12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: შესაძლოა, დილიდან თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ საჭირო მედიკამენტს წინასწარ მოიმარაგებთ.
კარიერა: სავარაუდოდ, დღეს თქვენი ძველი შეცდომის შედეგები იჩენს თავს. ეცადეთ, ეს ამბავი სხვებისთვის შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ, თუ მაინც გაიგეს, შეცდომა გულახდილად აღიარეთ, რადგან ახლა ბევრად გამოცდილი და მსგავსი გადაცდომებისგან დაზღვეული ხართ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს უჭირს, დაგარწმუნოთ, რომ ცუდად იქცევით და მსგავს სიტუაციებში მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალოთ. თუმცა, უფრო დამაჯერებელი თუ იქნება, ადრე თუ გვიან, მოახერხებს.



კურო
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ, რადგან თქვენი სულიერი მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოდ აისახება ფიზიკურზე, რამაც შესაძლოა, არასახარბიელო შედეგები გამოიწვიოს.
კარიერა: თუ დაწყებული საქმე ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც იმედოვნებდით, დამნაშავეების ძიებას ნუ დაიწყებთ. ეს მხოლოდ თქვენ გევალებოდათ, ამიტომ სჯობს, დანაშაული აღიაროთ და მდგომარეობის გამოსწორება სცადოთ. ამაზე სხვებთან საუბარს არ გირჩევთ. უბრალოდ, საქმეს შეუდექით.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს ყოველ სიტყვასა თუ მოქმედებაზე აღფრთოვანებას გამოხატავს, რაც ერთდროულად გახარებთ და გაღიზიანებთ კიდეც. თავად განსაზღვრეთ, თქვენში რომელი გრძნობა ჭარბობს და დასკვნები ამის მიხედვით გამოიტანეთ.


ტყუპები
ჯანმრთელობა:
ეს დღე შეძლებისდაგვარად ოჯახურ წრეში გაატარეთ. ეს თქვენს ფსიქიკაზე სახარბიელოდ აისახება და თავს მორალურად და ფიზიკურად უკეთ იგრძნობთ.
კარიერა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის შესაფერისი დღეა. სანამ თქვენი კონკურენტები ისვენებენ, შეგიძლიათ, წინ გაიჭრათ. მით უმეტეს, რომ ახლა ამას თქვენგან არავინ ელოდება. გახსოვდეთ, მოულოდნელობის ეფექტი თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.
სიყვარული: ფაქიზად მოეპყარით თქვენი და საყვარელი ადამიანის ერთობლივ ქონებას. ნებისმიერმა დაუდევრობამ შეიძლება მისი საყვედურები და კამათიც გამოიწვიოს, რაც ამჟამად ძალიან არასასურველია.          

კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
სიფრთხილით მოეკიდეთ „გარედან“ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას. საეჭვოა, რომ ეს თქვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო იყოს, ზიანს კი ნამდვილად მოგიტანთ.
კარიერა:
კარგი დღეა, მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს. თამამად წადით გასაუბრებაზე და ნურაფრის გეშინიათ. თავშეკავებულობა გამოავლინეთ, დამაჯერებლად ისაუბრეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.
სიყვარული: გირჩევთ, საყვარელ ადამიანთან ფრთხილად ისაუბროთ და ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოთ. შესაძლოა, ისეთი საიდუმლო წამოგცდეთ, რისი ცოდნაც მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის ნაადრევია - ჯერ ამის დრო არ დამდგარა ან ნდობის საჭირო კრედიტს არ ფლობს.



