19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
სიფრთხილე გამოიჩინეთ ანტიბიოტიკებით მკურნალობისას. სჯობს, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.
კარიერა: წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, რადგან ამჟამად ძალიან გაღიზიანებული ხართ. ერთბაშად თავს დამტყდარი პრობლემები მოსვენებას არ გაძლევთ, წვრილმანებს კი წყობიდან გამოჰყავხართ. რამე სასიამოვნო საქმით დაკავდით, სტუმრები მოიწვიეთ. გაითვალისწინეთ, ასეთი შეხვედრები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული: თუნდაც სრულიად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იყოს, ეს დღე თქვენს მეხსიერებაში დიდხანს უნდა დარჩეს. დროს, რომელიც ახლა მოსაწყენად მიგაჩნიათ, ოდესმე, საყვარელ ადამიანთან ერთად, სიხარულითა და მონატრებით გაიხსენებთ.




კურო
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, გაღვიძებიდან ნახევარ საათში ისაუზმოთ. ამ დროისთვის, თქვენი ორგანიზმი საკვების მისაღებად მზად იქნება. გაითვალისწინეთ, რომ გაღვიძებისთანავე კუჭის გადატვირთვა სასურველი არაა.
 კარიერა: წარმატებული დღე გელით, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მთავარია, საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. შესაბამისად, მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ ბევრი მოძრაობა მოგიწევთ.
სიყვარული: ხვალ, როგორც არასდროს, ისე გამოგადგებათ სკოლაში მიღებული ცოდნა. ის როგორღაც აისახება საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაზე. უნიკალური შანსი გაქვთ, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ძვირფასი და საყვარელი გახდეთ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
ტყუილად ნერვიულობთ. დაგეგმილი მკურნალობა წარმატებული იქნება. თქვენი წარმატება, ოპტიმიზმი და სიცოცხლის სიყვარული ყველა საქმეში დაგეხმარებათ.
კარიერა: მთელი დღე გეჩვენებათ, რომ ვიღაცის სამიზნე ხართ, რადგან უფროსი ძმა გითვალთვალებთ და გაფაციცებით ელოდება, როდის დაუშვებთ შეცდომას. ეცადეთ, ასეთი სიამოვნება არ მიანიჭოთ. თქვენი პროფესიონალიზმი ამისთვის სრულიად საკმარისია.
სიყვარული:  თქვენთვის მოულოდნელად, ვიღაცას პირველი დანახვისთანავე მოხიბლავთ. შედეგი  თქვენთვისაც და მისთვისაც სამწუხარო იქნება, რადგან დიდხანს და მოთმინებით მოგიწევთ, აიტანოთ მისი მუდარა „თუნდაც ერთი შანსის“ მიცემის თაობაზე.   



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გირჩევთ, იმაზე დაფიქრდეთ, რომ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნა მნიშვნელოვანი პროცესია, რომლითაც აუცილებლად უნდა დაკავდეთ, თუმცა ამის გაკეთებას სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე არ გირჩევთ.
კარიერა: რაღაც ფანტასტიკური მეთოდით, ხვალ დიდ ფულს ისე მიიზიდავთ, როგორც არასდროს, ამიტომ ნუ იძუნწებთ და ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, შეიძინეთ. დანახარჯს აუცილებლად აანაზღაურებთ. მოუწყვეთ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს საზეიმო ვახშამი. ამის მიზეზი ნამდვილად გაქვთ.
სიყვარული:
არ ღირს ყველა მეგობარში პოტენციური პარტნიორის დანახვა, რადგან ეს მეგობრის დაკარგვის ერთ-ერთი გზაა. სასურველი არაა, ურთიერთობის ფორმის შეცვლა, თუნდაც მხოლოდ ამ დღეს. ხვალ თავში გაცილებით ფხიზელი აზრები მოგივათ. უბრალოდ, დღეს რთული დღეა. 




