14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

13 თებერვალი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში (მათ შორის ფინანსურ და ინტიმურ სფეროებში) წარმატება გელით, თუმცა, რომელიღაც ნათესავის ქცევა გაგაღიზიანებთ. ეცადეთ, ერთფეროვანი აქტივობებით თავი არ გადაიტვირთოთ და წვრილმანების გამო არ გარისკოთ. აუცილებელი არაა, რომ ადამიანების უწესრიგობაზე მწვავე რეაქცია გქონდეთ.


კურო
ეს დღე ბედნიერ შემთხვევითობას, იოლ ფულსა და სასიყვარულო თავგადასავლებს (დევიზით „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“) განასახიერებს. გაითვალისწინეთ, რომ ბედი მხოლოდ მათ უღიმის, ვინც საკუთარ შესაძლებლობებსა და საქმეში დარწმუნებულია და წარმატებისთვის არის განწყობილი. ეს თვისებები შრომისუნარიანობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი არ გახლავთ. ასე რომ, წარბები გახსენით და სახიდან სევდიანი გამომეტყველება მოიცილეთ.


ტყუპები
ეს დღე უამრავ სიახლეს მოგიტანთ. მათი უმეტესობა ახლობელ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. სავარაუდოდ, ქაოსური დღე გელით, რადგან გარემოებათა მუდმივი ცვლა და ახალი იდეები მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მოგცემთ. ნებისმიერი მომენტი შეიძლება შესაფერისი იყოს, თუ ამას თავად მოინდომებთ. ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდით.


კირჩხიბი
გამორიცხული არაა, თქვენი ეჭვები სულიერი შფოთვის მიზეზი გახდეს. როგორი მგზნებარე სიტყვები და ძვირფასი საჩუქრებიც არ უნდა გიძღვნათ, სულის სიღრმეში პარტნიორის გულწრფელობაში ეჭვი გეპარებათ. გახსოვდეთ, სიყვარულში შეუძლებელია მოგება ან წაგება. სიყვარულში მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მონაწილეობს.  


ლომი
ეს დღე ოჯახურ მყუდროებას განასახიერებს. შესაძლოა, მთელი დღის სახლში გატარება და კარგად გამოძინება მოგინდეთ. მყუდრო ოჯახურ ატმოსფეროში შეიძლება ახალი იდეები გეწვიოთ. სასურველია, ინტერიერის განახლება და ავეჯის გადაადგილება. კარგი იქნება, თუ სახლს საფუძვლიანად დაალაგებთ. და გაალამაზებთ.


ქალწული
სახლიდან ხშირი გასვლა შეიძლება ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, რომელიღაც ნათესავი უყურადღებობის გამო გაგინაწყენდებათ. მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და გახსოვდეთ, რომ მსუბუქი ფლირტიც კი შეიძლება მოულოდნელი და უსიამოვნო შედეგით დასრულდეს.


სასწორი
ამ დღეს განსაკუთრებული ტემპერამენტით გამოირჩევით, ამიტომ თქვენი რჩეული თქვენ მიმართ ახლო ურთიერთობაში იქნება და შეეცდება, თქვენს გრძნობებს სიყვარულითვე უპასუხოს. თქვენს მშვიდ და აუღელვებელ თაყვანისმცემელში ნამდვილ ოტელოს აღმოაჩენთ. თუკი გეცოდინებათ, რა გსურთ, კონსენსუსამდე მარტივად მიხვალთ.


მორიელი
დატვირთული და მხიარული დღე გელოდებათ. პირველ რიგში, ახლობელი ადამიანების მიმართ მზრუნველობით გამოირჩევით და ეს მათ ძალიან მოსწონთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები გელოდებათ - არ გამოირიცხება რომანტიკული ნაცნობობა. თუკი დაოჯახებული ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახთან ერთად კონცერტზე წახვიდეთ ან რომელიმე გამოფენას ეწვიოთ. მოიწყვეთ რომანტიკული ვახშამი.


მშვილდოსანი
თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სტაბილური იქნება და საშიშროებას არ წარმოადგენს, უბრალოდ, შესაძლოა, ოდნავ გადაიღალოთ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი და არაჯანსაღი კვება მუდმივ დაღლილობას, რევმატიზმს, რადიკულიტს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და უამრავ უსიამოვნებას იწვევს.