ლომი
ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. დაკვირვებით იყურეთ ქვემოთ და გარშემო, რადგან ტრავმირების შანსი ისე მაღალია, როგორც არასდროს. ამის თავიდან არიდება შეგიძლიათ, თუ კარადაში მოსახერხებელ ფეხსაცმელს მონახავთ.
კარიერა:
საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის მშვენიერი შანსი გაქვთ, რასაც თქვენი უფროსობა აუცილებლად დააფასებს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში სამსახურში რაღაც ცვლილებები მოხდეს, რაც აუცილებლად გაგახარებთ.
სიყვარული: შესაძლოა, მეგობარი იმის გამო გაგინაწყენდეთ, რომ საყვარელ ადამიანს მასზე ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. რას იზამთ, ეჭვიანობა მეგობრებსაც ახასიათებთ. ეცადეთ, ადეკვატურად და ოპერატიულად იმოქმედოთ.



ქალწული
ჯანმრთელობა:
მეტი მოთმინება გმართებთ, რადგან შესაძლოა, მკურნალობამ სასურველი შედეგი ვერ მოგცეთ. საგანგაშო არაფერია. დამშვიდდით და ექიმის რეკომენდაციებს მიჰყევით.
კარიერა: ეცადეთ, ეს დღე ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში გაატაროთ. გირჩევთ, ნაკლები იფიქროთ სამსახურზე, თორემ დასვენების წუთებს საბოლოოდ გაიფუჭებთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი რჩეული ყოველი სიტყვით თუ მოქმედებით გულწრფელ აღფრთოვანებას იმსახურებს. შეგიძლიათ, მისით იამაყოთ და ემოციები დაუფარავად გამოხატოთ.


სასწორი
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეეცადეთ, ყველაფერს იუმორით მიუდგეთ. ეს დაგეხმარებათ, სხვა თვალით შეხედოთ ერთი შეხედვით დაბნეულ სიტუაციებს. მუშაობაში მსუბუქი განწყობა, ჯანმრთელობის მხრივ, უამრავ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
კარიერა: ხვალინდელი დღე ყველა პარამეტრით იღბლიანი იქნება. ვარსკვლავები ამბობენ, რომ, რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ: წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, პროდუქტიულად ჩაივლის მივლინებები, ხოლო ჩანაფიქრი მარტივად განხორციელდება. ასე რომ, გამოიყენეთ შანსი - ხვალ შესაძლოა, ბევრი რამ მოასწროთ და ის აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.
სიყვარული: ხვალ თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ მათ, ვისზეც ერთობლივად ზრუნავთ, რადგან ხვალ  მათ პრობლემები შეექმნებათ, რომლებსაც უთქვენოდ ვერ გადაწყვეტენ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთმინება გამოიჩინოთ: მის გარეშე ვერაფერს გააწყობთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: თუკი ბოლო დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას გრძნობდით, ხვალ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ამ ყველაფერში კი სულიერი ჰარმონია და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ.
კარიერა: თუკი არ გსურთ, ხვალინდელი დღე მოსაწყენი იყოს, შეეცადეთ, რაიმე საინტერესო და სასარგებლო საქმით დაკავდეთ. წაიკითხეთ წიგნი, თუმცა, ეს ის საქმე არ არის, რასაც ვარსკვლავები გულისხმობენ. ქსოვაც აუცილებლად დაგეხმარებათ.
სიყვარული: ხვალ გადაწყვეტთ, თქვენი ყოფილი საყვარელი ადამიანი ამჟამინდელ მეგობარს გააცნოთ წარმატებული ტანდემის შექმნის მიზნით. უცნობია, რა გამოგივათ, მაგრამ ყოფილ სიყვარულს მაინც შეხვდებით და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენი დაშორება სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ მაინც არა?


