5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
გირჩევთ, უარი თქვათ დამღლელ ღონისძიებებზე. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი პრაქტიკულად ნულზეა, ამიტომ ჩანაფიქრის სრულად განხორციელებისთვის ძალა არ გეყოფათ. თუ გსურთ, სამსახურებრივ საქმეებს თავი გაართვათ, პრიორიტეტი ყველაზე მნიშვნელოვანს მიანიჭეთ. ეს საქმე დინჯად, აუჩქარებლად გააკეთეთ და შედეგი ძალიან გაგახარებთ.


კურო
ამ დღეს „პირად ფრონტზე“ არსებული სიტუაციით უკმაყოფილო ხართ. ადამიანი, ვისთანაც სასიყვარულო რომანის დაწყებას გეგმავდით, არ დაგირეკავთ. შესაბამისად, რომანტიკული შეხვედრა არ შედგება. იმედგაცრუებისგან ალკოჰოლი ვერ გიხსნით, ამიტომ ეს იდეა უნდა დაივიწყოთ. უმჯობესია, დაფიქრდეთ, თქვენი რჩეული რატომ გაგირბით და ღირს თუ არა, გამუდმებით მისი დევნა? იქნებ, ერთადერთი სწორი გამოსავალი ამ ადამიანის დავიწყებაა?


ტყუპები
ამ დღეს საკუთარ სინდისს გაურიგდებით და ამორალურ საქციელს ჩაიდენთ, რომელიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. საკუთარ სინდისს სთხოვთ, რომ ცოტა ხანი გაჩუმდეს და არაფერი გისაყვედუროთ. ის მართლაც გაჩუმდება, მაგრამ ცოტა ხნით. ღამით დაძინება გაგიჭირდებათ, რადგან გამუდმებით ჩადენილ საქციელზე იფიქრებთ. დილას პირობას დადებთ, რომ სიტუაციას აუცილებლად გამოასწორებთ.


კირჩხიბი
თუ სამსახურში რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეთ, მოსალოდნელ შედეგებზეც უნდა იფიქროთ. დარწმუნებული ნუ იქნებით, რომ უფროსობის თავგასულობასთან თქვენი ბრძოლა აუცილებლად ისე დამთავრდება, როგორც წარმოგიდგენიათ. დიდი შანსია, რომ თქვენი პატარა ამბოხის წყალობით, სამსახური დაკარგოთ, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ სამსახურს ის ადამიანებიც დაკარგავენ, რომლებიც ამბოხის მოწყობაში გეხმარებოდნენ.


ლომი
თავი შეიკავეთ ფულის ფლანგვისგან. თუ პირად ბიუჯეტს გაუფრთხილდებით და ფულს დაზოგავთ, ამისთვის საკუთარ თავს მადლობას ეტყვით. გამორიცხული არაა, რომ ამ საღამოსვე რომელიღაც მეგობარმა გითხრათ, რომ ნივთის შეძენა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, გაცილებით იაფად არის შესაძლებელი. ეს ამბავი ძალიან გაგახარებთ, ამიტომ დასანანი იქნება, თუ ოცნების ნივთის შესაძენად ფული არ გეყოთ.


ქალწული
ხვალ საკუთარი შვილისთვის ან შვილებისთვის რაღაც სასიამოვნოს გაკეთება მოგინდებათ, რასაც სამსახურებრივი საქმეების დასრულების შემდეგ, აუცილებლად განახორციელებთ. მძიმე და შრომატევადი დღე გელით, ამიტომ გაორმაგებული ენთუზიაზმით იმუშავებთ. გამორიცხული არაა, რომ ამანაც ვერ გიშველოთ და შეფის უკმაყოფილება დაიმსახუროთ. დამღლელი დღის შემდეგ, ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.  

სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მხოლოდ ღიმილი გადაგატანინებთ იმ სიახლეს, რასაც თქვენს ყოფილ პარტნიორზე გაიგებთ. მისი დაოჯახების ამბავი დიდად არ გაგიკვირდებათ, რადგან თქვენთან დაშორების მიზეზი სწორედ მისი ახალი გატაცება იყო. გადაწყვეტთ, პირადად მიულოცოთ მას დაქორწინება და სახლში დაუპატიჟებლად გამოეცხადებით. ქორწილში თბილად მიგიღებენ და საქორწილო სიაშიც ჩაგწერენ.


მორიელი
ფინანსურ სფეროში დიდი წარმატება გელოდებათ. დიდი ალბათობით, თქვენი ახალი ბიზნესპროექტიდან პირველ შემოსავალს მიიღებთ ან თუკი სტაჟიანი პედაგოგი ხართ, მნიშვნელოვნად გაიზრდება თქვენი მოსწავლეების ბაზა. ნებისმიერ შემთხვევაში, მცირე წვეულების ორგანიზებისთვის მიზეზი გექნებათ და ეს შეხვედრა საუკეთესო რესტორანში შესანიშნავ გარემოში ჩაივლის. შეკრებილი მეგობრები გულწრფელად მოგილოცავენ წარმატებას და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ წინსვლას გისურვებენ.


მშვილდოსანი
ამ დღეს სხვისი წესებით მოგიწევთ თამაში. თქვენი თანამშრომელი შვებულებაში წავა და მის ნაცვლად სხვა დაგეხმარებათ. ახალ თანამშრომელს, სამწუხაროდ, ცუდი ხასიათი ექნება. თქვენს ტანდემში ლიდერის როლი მას ექნება. არაფერი დაგრჩებათ იმის გარდა, რომ შექმნათ კალენდარი, სადაც აღნიშნავთ, რამდენი დღე დარჩა თქვენი თანამშრომლის შვებულების დასრულებამდე.


თხის რქა
ამ დღეს ბევრ ახალ და საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომელთა საქმიანობა შემოქმედებას უკავშირდება. მათი გავლენა თქვენზე იმდენად ძლიერად იმოქმედებს, რომ სახლში დაბრუნებული გადაწყვეტთ, თქვენც შემოქმედებით დაკავდეთ. თავდაპირველად შეინიშნება რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯი ამ სფეროში, მაგრამ მიღწეულზე არ გაჩერდებით. მიმართავთ სპეციალურ მაღაზიას საჭირო ატრიბუტების შესაძენად, რათა უნიკალური შედევრები შექმნათ.


მერწყული
ხვალ ემოციური კრიზისი გელოდებათ. საკუთარი თავის რწმენას დილიდან დაკარგავთ, როდესაც სამსახურში წასასვლელად ტანისამოსის შერჩევას დაიწყებთ და საბოლოოდ არჩევანს ისეთ სამოსზე შეაჩერებთ, რომელიც, აშკარად, არ შეგეფერებათ. ის ფაქტი, რომ კარგად არ გამოიყურებით, სამუშაო საქმეების შესრულებაში ხელს შეგიშლით. საბედნიეროდ, ამ რთულ დღეს პოზიტიურ ტალღაზე დაასრულებთ (უფრო ზუსტად, ფინჯან ყავასთან და საუკეთესო მეგობართან ერთად).


თევზები
საპირისპირო სქესის ადამიანის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოიჩენთ. ძალიან ნუ გაგიკვირდებათ, თუკი კომპლიმენტს ისეთი ადამიანისგან მიიღებთ, რომელიც იშვიათად შედის კონტაქტში ვინმესთან. დაიჭირეთ მომენტი და დატკბით საკუთარი პოპულარობით, არ დაგავიწყდეთ გამოართვათ კონტაქტები იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად სიმპათიურები არიან. დიდი ალბათობით, რომელიმე მათგანთან უახლოეს დღეებში სასიყვარულო ურთიერთობას დაიწყებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?