11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 ივლისი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ამ დღეს ცვალებადი განწყობა გექნებათ. საკუთარი თავისა და სურვილების გაგება თავად გაგიჭირდებათ. ნუ დაიწყებთ ურთიერთობების გარკვევას. თქვენ სიმშვიდე, დასვენება და სიტუაციების სხვა თვალით დანახვა გინდათ. ამგვარად, ბევრი რამ, რაც გაღელვებდათ, უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ.


კურო
დიდი კომპანიის ყურადღების ცენტრში მოინდომებთ აღმოჩენას. შესაძლოა, ამ დღეს ბავშვობის სიყვარული გაიხსენოთ. დაურეკეთ სკოლის ან სტუდენტობის მეგობრებს და შესთავაზეთ მათ ქალაქგარეთ გასვლა. 


ტყუპები
დატვირთული დღე გელოდებათ. შესაძლოა, იმდენი სტუმარი გეწვიოთ, რომ სიხარული დაღლილობაში გადაგივიდეთ. დაიმშვიდეთ თავი იმით, რომ სტუმრებთან ურთიერთობა ოჯახურ კავშირსა და სასიხარულო ღირებულებებს კიდევ უფრო გაგიმყარებთ. 


კირჩხიბი
არ გამოირიცხება, რომ საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ. საპირისპირო სქესის მქონე ადამიანისგან განსაკუთრებულ ყურადღებას იგრძნობთ, რაც სრულ ბედნიერებას მოგანიჭებთ. შეიყვარეთ, რადგან ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ თქვენთვის ეს აუცილებელია. 


ლომი
ხარჯებს ვერსად გაექცევით, თუმცა, ისიც გახსოვდეთ, რომ ამ ეტაპზე თქვენი შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე ელოდებოდით. ძვირად ღირებული ნივთების შეძენა არ ღირს. შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ მატერიალური პრობლემები, თუკი ეს სოლიდურ თანხებს არ უკავშირდება. მიიღეთ დამატებითი ცოდნა და დაიტვირთეთ ენერგიით.


ქალწული
ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდ და კომფორტულ გარემოში მოგიწევთ ყოფნა. ისარგებლეთ ამ შანსით და დაამყარეთ ადამიანებთან მეგობრული ურთიერთობები, რაც საბოლოოდ, ისევ თქვენ მოგიტანთ სარგებელს.  


სასწორი
ბედისწერა მოულოდნელ და ნაკლებად სასიამოვნო სიტუაციებს გამოგიგზავნით. მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალი გაიძულებთ მაქსიმალურად იაქტიუროთ, ბევრი იშრომოთ, თუმცა, დოკუმენტებზე მუშაობა სასურველ რეზულტატს ვერ მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გამოიჩინოთ ყურადღება მუშაობის დროს.


მორიელი
ყველანაირი შანსი გაქვთ იმისთვის, რომ მეუღლესთან ურთიერთობა უფრო სანდო და გულწრფელი გახადოთ. თქვენ შორის სულიერი კავშირი შედგება, რომელიც ძალიან გაძლიერდება, თუკი ერთმანეთთან ხშირად ისაუბრებთ. რთულ სიტუაციებში სთხოვეთ დახმარება მეუღლეს. გქონდეთ ერთმანეთის იმედი.


მშვილდოსანი
მოგზაურობის დიდი სურვილი გაგიჩნდებათ, აშკარად გჭირდებათ შთაბეჭდილებებისა და ახალი ცოდნის მიღება. ვარსკვლავები გკარნახობენ, რომ ამ ყველაფრის მიღების შანსი ნამდვილად გაქვთ. შესაძლოა, ახალი სიყვარული იპოვოთ. ნუ გაჩერდებით ერთ ადგილზე. თქვენი სწრაფვა სიმშვიდისკენ მიზნების მაქსიმალურად მიღწევაში დაგეხმარებათ.


თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ პარტნიორების მიმართ. ოჯახური მდგომარეობა გაგახარებთ და თავადაც სიამოვნებით იზრუნებთ ბავშვებსა და საყვარელ ადამიანებზე. მთავარია, არ შეაწუხოთ გარშემომყოფები თქვენი წუწუნით და არ იკამათოთ მეუღლესთან.