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ეს დღე მშვილდოსნებისთვის საკმაოდ საშიშია, მაგრამ თუკი ყურადღებით იქნებით, ოპერატიული მოქმედებებით პრობლემებს მინიმუმამდე დაიყვანთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ, უარი თქვათ კუთვნილ დასვენების დღეებზე კლიენტების, ხელმძღვანელობისა და სხვა ინდივიდების ხათრით, რომლებთანაც, წესით, ხვალ არანაირი საქმე არ უნდა გქონდეთ. ბოლოს და ბოლოს, დაიმსახურეთ დასვენება დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ. დაიცავით საკუთარი უფლებები.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს არ გაუჩნდება სურვილი, თავისი საიდუმლო გაგანდოთ, არა იმიტომ, რომ მას ვერ გაუგებთ ან მის საიდუმლოს გასცემთ, არამედ იმიტომ, რომ ამის ცოდნა, უბრალოდ, არაფერში გჭირდებათ. ყველაფერს ოდნავ მოგვიანებით გაიგებთ: მოითმინეთ ცოტა ხანი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ აუცილებლად უნდა გადახედოთ თქვენი ცხოვრების წესს. შეეცადეთ, მაქსიმალურად ჯანსაღად და მიუკერძოებლად იმოქმედოთ, რადგან ეს ყველაზე პირდაპირი გზით აისახება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კარიერა: ხვალ დაივიწყეთ იმის შესახებ, რომ შეგიძლიათ მუშაობა და ფულის შოვნა. იფიქრეთ მხოლოდ დასვენებასა და ფულის ხარჯვაზე, როგორც საკუთარ თავზე, ისე საყვარელ ადამიანზე - როგორც მოგიწევთ. შეეცადეთ, ძალიან არ გადაამეტოთ ამგვარი დასვენება: კარგს ადვილად მიეჩვევით.
სიყვარული: თუკი ეჭვიანობისთვის რაიმე მიზეზი გაქვთ, შექმნილი სიტუაცია საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ. აიძულეთ, გულწრფელად გიპასუხოთ, გყავთ თუ არა კონკურენტი. სანამ დაკითხვას მოაწყობთ, დაფიქრდით: ნამდვილად გსურთ სიმართლის გაგება?


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალ დიდი შანსი გაქვთ, მიზანს მიაღწიოთ. თუკი ვერაფრით მოახერხებთ, გაერკვეთ იმაში, რა გიშლით ხელს, იყოთ ჯანმრთელი და ძლიერი, ჩაიტარეთ დიაგნოსტიკური კვლევები ზუსტი პასუხის მისაღებად.
კარიერა: შეეცადეთ, მიიღოთ აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ დასვენების დღე მხოლოდ დასვენებას დაუთმოთ. ეს არცთუ ისე მარტივი დავალებაა, თუმცა, თუკი მოინდომებთ, მასთან გამკლავებას, რა თქმა უნდა, შეძლებთ.
სიყვარული: ხვალ ვერ გაიგებთ, რას მოითხოვს თქვენგან თქვენი რჩეული, თუმცა, ზუსტად ისიც ვერ ერკვევა საკუთარ სურვილებში: მას მოუნდება რაიმე განსაკუთრებული, ხოლო შემდეგ მის გაგრძელებას თქვენი ფანტაზიის მიხედვით მოითხოვს. მაინც გქონდეთ მისი დახმარების იმედი, ამგვარი რამ უკვე არაერთხელ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თევზებისთვის არ არის რეკომენდებული სიმძიმეების აწევა, რადგან ზედმეტი დატვირთვით თქვენს ხერხემალს ზიანი მიადგება. ასე რომ, დაისვენეთ ინტელექტუალურად და უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე. დაკავდით იოგით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მძიმე ათლეტიკით.
კარიერა: ხვალ საკმაოდ გაგიჭირდებათ, დაივიწყოთ სამსახურის შესახებ, ამოიგდოთ მუშაობა თავიდან და რაიმე სხვაზე იფიქროთ, არანაკლებ მნიშვნელოვანსა და საინტერესოზე. შეეცადეთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა და მოინდომოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დასვენების დღე ფუჭად ჩაივლის.
სიყვარული: საყვარელი ადამიანი თქვენს საერთო პრობლემებს მეცნიერული თვალსაზრისით განიხილავს, თუმცა, სრულებით არ არის აუცილებელი, ამისთვის ფსიქოლოგიას ან კონფლიქტოლოგიას მიმართოს. ინფორმაციული ტექნოლოგიები აბსოლუტურად წარმატებით ჩაივლის და რაც მთავარია, ის თქვენს დარწმუნებას შეძლებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?