ლომი
ჯანმრთელობა:
ლომებო, თავს გაუფრთხილდით და თბილად ჩაიცვით. ერიდეთ ორპირ ქარებს, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ.
კარიერა: ხვალ თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურის წაკითხვას გირჩევთ. გახსოვდეთ, რომ სპეციალური ტერმინების ცოდნა კოლეგების თვალში თქვენს ავტორიტეტს მნიშვნელოვნად აამაღლებს.
სიყვარული: შესაძლოა, თქვენი ოცნების ადამიანს სრულიად მოულოდნელად შეხვდეთ. ეს შეიძლება ავტობუსის გაჩერებაზე ამ მეტროს ვაგონშიც მოხდეს. აუცილებელი არაა, მისი დანახვისთანავე სიყვარულის ალი მოგედოთ. კარგად დააკვირდით, შეაფასეთ და აუჩქარებლად გადაწყვიტეთ, გჭირდებათ ეს ადამიანი თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ძალიან ინანოთ.




ქალწული
ჯანმრთელობა:
ნერვებს გაუფრთხილდით და ყველა წვრილმანი გულთან ახლოს ნუ მიგაქვთ, თუმცა თქვენსა და დეპრესიას შორის ანტიდეპრესანტების კედლის აღმართვა არ ღირს. შესაძლოა, წამლების გადაჭარბების გამო ჯანმრთელობა დაიზიანოთ.
კარიერა: გირჩევთ, ხვალ საქმიანი კონტაქტები და აქტიურობა დროებით შეაჩეროთ. ყველაფრის მიუხედავად, ცოცხალი ადამიანი ხართ, რომელიც გრძნობს და განიცდის. ხვალ თქვენმა ემოციებმა შეიძლება გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, ამიტომ ცოტა ხნით მნიშვნელოვან საქმეებს უნდა ჩამოშორდეთ.
სიყვარული: თუ გრძნობთ, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ, საყვარელი ადამიანიც კი ვერ დაგეხმარებათ, რადგან მისთვის პრობლემების თავზე მოხვევა არ გსურთ, ოთახის კარი ჩაკეტეთ და მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართეთ. ეს „ორთქლის გამოშვებაში“ დაგეხმარებათ და ისევ კეთილი, ფუმფულა და საყვარელი გახდებით.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავდეთ. შეეცადეთ ცოტ-ცოტა ყველაფერი მოსინჯოთ, ოღონდ არ გადააჭარბოთ: გადამეტებული ვარჯიში ამა თუ იმ კუნთზე უარყოფითად იმოქმედებს.
კარიერა: ხვალ პრობლემის გადასაწყვეტად თავის მტვრევა მოგიწევთ. ერთი მხრივ, გასაგები შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინვალეა. მეორე მხრივ - პოტენციურად შესანიშნავია, მაგრამ შესაძლოა, თქვენი გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ სხვისი რეკომენდაციებისგან და დამოუკიდებლად იფიქროთ.
სიყვარული: ხვალინდელი დღე იდეალურია საპირისპირო სქესთან საინტერესო ნაცნობობისთვის ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად. ამ მხრივ, ყველა თქვენი წამოწყება წარმატებით დასრულდება. განსაკუთრებით, თუკი საკუთარ გამარჯვებას თავად დაიჯერებთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კანს. ისარგებლეთ სხვადასხვა დამატენიანებელი საშუალებით. არ დაგავიწყდეთ ხილის ყინულების გამოყენება და, ასევე, მცენარეული აბაზანები.
კარიერა: ნუ მოერიდებით ახლობლებთან და მეგობრებთან თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაზე საუბარს. მათ ნამდვილად აინტერესებთ, რით ხართ დაკავებული ჭამის, ძილისა და გართობისგან თავისუფალ დროს.
სიყვარული: შეეცადეთ, საყვარელ ადამიანს მუშაობაში ხელი არ შეუშალოთ. მისთვის თქვენთან საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია დაწყებული საქმის დასრულება. რა გაეწყობა, ზეგიდან ის თქვენთან ურთიერთობის დროს აანაზღაურებს, ხვალ კი მიეცით მას მშვიდად მუშაობის საშუალება.  


