26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

25 თებერვალი 23:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!


ჯანმრთელობა: ამ დღეს ვენებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. მეტიც, პროფილაქტიკური ზომების მიღებას ვურჩევთ მათაც, ვისაც ასეთი პრობლემები არასოდეს ჰქონიათ. გირჩევთ,  მოერიდოთ ფეხების გადაღლას და მასაჟები გაიკეთოთ.
კარიერა: ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ ვერძებს დიდი შემოსავლის მიღების შანსი აქვთ. სავარაუდოდ, ახალი, პერსპექტიული კლიენტები გამოგიჩნდებათ. შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
სიყვარული: ეცადეთ, მეგობრების მიმართ, რომლებსაც პირად ცხოვრებაში თქვენსავით არ გაუმართლათ, მეტი დელიკატურობა გამოავლინოთ. აუცილებელი არ არის, მათი თანდასწრებით იტრაბახოთ როგორ კარგად ხართ. 




კურო
ჯანმრთელობა:
შესანიშნავი დღეა კოსმეტიკური პროცედურებისთვის, რომლებიც დაგეხმარებათ, კანის გამოშრობის პრობლემა გადაჭრათ. 
კარიერა:
საკუთარი ემოციები და ფულის ხარჯვა აკონტროლოთ. შესაძლოა, უფროსთან საკუთარი ხასიათის გამო კონფლიქტი მოგივიდეთ, ამიტომ შეძლებისდაგვარად, თავი უნდა შეიკავოთ.
სიყვარული: თქვენი რჩეული თავს ისე მარტოსულად გრძნობს, რომ მხოლოდ თქვენი ფიზიკური და მორალური მხარდაჭერა დაეხმარება. ეცადეთ, გვერდიდან არ მოშორდეთ. ასე მისთვისაც და თქვენთვისაც უკეთესი იქნება.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თავი შეიკავეთ ყურსასმენებში მუსიკის მოსმენისგან. ამით მხოლოდ სმენის ორგანოებს დაიზიანებთ და შეიძლება ძლიერი თავის ტკივილებიც გამოიწვიოთ.
კარიერა: გირჩევთ კოლეგებზე მეტად, რომლებიც ყოველთვის გულწრფელები არ არიან,  საკუთარ ინტუიციას დაუჯეროთ. დროა, ძველი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ, რადგან ახლა აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ.
სიყვარული:  იმის გაკეთება, რაც გუშინ ადვილად გამოგდიოდათ, დღეს ძალიან გიჭირთ, რაც შეიძლება საყვარელი ადამიანის განაწყენების მიზეზი გახდეს. იმედია, მალე გადაუვლის და მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.    


 


     
კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული არაფერი ემუქრება. შესაძლოა, რაღაც გადაცდომის გამო ან ჭკუის სასწავლებლად, მცირეოდენმა უსიამოვნებებმა იჩინოს თავი.
კარიერა: თქვენი კონსერვატიული შეხედულებებით, რომლებსაც კარგა ხანია, ყავლი გაუვიდა, შეიძლება მოვლენებს (და კონკურენტებს) დიდი მანძილით ჩამორჩეთ. ეცადეთ, პროგრესული იყოთ.
სიყვარული: ნუ ეძებთ საყვარელი ადამიანის ნათქვამში ქვეტექსტს, რადგან ის იქ არ არსებობს.  თქვენი რჩეული ზუსტად იმას გეუბნებათ, რასაც ფიქრობს, ამიტომ თუ ნათქვამში რაღაც დაფარული აზრი ამოიკითხეთ, მდიდარი ფანტაზია გქონიათ.




ლომი
ჯანმრთელობა:
ამ დღეს საკვების მიღებისგან თავის შეკავება არ ღირს. თუ გინდათ, ე.ი. შეიძლება. ლომებს ენერგია ჭირდებათ, რომელიც საიდანღაც უნდა მოიტანოთ. დიეტის დაწყებას კიდევ მოასწრებთ.
კარიერა: სარისკო ნაბიჯებისთვის შესაფერისი დროა. ეს, როგორც მინიმუმი, არ დაგაზარალებთ, პირიქით, შეიძლება დიდი შემოსავალი მოგიტანოთ. თუმცა, მხოლოდ იმით უნდა გარისკოთ, რაც თქვენ გეკუთვნით.
სიყვარული: სურვილის მიუხედავად, საყვარელ ადამიანს თქვენი იუმორის გაგება ძალიან უჭირს. გირჩევთ, თქვენს მახვილგონიერებას ნელ-ნელა შეაჩვიოთ და ერთბაშად არ ჩააგდოთ შოკში.