მერწყული
შესაძლოა, თქვენი განწყობა ოჯახის წევრებს არ მოეწონოთ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ ძალისხმევას პირადი ინტერესებისთვის არ დაიშურებთ. ამგვარად ოჯახურ მდგომარეობასაც დაალაგებთ და თქვენს წინააღმდეგ დაგეგმილ ბუნტს თავიდან აიცილებთ. იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, თქვენს ნეგატიურ ენერგიას სხვა მიმართულება მიეცით. დაგეგმეთ რემონტი, გაიხსენეთ დიდი ხნის მეგობრები და აღადგინეთ რომელიმე სასიხარულო ტრადიცია.


თევზები
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა ოდნავ დაგეძაბებათ. არ გამოირიცხება კამათი დიდი ხნის წინ შეთანხმებულ საკითხებზე. შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ, რომლებიც თქვენს გეგმებს შეცვლიან. შეკრიბეთ ადამიანები და საერთო საქმეებზე ერთობლივად იმუშავეთ. ამის ნიჭი უდავოდ გაქვთ. 

საკნატუნო ამბები

გადადეთ ყველანაირი საქმე და ნახეთ ეს მომნუსხველი 20 კადრი

თვალი შეავლეთ სამყაროს, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია.
საკნატუნო ამბები

ქალის სხეულის არქიტექტურა

ფოტოპროექტი, სახელწოდებით „თეთრი კვადრატი“, ისე გამოიყურება, თითქოს ავტორმა კომპოზიციები ნახაზებისა და ხელსაწყოების დახმარებით შექმნა.
დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

დაუვიწყარი ტატუ, რომელიც კვალს არამხოლოდ სხეულზე ტოვებს...

ახალ ზელანდიაში ცხოვრობს ადამიანი, რომლის სხეულის თითქმის 100% ტატუთია დაფარული. თუმცა 2-სანტიმეტრიანი ტატუც კი შეიძლება, პატრონისთვის შეუცვლელად იქცეს.
საკნატუნო ამბები

თუ გაოცების გრძნობა ჯერ კიდევ არ დაგიკარგავთ...

ოდესმე ცეცხლმოკიდებული ყინულის გამოქვაბული გინახავთ? XV საუკუნის მონეტებით სავსე გიგანტური ქილა? თითქმის 100 წლის 10-დოლარიანი კუპიურა? თუ - არა, მაშინ ნახეთ ჩვენი ფოტონაკრები.
იცით თუ არა...

10 საინტერესო ფაქტი, რომლებიც სამყაროს სხვაგვარად დაგანახვებთ

ჩვენი პლანეტა უამრავ საიდუმლოს მალავს. იცოდით, რომ ვეშაპის გული იმდენად დიდია, რომ ადამიანს შეუძლია მის არტერიებში იცურაოს?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც კაცები ჭკუიდან გადაჰყავთ

ზოდიაქოს ნიშნებს შორის არიან ისეთები, რომლებიც კაცებს უბრალოდ ჭკუას აკარგვინებენ.
FUN-ტესტი

აირჩიე სიმბოლო და მიიღე სულიერი გზავნილი!

ზოგჯერ უმცირესი მინიშნება გვჭირდება, რათა ვიცოდეთ სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა, ანდა ცვლილებების დრო დადგა თუ არა...
თავსატეხი

ვისაც გონების გავარჯიშება გწყურიათ, დაითვალეთ

სურათზე 4 კამათელია. ჩვენ ვხედავთ 4 ზედა და 5 გვერდითა გვერდს. ჩვენ მიერ დანახული წერტილების რაოდენობა 30-ს უდრის. ჩვენს წინ მჯდომი მოთამაშეც 5 გვერდითა გვერდსა (რომლებიც ჩვენთვის უხილავია) და 4 ზედა გვერდს (რომლებსაც ჩვენც ვხედავთ) ხედავს. როგორ ფიქრობთ, რამდენ წერტილს ხედავს ჩვენს წინ მჯდომი მოთამაშე, თუკი მათი რაოდენობა 30-ს არ უდრის?
საკნატუნო ამბები

გრძელი სკამით „მოყოლილი ისტორიები“... (12 ფოტო)

დაფიქრებულხართ, რამდენ ისტორიას, ამბავს, ემოციასა და მოგონებას იტევს ეს გრძელი სკამი?!
საკნატუნო ამბები

გსურთ, მოეწონოთ ქალებს? მაშინ ატარეთ წითელი სამოსი

მოდით, აქედანვე შევთანხმდეთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად თოვლის ბაბუის ფორმა არ გამოგადგებათ.