ვერძი
დიდი დატვირთვა შესაძლოა თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისხოს, თუმცა სერიოზულ პრობლემებამდე საქმე არ მივა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ დაივიწყებთ, რომ ორგანიზმის შესაძლებლობები ამოუწურავი არაა.
კურო
სავარაუდოდ, ობიექტური სირთულეების გაუთვალისწინებლად დააპირებთ მშენებლობში ფულის დაბანდებას. ამ დღეს ფიქრისთვის ბევრი დრო არ გაქვთ, ამიტომ ერიდეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას. დიდი რისკია, რომ თაღლიღების მსხვერპლი გახდეთ.
ტყუპები
ამ დღის ნეგატიურმა ტენდენციებმა შესაძლოა სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ, თუმცა ბიზნესპარტნიორებთან კონფლიქტი არ გელით. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში მეტი იაქტიუროთ. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ და რაღაცით უკმაყოფილოები არიან.
კირჩხიბი
ექსპერიმენტებისთვის შესაფერისი დღე არაა. ამ დღეს პლასტიკური ოპერაციების კეთება და იმიჯის მკვეთრი შეცვლა არ შეიძლება. გაუმართლებელი რისკი აუცილებლად კრახით დასრულდება პროფესიულ სფეროშიც, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ.
ლომი
კარგი დღეა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობისთვის. ასევე ბიზნესის, განათლების მიღებისა და ახალ ნაცნობებთან ურთიერთობის კუთხითაც. შეგიძლიათ, თამამად მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს, განსაკუთრებით თუ ისინი თქვენს გამოგონებას და თანამოაზრეთა შემოკრებას ეხება.
ქალწული
ამ დღეს ქალწულები განსაკუთრებით თავდაჯერებულები იქნებიან სწრაფად მოახდენენ რეაგირებას ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე. კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით, როცა გამოცდას გამძლეობაზე ღირსეულად ჩააბარებთ.
სასწორი
პლანეტების განლაგება აქტიურობას და მიზანსწრაფულობას შეამცირებს და ამ დღეს სასწორებს ინერტულებს გახდის. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფებს თქვენი ასეთი მდგომარეობა საშინლად არ მოსწონთ, მშვიდად იმუშავეთ, ინიციატივას ნუ გამოავლენთ და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ.
მორიელი
წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, რომელიც შემოსავალს მოგიტანთ და საშუალებას მოგცემთ ყველაზე თამამი მიზნები განახორციელოთ. სახლისთვის მსხვილ შენაძენს გააკეთებთ და რემონტისთვის ფულიც დაგრჩებათ. წარმატება ცვალებადია და არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ამიტომ გირჩევთ, უზრუნველი მომავლისთვის ფული მომგებიან საქმეში დააბანდოთ.
მშვილდოსანი
ქვეყანაში არსებულმა სოციალურმა პრობლემებმა შეიძლება ფინანსური კრიზისი და პოლიტიკური არასტაბილურობა მოიტანოს. შექმნილი ვითარება მშვილდოსნების კეთილდღეობაზე არასახარბილოდ აისახება. თუ გსურთ, საკუთარი პოტენციალი ბოლომდე გამოიყენოთ, გამუდმებით ახლის ათვისებისკენ უნდა ისწრაფოდეთ, განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდა ხართ.
თხის რქა
გამორიცხული არაა, რომ პიროვნული განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად რისკზე წასვლა მოგიწიოთ. ნუ გეშინიათ, რომ უფსკრულის პირას აღმოჩნდებით. გადარჩენის თანდაყოლილი ინსტიქტი საფრთხისგან გიხსნით.
მერწყული
კრიტიკული და წარუმატებელი დღეა, რომელმაც შეიძლება სტრესის ზღვრამდე მიგიყვანოთ. კარგი იქნება, თუ ვიტამინების კომპლექსს მიიღებთ და ბალახეული ნაყენებით ნერვებს დაიმშვიდებთ. გირჩევთ, კვირაში ერთხელ ზღვის მარილის ან არომატული ეთერზეთების აბაზანა მიიღოთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესის შემდეგ.
თევზები
ამ დღეს თევზებს საშუალება ექნებათ, საზოგადოებას საკუთარი მიღწევები გააცნონ და აღიარებას მიაღწიონ. სხვების ინიციატივას ნუ დაელოდებით. ეცადეთ, თავად მიაღწიოთ შეთანხმებას. პირველები გადით კონტაქტზე და თუ საჭიროა, „მიმწოლი“ და მომბეზრებელიც გახდით.