25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
მოერიდეთ საზოგადოებრივი სტერეოტიპებით აზროვნებას. თუ შეხვდით ადამიანს, რომელიც არავის ჰგავს, ვისაც აქამდე შეხვედრილხართ, ბრიყვულად ნუ მოიქცევით და ნუ იტყვით, რომ მასთან ლამაზი ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია. არათუ შესაძლებელია, ეს ადამიანი შეიძლება ქორწინებისთვის იდეალური პარტნიორიც გახდეს. ამიტომ გირჩევთ, გულის კარნახს მიენდეთ.


კურო
ერთ-ერთი კოლეგის შეუძლოდ ყოფნის გამო, ორმაგი დატვირთვით მუშაობა მოგიწევთ. თავიდან ეს საქმე რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. გამორიცხული არაა, რომ მოგვიანებით ამ პერსპექტიულ თანამდებობაზე სწორედ თქვენ დაგნიშნონ - თქვენი ბრძენი შეფი გადაწყვეტს, რომ თქვენ გაცილებით უკეთ მუშაობთ, ვიდრე თქვენი წინამორბედი.


ტყუპები
ამ დღეს რომელიღაც საინტერესო ინტერნეტღონისძიებას დაესწრებით. სურვილის შემთხვევაში, ყველაფერი, რასაც გაიგებთ, შეიძლება თქვენი დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს. ამ დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ძველი მეგობრის სტუმრობა იქნება. ის საინტერესო პრეზენტაციას წარმოგიდგენთ და ხატოვნად აგიწერთ, როგორ შეიძლება ახალ სამსახურში მოწყობა. ამდენი სიახლის შემდეგ, სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ცხოვრებაში მასშტაბური ცვლილებები განახორციელოთ.


კირჩხიბი
ამ დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის თავის მოწონებისა და ფლირტის ხასიათზე იქნებით და ყველა საინტერესო პერსონას ინტერესით დააკვირდებით. მათ შორის, რომელიღაც თქვენს მზერას შენიშნავს და თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი. ეს ადამიანი გამუდმებით თქვენ გვერდით იტრიალებს და უამრავ სმს-ს გამოგიგზავნით წინადადებით - უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი.


ლომი
გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ცუდ ხასიათზე ყოფნა არ შეიძლება. მოიცილეთ პესიმისტური განწყობა, სანამ მნიშვნელოვანი მოხსენება ან პრეზენტაცია არ გაგიფუჭებიათ, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. თავდაჯერებულობის განცდა რომ დაიბრუნოთ, გაიხსენეთ თქვენი ძველი წარმატებები. ამაში ის ადამიანი დაგეხმარებათ, რომელიც თქვენი პერსონით აღფრთოვანებას ყოველთვის გულწრფელად გამოხატავს. დაურეკეთ და მისი პირველივე კომპლიმენტის შემდეგ თქვენი თვითშეფასება მნიშვნელოვნად გაიზრდება.


ქალწული
ამ დღეს რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. თქვენი ცხოვრების მეგზურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანები ერთმანეთს გადაკვეთენ და ცოტას იხმაურებენ, შემდეგ კი კატეგორიულად მოგთხოვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ არჩევანი - ვინ უნდა წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან და ვისთან აპირებთ სერიოზული ურთიერთობების დაწყებას. არჩევანი გულს მიანდეთ და გახსოვდეთ, თუ ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად გჭირდებათ, დროა ამაში გულწრფელად გამოუტყდეთ.


სასწორი
ამ დღეს წვრილმანი პრობლემების მოგვარებით დაკავდებით. საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ შესაფერისი ტანისამოსის ასარჩევად, რათა თქვენს სასიყვარულო პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინოთ ან დიდხანს იფიქრებთ, ღირს თუ არა კრეატიული ვარცხნილობის გაკეთება. სხვა უსიამოვნება კვირის განმავლობაში არ გელოდებათ, ამიტომ მთელი თქვენი დრო შეგიძლიათ ამ წვრილმანი პრობლემის მოგვარებას მოახმაროთ. 


მორიელი
შესაძლოა, არაკეთილისმსურველი ადამიანის გარემოცვაში მოხვდეთ, რომელიც შეეცდება, კარიერულ წარმატებაში გაგისწროთ, მაგრამ თქვენ ამას არ დაუშვებთ. თქვენი კონკურენტი იძულებული იქნება, აღიაროს საკუთარი მარცხი, მაგრამ საბოლოო წაგებას არ დასთანხმდება. დაელოდეთ ახალ შეტევებს მისი მხრიდან და ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ წინაშეა ცინიკური, მკაცრი და მოუწესრიგებელი ადამიანი, რომელიც დასახული მიზნის გამო მზად არის, ყველაფერზე წავიდეს.


მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, პოტენციურ კლიენტებთან საუბრის დროს შეინარჩუნოთ სამსახურებრივი ეთიკა. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მიმზიდველი ადამიანი მოგეწონებათ, ნუ იჩქარებთ საკუთარ გრძნობებში გამოტყდომას სამუშაო საათებში. კარგი იქნება, თუკი მას საკუთარ კონტაქტებს გაუცვლით და ურთიერთობას სამსახურის შემდეგ გააგრძელებთ. არსებობს შანსი, რომ სწორედ ეს ადამიანი გახდეს თქვენი მეორე ნახევარი, მართალია, არა ახლა, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით.


თხის რქა
საკმაოდ პიკანტურ საკითხში შუამავლის როლი გერგებათ. არ გამოირიცხება, რომ ეს ერთ-ერთი მეგობრის პირად ცხოვრებას უკავშირდებოდეს. სწორედ თქვენ მოგიწევთ, მეგობარს უთხრათ ის სიტყვები,  რასაც მისი პოტენციური მეორე ნახევარი მის მიმართ გრძნობს. ამ მისიას შესანიშნავად შეასრულებთ და თქვენი მეგობარიც კმაყოფილი დარჩება, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია ამ სიტუაციაში, საკუთარ თავს გამოუტყდებით, რომ თქვენ გულწრფელად გაინტერესებთ მეგობრის გატაცება და მისი გულიდან ამოღება არ შეგიძლიათ. 


მერწყული
ამ დღეს ახალ მიზანს დაისახავთ, რომელიც ფინანსურ სფეროს უკავშირდება. ეს მიზანი იქნება მდიდრული ავტომობილი, ახალი მოდური სამოსი, რომლის ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს ან რამე უფრო ძვირად ღირებული. მიზნის რეალიზებისთვის არაფერი გრჩებათ, გარდა იმისა, იპოვოთ საჭირო თანხა სასურველი ნივთის შესაძენად, თუმცა, როგორც კი ამაზე ფიქრს დაიწყებთ, გაგახსენდებათ, მიხვდებით, რომ მიზნის შესასრულებლად თანხა მაქსიმალურად უნდა დაზოგოთ.


თევზები
ხვალ სამსახურებრივ თემასთან დაკავშირებით მცირე შელაპარაკება მოგიწევთ. კოლეგა, რომლის პოზიციის დაკავება დიდი ხანია გსურთ, გაიგებს თქვენი მზაკვრული სურვილის შესახებ. დაგიბარებთ სასაუბროდ და შესაძლოა, დაგემუქროთ კიდეც, მაგრამ მის ნათქვამს ხუმრობაში გაატარებთ. კონფლიქტს დიალოგის შედეგად მოაგვარებთ და შესაძლოა, თქვენმა ოპონენტმა საყვარელი მეგობარიც გიწოდოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?