ვერძი
გარისკეთ და მონაწილეობა მიიღეთ რაიმე კონკურსში ან შეჯიბრში. ვარსკვლავები მოგებას გიწინასწარმეტყველებენ. თუ ამ დღეს სახლის გარეთ ვახშმობა მოგინდებათ, თავს ნუ შეიკავებთ.
კურო
მოვიდა დრო, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის დამსახურებული ჯილდო მიიღოთ.
რაღაც მნიშვნელოვანი მომენტის საზეიმო განწყობა შეიძლება უმნიშვნელო დეტალმა გააფუჭოს. სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია, რასაც საკუთარ თავზე გამოცდით.
ტყუპები
უმიზეზოდ სიცილი არასერიოზულობის ნიშანია, თუმცა თქვენ ზუსტად იცით, რა გიხარიათ.
დაურეკეთ მშობლებს და თუ საშუალება გაქვთ, მოინახულეთ კიდეც.
ნუ იქნებით ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი. გახსოვდეთ, რომ ისინი დაპროგრამებული რობოტები არ არიან.
კირჩხიბი
იმ საკითხზე, რომელიც ძალიან გაღელვებთ, რჩევა ასაკოვან ადამიანს ჰკითხეთ. შესაძლოა, მისგან ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოთ.
ამ დღეს ძალიან სასარგებლოა თანამოაზრეებთან ურთიერთობა.
ეცადეთ, შეფს არაფერში შეეწინააღმდეგოთ. გაითვალისწინეთ, რომ პრინციპულობის გამოვლენისთვის საუკეთესო დღე არაა.
ლომი
ამ დღეს საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ.
ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩეთ და აქტიურობა გამოიჩინოთ.
ეს დღე ისეთი აქტიური იქნება, რომ ვერ მიხვდებით, სიზმარში ხართ თუ ცხადში.
ქალწული
თუ დიდი ხანია, რაღაც ექსკლუზიურს ეძებთ, დღეს აუცილებლად იპოვით. დაეხმარეთ მეგობარს თუნდაც წვრილმანი პრობლემის მოგვარებაში, ეს თქვენს ურთიერთობას განამტკიცებს. გაითვალისწინეთ, რომ ფულადი ოპერაციებისთვის საუკეთესო დღე არ არის, განსაკუთრებით, თუ რაიმე ფორმით მაქინაციასთან გაქვთ საქმე.
სასწორი
სასწორებო, ამ დღეს ბავშვები ძალიან გაგამხიარულებენ და მათი შორიდან ცქერაც კი დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ.
შესაძლოა, ძალების მოზღვავება იგრძნოთ, მაგრამ ნუ გადაამეტებთ.
დღის ბოლოს შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ საკუთარ თავზე საჭიროზე მეტი აიღეთ.
მორიელი
ეს დღე შესანიშნავია საოჯახო ტრადიციის მოსაფიქრებლად.
ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ დაელოდებით ფოიერვერკებს, რადგან ეს დღე საკმაოდ სტაბილურად და მშვიდად ჩაივლის.
მშვილდოსანი
ხალხმრავალ ადგილას დასვენება სწორედ ის არის, რაც ძალიან გჭირდებათ.
ვარსკვლავები გირჩევენ, გაფრთხილდეთ სპორტული ვარჯიშის დროს, რადგან გამორიცხული არ არის, ტრავმა მიიღოთ.
ნუ მოიწყენთ იმ შემთხვევაშიც, თუკი რამე ისე არ ხდება, როგორც გსურთ. ეს დღე ძალიან სწრაფად გაივლის.
თხის რქა
ეს დღე შესანიშნავია იმის გასარკვევად, რომელი სფერო გაინტერესებთ.
ნუ მოიტყუებთ თავს, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, ვიდრე გეჩვენებათ.
ამ დღეს ვარსკვლავები არ გირჩევენ საკუთარი ნივთების გაყიდვას, დაგეგმეთ ეს ზეგისთვის.
მერწყული
მეგობრები თქვენს ცხოვრებაში მხიარულ და სასიამოვნო განწყობას შეიტანენ.
კარგი დილა, სწრაფი სამუშაო დღე და მშვიდი საღამო - ასეთია პროგნოზი მერწყულებისთვის.
დიდი ალბათობით, ამ დღეს ქუჩაში ფულს იპოვით.
თევზები
შესაძლოა, ვინმემ სიტყვით გაწყენინოთ. ამ დღეს ბუნებით ძლიერი თევზები „ფარ-ხმალის დაყრაზე“ დაფიქრდებიან, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ ამ გადაწყვეტილების მიღება.