 


 



ქალწული
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, კუჭის ლორწოვანა არ გაიღიზიანოთ. თავი შეიკავეთ ცხარე და მჟავე საკვებისგან და სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტების მოხმარებისას.
კარიერა:
გულთან ახლოს არაფერი მიიტანოთ. სიმშვიდე შეინარჩuნეთ და არავის მისცეთ უფლება, წყობიდან გამოგიყვანოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს გრძნობების მართვა და თავის ხელში აყვანა უჭირს, რადგან ძალიან რთულ სიტუაციაშია. თუ წყლიდან მშრალად გამოსვლაში დაეხმარებით, შეგიძლიათ ამით დიდხანს და დამსახურებულად იამაყოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ბევრი უნდა დალიოთ! არა, ეს ის არ არის, რასაც ფიქრობთ. ვარსკვლავები წყალს გულისხმობენ. ამ დღეს უმჯობესია ზედმეტი ბუტერბროდი არ მიირთვათ და ის ფინჯანი ჩაით ჩაანაცვლოთ.
კარიერა: ცხოვრების ორგანიზების სურვილი გაგიჩნდებათ და გარშემომყოფებზე დიდ გავლენას მოახდენთ, თუმცა, შეეცადეთ, თქვენი ხასიათი ბოლომდე არ გამოავლინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მტრებს გაიჩენთ, რაც, აბსოლუტურად არაფერში გჭირდებათ.
სიყვარული: თქვენი ქცევის მიზეზი თქვენი რჩეულისთვის გაუგებარი იქნება და შესაძლოა, ამისთვის მან ახსნა-განმარტება მოგთხოვოთ. თუმცა, ნუ დაიძაბებით. შეგიძლიათ, თქვენი სათქმელი მის სასარგებლოდ შეფუთოთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ამ დღეს განსაკუთრებულად იზრუნეთ საკუთარ კუჭზე. საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა და შეეცადეთ, მთელი დღის განმავლობაში კვება დააბალანსოთ. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ იმ მორიელებმა, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აწუხებთ.
კარიერა: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მუშაობაში შეგიშლით ხელს. ვარსკვლავები გირჩევენ ამ დღეს ჯამრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, რათა მუშაობაში „ჩავარდნა“ დიდხანს არ გაგრძელდეს.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რათა თქვენს ხუმრობებზე არ წამოეგოს, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად მის გაშარჟებას მაინც შეძლებთ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალ მოულოდნელად მოსმენილი ან ნანახი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. რა თქმა უნდა, თუკი ამ ინფორმაციით სწორად ისარგებლებთ.
კარიერა: ნამდვილად გიყვართ თქვენი სამსახური? შესანიშნავია! ხვალ სიხარულით შეუდგებით მის შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ წესით ამ დღეს დასვენება გეკუთვნით. დასვენებას მოასწრებთ, ახლა თქვენ წინაშე მნიშვნელოვანი დავალება დგას.
სიყვარული: ამ დღეს თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები უნდა დაუმტკიცოთ - ეს მისთვის აუცილებელია. წერილი, ღია ბარათი, მცირედი საჩუქარი - მოიფიქრეთ ისეთი რამ, რაც თქვენი ურთიერთობების ამ ეტაპს სასიამოვნო მოგონებებს შესძენს.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ აქტიური დღე გელოდებათ. ორგანიზმი ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, რათა ძალების მაქსიმალურად გამოვლენა შეძლოთ. არ გაუშვათ ხელიდან ამგვარი შანსი - ესტუმრეთ სპორტულ დარბაზს და გაივარჯიშეთ კუნთები.
კარიერა: ამ დღეს თქვენს სამსახურთან დაკავშირებით  რამდენიმე ინტრიგნულ დეტალს შეიტყობთ. შეეცადეთ ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ახალი ცოდნა თქვენთვის ახალი თავსატეხი არ გახდეს.
სიყვარული:
ხვალ მეგობრის სასიყვარულო პრობლემების გადაწყვეტა მოგიწევთ. მის ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და სიტუაციის გარკვევის პროცესში ისეთ რამეს გაიგებთ, რაც პირადი სასიყვარულო ურთიერთობის მოგვარებაში დაგეხმარებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ხვალისთვის ვარსკვლავები არ გირჩევენ დიეტის დაწყებას. არა იმიტომ, რომ კვების რეჟიმის შეცვლა უკუჩვენებას გამოიწვევს, უბრალოდ, დიეტის არასასურველ ვარიანტს შეარჩევთ.
კარიერა: ამ დღეს შეეცადეთ, არ იჩქაროთ და არ მიიღოთ დაფიქრებელი გადაწყვეტილებები. ყურადღებით გაეცანით მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ თავი შეიკავეთ კომენტარებისგან. მოვლენების განვითარების წინასწარ გაანალიზება არასასურველ შედეგებს თავიდან აგაცილებთ.
სიყვარული: ხვალ დღის განმავლობაში რამოდენიმე დაგეგმილ საქმეს ვერ გააკეთებთ, რაც, ბუნებრივია, თქვენს მეორე ნახევარს გააღიზიანებს, რა თქმა უნდა, თუკი თქვენს პასიურობას შეამჩნევს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, იქნებ, უბრალოდ, საქმიანი სახე მაინც მიიღოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ამ დღეს უამრავი შესაძლებობა მოგეცემათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, ყველა შესაძლებლობის გამოყენება საჭირო არც არის: თუკი პირველივე დაგეხმარებათ, ეს უკვე შესანიშნავი იქნება.
კარიერა: ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამუშაოს გარდა, უამრავი პასუხისმგებლობა გაკისრიათ. მოაწესრიგეთ თქვენი ოთახი, ესაუბრეთ მეორე ნახევარს სამომავლო გეგმების შესახებ ან ესტუმრეთ მშობლებს - მათ ძალიან ენატრებით!
სიყვარული: შესაძლოა, თქვენი ნების წინააღმდეგ თქვენი საყვარელი ადამიანის დავალების შესრულება მოგიწიოთ - მაგ. სახლის კაპიტალურად დალაგება. ის კი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ამ საქმეში დახმარებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?