2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

1 ნოემბერი 21:00, 2017 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ნოემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ხვალ ახალ სამსახურთან დაკავშირებით, მაცდურ წინადადებას მიიღებთ. თუ ამჟამინდელი სამსახურიდან წასვლას აპირებთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. თუ სამსახურით და ხელფასით კმაყოფილი ხართ, ნუ აჩქარდებით. მოიწვიეთ ოჯახური თათბირი, რომ ერთობლივი და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოთ.


კურო
ძველ სიყვარულთან ურთიერთობის განახლების იმედი მოგეცემათ. გაიგებთ, რომ ეს ადამიანი ამჟამად თავისუფალია და შესაძლებლობა გაქვთ, მისი გულისა და ხელის მოსაპოვებლად იბრძოლოთ. სანამ ბრძოლაში ჩაებმებით, გირჩევთ ამ ადამიანის ჩვევებსა და გატაცებებზე მაქსიმალური ინფორმაცია მოიპოვოთ. ასეთი სახის ინფორმაცია უამრავ შეცდომას აგარიდებთ (მაგალითად, არ შეიძენთ საჩუქრებს, რომლებიც თქვენს რჩეულს არ აინტერესებს)


ტყუპები
დღეს სამსახურშიც კი ყველასგან გამორჩევა და ორიგინალურობა გსურთ. ხანგრძლივი დასვენების მოლოდინი ისეთ ხალისსა და ამაღლებულ განწყობას შეგმატებთ, რომ სამსახურში მხოლოდ პოზიტივს აფრქვევთ. გამორიცხული არაა, თქვენმა კოლეგებმა მოითათბირონ და კვირის ბოლოს გრანდიოზული გასართობი ღონისძიება დაგეგმონ, რომლის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი სწორედ თქვენ იქნებით.


კირჩხიბი
ხვალ რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. უნდა გადაწყვიტოთ, რა ჩაიცვათ კორპორაციულ წვეულებაზე და ღირს თუ არა ვარცხნილობის კარდინალურად შეცვლა. ცხოვრების დანარჩენ ასპექტებში სრული სიმშვიდე და იდილია გელით, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ და ორგანიზმი დაასვენოთ.


ლომი
ხვალ სასწავლო პროცესი გელით, რომელშიც მუშაობის ინოვაციური მეთოდი უნდა აითვისოთ. ეს გაიძულებთ, სტუდენტობის წლები და ის ადამიანები გაიხსენოთ, ვისთან ერთადაც სწავლობდით. საღამოს ყველას სოციალურ ქსელში შეკრებთ და მცირეოდენი თათბირის შემდეგ, მათთან ერთად, გრანდიოზული წვეულების მოწყობას დაგეგმავთ.


ქალწული
გირჩევთ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მეტი ენთუზიაზმი გამოავლინოთ. ამით შეფის შექებასაც დაიმსახურებთ და საოცნებო დაწინაურებასაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებით. კარგი იქნება, თუ პირად საქმეებშიც იაქტიურებთ, რადგან საეჭვოა, ადამიანი, ვის მიმართაც ინტერესი გამოძრავებთ, ამას თავად მიხვდეს. გირჩევთ, მრავლისმეტყველი სმს-შეტყობინება გაუგზავნოთ ან პირადი შეხვედრისას, მიანიშნოთ, რომ მის მიმართ სიმპათიები გაქვთ.


სასწორი
ხვალ ინტრიგნულად მოიქცევით. იმდენად არ მოგეწონებათ ერთ-ერთი ახალი კოლეგა, რომ გადაწყვეტთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ კოლექტივიდან გააგდოთ. დანარჩენ კოლეგებსაც შეამზადებთ ამ მზაკვრული გეგმისთვის, თუმცა ზოგიერთი შეგეწინააღმდეგებათ. საბოლოოდ, თავადვე იტყვით უარს თქვენს გეგმაზე. არასასურველ კოლეგას დაუახლოვდებით და გააცნობიერებთ, რომ თქვენი ქცევები და მის მიმართ დამოკიდებულება არასწორი იყო.


მორიელი
ხვალ დაძაბული დღე გელოდებათ. სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემები შეგექმნებათ და იძულებული იქნებით, მათ მოსაგვარებლად გვიანობამდე იმუშაოთ. სახლში დაბრუნებულს გეტყვიან, რომ წუთიწუთზე ნათესავი უნდა გესტუმროთ, რომელთანაც მუდმივად დაძაბული ურთიერთობა გქონდათ. ეს სიახლე გაგაღიზიანებთ, მაგრამ ვერაფერს შეცვლით. მოგიწევთ არასასურველი და მოულოდნელი სტუმრის გართობა.


მშვილდოსანი
მაღაზიებში სიარულს წარმატებით დაასრულებთ. თუკი გარდერობის შეცვლას, სახლისთვის საჭირო ნივთების ან ახლობელი ადამიანისთვის საჩუქრის შეძენას გეგმავთ, ამ ყველაფერს ყველანაირი სირთულის გარეშე გაუმკლავდებით. მაღაზია, რომელშიც შემთხვევით აღმოჩნდებით, უდიდეს ასორტიმენტს შემოგთავაზებთ, თანაც, დემოკრატიულ ფასებში. კიდევ ერთი წარმატება თქვენთვის ახალი ნაცნობობა იქნება, რომელიც სამომავლოდ მყარ მეგობრობაში გადაიზრდება.


თხის რქა
თქვენი სასიყვარულო კავშირის მომავალს ეჭვის თვალით შეხედავთ. გაიგებთ, რომ თქვენი მეორე ნახევრის ცხოვრებაში გაჩნდა ახალგაზრდა ადამიანი და ეს მომხიბვლელი პიროვნება დღითი დღე მოსწონს თქვენს პარტნიორს. თავდაპირველად შეეცდებით, გრძნობები შეიკავოთ, თუმცა მალევე გადაწყვეტთ, საბოლოოდ შეეშვათ თქვენს საყვარელ ადამიანს და საკუთარი ცხოვრებით დაკავდეთ.


მერწყული
ხვალ ვერ იქნებით გულმოდგინე მოსწავლე. ახალი მოწყობილობისა თუ წარმოების მეთოდის შესწავლისას მუდმივად კოლეგებთან საუბარში გადაერთვებით. საბოლოოდ, ინფორმაციის ნაწილი თქვენთვის გაუგებარი იქნება და დეტალურად შესასწავლად დამატებითი დრო დაგჭირდებათ, რაც ნიშნავს იმას, რომ საღამოს არა ტელევიზორთან, არამედ კონსპექტებით ხელში გაატარებთ.


თევზები
ხვალ არაფორმალურ კოლექტივში აღმოჩნდებით. თქვენ და თქვენი თანამოაზრეები სამსახურში უსამართლობასთან ბრძოლაში გაერთიანდებით. ბუნტი ცუდ შედეგს არ მოგიტანთ და ხელმძღვანელობა დაგპირდებათ, რომ თქვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს. თქვენი გუნდი იამაყებს საერთო გამარჯვებით, იმ კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებსაც სამსახურიდან გათავისუფლების შეეშინდათ, გადაწყვიტეს თქვენს ბრძოლას შორიდან ადევნონ თვალი და საბოლოოდ აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდნენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?