მიიღოთ ბროწეულის წვენი - ის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ნებისმიერ წესში არსებობს გამონაკლისი, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი გადაჭარბებულად მიღება არ ღირს.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს კარიერაში ფულადი ინვესტირება მოახდინოთ. შესაძლოა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ ან რაიმე სახელმძღვანელო იყიდოთ, რომლის დახმარებითაც უახლოეს მომავალში ახალ პროფესიულ სიმაღლეებს მიაღწევთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს ძალიან დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა. ის დიდხანს მოგიყვებათ საკუთარ პრობლემებზე ან უბრალოდ შეეცდება, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს თქვენთან. იყავით გახსნილი და მეგობრული, შეეცადეთ, გადაეწყოთ მის ტალღაზე.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ თქვენი თავის კანს. იქნებ შეიძინოთ სპეციალური შამპუნი, რომელიც თავის კანს უფრო დაარბილებს და დაატენიანებს.
კარიერა: ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ, ენდოთ ბედს და დაიჯეროთ, რომ სამუშაო თქვენს გარეშე საუკეთესოდ შესრულდება. სამწუხაროდ, თავისთავად არაფერი გამოდის, ამიტომ მოგიწევთ რაღაცნაირად პროცესის სტიმულირება და მისი ხელშეწყობა.
სიყვარული: ხვალ საკმაოდ მოიწყენთ, რადგან ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ ამა თუ იმ ეტაპზე. იქნებ, არ ღირს წინასწარ დაგეგმვა და შემთხვევითობის იმედზე ყოფნა? საყვარელი ადამიანის ჯანსაღი აზრის გათვალისწინება, წესით, უნდა დაგეხმაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?