თხის რქა
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. ეს დღე ოჯახთან და ახლობლებთან ერთად სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხშირად მოინახულოთ ახლობლები. ამგვარად ნათესაურ კავშირებს მოაგვარებთ. 


მერწყული
ეს დღე შესანიშნავია შეხვედრებისა და მეგობარ-ნათესავებთან ურთიერთობისთვის. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. შორეული ნათესავებისგან საჩუქრები გელოდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიპლომატიური უნარები გამოავლინოთ. ადამიანებთან ურთიერთობის დროს ისარგებლეთ ფსიქოლოგიური მაგალითებით და შეეცადეთ, სხვისი პრობლემები გაითავისოთ.


თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე პროფილაქტიკას, ჰიგიენას, სხეულის მოვლასა და გარეგნობას დაუთმოთ. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები, მიმართეთ ვარჯიშის საყვარელ სახეობას და ასევე, არ დაგავიწყდეთ დიეტა ორგანიზმის გასასუფთავებლად.

დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თავსატეხი

რომელი ჭიქა აივსება პირველად?

ფიქრობთ, რომ თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება? მაშინ კარგად დააკვირდით სურათს და დაასახელეთ ჭიქის ნომერი, რომელიც სხვებზე ადრე აივსება. ქვემოთ შეგიძლიათ შეამოწმოთ, სწორია თუ არა თქვენი პასუხი. 
იცით თუ არა...

რომელი ფერი არ არის მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს დროშაზე და რატომ?

2018 წლისთვის მსოფლიოში 195 აღიარებული ქვეყანაა და თითოეულს საკუთარი დროშა აქვს. დროშები, როგორც იცით, განსხვავებულია ფერების და ფორმების მიხედვითაც, მაგრამ არის ერთი ფერი, რომელიც არცერთ დროშაზე არ გვხვდება... 
კულინარია

სალათი „თბილისი“ - მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი

თუ გიყვართ სალათები და ეძებთ ახალ რეცეპტებს, „თბილისის“ მომზადება აუცილებლად უნდა სცადოთ!
საკნატუნო ამბები

კარგი სექსი - ეს ყველას შეუძლია!

თუკი ქალი მორცხვი და მორიდებულია, ეს ნორმალურია, მაგრამ არა ყოველთვის და ყველგან. რჩეულთან საწოლში თქვენი მორიდებულობა პარტნიორს აფიქრებინებს, რომ მის მიმართ ინტერესი არ გაქვთ. გსურთ, ნამდვილად შეუცვლელი იყოთ? მაშინ გადახედეთ რამდენიმე რჩევას.  
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

შეგინიშნავთ, რომ ბრედ პიტი ყოველთვის იმ ქალს ჰგავს, ვინც გვერდით ჰყავს?!

პიტი ქამელეონივით იცვლებოდა წლების განმავლობაში და ზუსტად ისე გამოიყურებოდა გარეგნულად, როგორც მისი შეყვარებული ან მეუღლე.
იცით თუ არა...

რატომ გაჩნდა და საიდან შემოვიდა საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია?

მიიჩნევა, რომ საქორწინო თაიგულის სროლის ტრადიცია შუა საუკუნეების ევროპაში იღებს სათავეს. სხვათა შორის, ეს სულაც არ უკავშირდება რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს. და აი, რატომ...
დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ახალი თაობა

რა არის საუკეთესო საჩუქარი ბავშვების აზრით?

მოუსმინეთ და გაიცანით: ნია ტიკარაძე, სოფია კომახიძე, ანდრია მთვარელიძე, გიორგი ყალიჩავა, ნიკოლოზ ქანთარია,  ზუკა გიორგობიანი, შაკო ჭრიკიშვილი,  ანი გიორგობიანი,  დაჩი ჩიქობავა, გუგა ჩუგუაშვილი და  რემი გიორგობიანი.
FUN-ტესტი

რას ხედავთ ფოტოზე - ულვაშიან კაცს თუ მოცეკვავე წყვილს?

იმის მიხედვით, თუ რას დაინახათ ერთი შეხედვით, თქვენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობის გაგება შეიძლება...