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
გააანალიზეთ ჩატარებული მკურნალობის კურსის დადებითი და უარყოფით მხარეები. სავარაუდოდ, შეძლებთ თქვენი შეხედულების შეცვლას და მკურნალობის ახალი მეთოდის დაწყებას.
კარიერა: ხვალ გაგიჭირდებათ დროის გადანაწილება და პრიორიტეტების სწორად დაყენება. შეეცადეთ, ამ საქმეს თუნდაც ნახევარი საათი დაუთმოთ, რათა შემდეგ ზუსტი და რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოთ.  
სიყვარული: ხვალ მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული თქვენი ხვალინდელი კეთილდღეობა პირად ცხოვრებაში. გაუბედაობა საქმეს გაგიფუჭებთ, რადგან ხელს შეგიშლით, უთხრათ საყვარელ ადამიანს, რას გრძნობთ მის მიმართ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ შეგიძლიათ, დატკბეთ მსოფლიოს მრავალფეროვანი კერძებით, რადგან თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, მაინც შეეცადეთ, არ გადაამეტოთ და საკუთარი თავი აკონტროლოთ.
კარიერა: ხვალ შესაძლოა, არასაიმედო, მაგრამ ერთი შეხედვით მიმზიდველ ავანტიურაში გაეხვიოთ. არც კი იფიქროთ პროვოკაციებზე წამოგება და დასახული კურსიდან გადახვევა. მყარად მოეკიდეთ იმ ორიენტირებს, რომლებიც დაისახეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა გაქვთ, თუნდაც იმიტომ, რომ ერთხელ გააგებინეთ მას: თქვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს, რას აკეთებს და როგორ ცხოვრობს. ხვალ ამ პასუხისმგებლობის შესახებ უნდა გაიხსენოთ. შეეცადეთ, მას შეცდომის დაშვების საშუალება არ მისცეთ, მაგრამ იყავით მორალურად მზად და საჭიროების შემთხვევაში მის ნაცვლად იმოქმედეთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: მერწყულებს არ მოგიწევთ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნერვიულობა, რადგან არანაირი სირთულე არ გემუქრებათ. შეგიძლიათ, საკუთარი აქტიურობა კიდევ უფრო გაზარდოთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენთვის ტრიუმფის მომტანი ვერ იქნება. თქვენ გელოდებათ ჩვეულებრივი რუტინა, რომელიც არაფრით განსხვავდება დღევანდელი ან გუშინდელი დღისგან. თუკი, რა თქმა უნდა, არ მოინდომებთ, რომ ეს მოწყენილი დღე ცისარტყელის ფერებში გააფერადოთ.
სიყვარული: მერწყულებო, იქნებ დადგა სახლის მოწესრიგების დრო? ვარსკვლავები გირჩევენ, დილიდან შეუდგეთ სახლის კაპიტალურად დალაგებას. დაამტვერსასრუტეთ ხალიჩები და, ბოლოს და ბოლოს, გაიტანეთ ნაგავი სახლიდან. როგორც ცნობილია, სისუფთავე ჯანმრთელობის გარანტიაა. ხშირად დაკავდით სახლის დალაგებით და თქვენი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდება.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ ვარსკვლავები გირჩევენ, აუცილებლად იზრუნოთ ხერხემალზე. გაესაუბრეთ პირად ექიმს ან მწვრთნელს კონკრეტულად იმ ვარჯიშებზე, რომელთა შესრულება თქვენთვის აუცილებელია.
კარიერა: ხვალინდელი დღე რაიმე ზებუნებრივსა და საგანგებოს არ გიმზადებთ. ყველაფერი საკმაოდ სწორად წარიმართება. საფულეს არ დაკარგავთ, სისულელეებს არ ჩაიდენთ და ვერც ლურჯ ფრინველს დაიჭერთ. სტაბილურობა...
სიყვარული: საყვარელ ადამიანს სასწრაფო ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენთ. სწორედ თქვენს მხრებზე გადაივლის მისი სულიერი, მორალური და ეთიკური პრობლემების გადაწყვეტის ტვირთი. მთავარია, მას ეს ჩვევაში არ გადაუვიდეს!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?