29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

28 დეკემბერი 21:00, 2018 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ეს დღე განსჯისა და ძალების კონცენტრაციის ნიშნით ჩაივლის. თქვენ შეძლებთ, საკუთარი თავი ფინანსურ და სამეწარმეო საქმიანობაში წარმატებით წარმოაჩინოთ. ფინანსებთან და შეძენასთან დაკავშირებულ საქმეებში წარმატება გელით. პროფესიულ საქმიანობაში უმჯობესია, ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იხელმძღვანელოთ და გაუმართლებელ რისკს მოერიდოთ.


კურო
დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის მეგობრებისა და ახლობლების დახმარება დაგჭირდებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუნდაც საქმე ადვილი გეჩვენებოდეთ. ბოლო მომენტში სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. პრინციპულობა, ოპტიმიზმი, მოთმინება და წარმატება თქვენს მხარეს იქნება.


ტყუპები
 თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია უეცარი შემობრუნება. წინდახედულება და ინტუიცია მოგების მიღებაში დაგეხმარებათ. სარისკო საქმეც კი დიდ შემოსავალს მოგიტანთ, თუ დროულად შეჩერებას შეძლებთ. იღბალი თქვენს მხარეზეა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ზოგჯერ სიკეთეს სიკეთით არ პასუხობენ, ამიტომ ფრთხილად იყავით, იმედგაცრუება გელით.


კირჩხიბი
თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გავლენიანი პირების მხარდაჭერა უნდა მოიპოვოთ. ექსპერიმენტებს ერიდეთ და ძველი, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედეთ, ასეთ შემთხვევაში წარმატება თქვენ დაგრჩებათ. პატარა ოჯახური უსიამოვნებები გელით. მოთმინებით აღიჭურვეთ და ახლობელ ადამიანებთან შექმნილ სირთულეებს მალე გადალახავთ.


ლომი
ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებსა და შენაძენში წარმატება გელით. გარშემომყოფი ადამიანების მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობა ფინანსურ ან კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.


ქალწული
ეს დღე საღი აზრისა და ძალების კონცენტრაციის ნიშნით ჩაივლის. პარტნიორული ურთიერთობები გააქტიურდება. თქვენ აუცილებლად შეძლებთ ფინანსურ ან სამეწარმეო საქმიანობაში წარმატების მიღწევას. თავისუფალი დრო ხელოვნებას დაუთმეთ. სულიერი კომფორტისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახში ემოციურ განწყობას.


სასწორი
მთლიანობაში სასიამოვნო დღეა. დღის პირველი ნახევარი სავსე იქნება ენერგიითა და დადებითი ემოციებით, თუმცა დღის მეორე ნახევარში საკუთარი თავით უკმაყოფილო დარჩებით. შესაძლოა, ეს თქვენთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდეს და მარადიულ თემებზე დაგაფიქროთ. ჰარმონიული ურთიერთობების მისაღწევად, ეგოიზმის გამოვლენას ერიდეთ. ამ დღეს საყვარელ ადამიანთან განშორება არასასურველია.


მორიელი
ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კოლეგების აზრსა და უფროსის საქმიან წინადადებებს. მოსალოდნელია წარმატებული მოლაპარაკება და მომგებიანი გარიგება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი და მოულოდნელი შეტყობინება გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება. პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ხელიდან ნუ გაუშვებთ საკუთარი შეცდომების გამოსწორების საშუალებას.


მშვილდოსანი
ცხოვრების მოულოდნელი ცვლილება გელით, თუმცა შესაძლოა, ცვლილება ნეგატიური იყოს. სავარაუდოდ, მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი და ცნობისმოყვარეობა გაიძულებთ, უტოპიური მიზნებისთვის სარისკო ნაბიჯი გადადგათ. ფრთხილად იყავით, მოსალოდნელია იმედგაცრუება და სრული ფიასკო არა მარტო სამსახურებრივ, არამედ პირად ცხოვრებაშიც.


თხის რქა
ამ დღეს წარმატება გელით ფინანსურ და სამეწარმეო საქმიანობაში. სამსახურში უამრავი საქმე დაგროვდა, რომელთანაც მხოლოდ თქვენ შეძლებთ გამკლავებას. თქვენი აქტიურობა და საქმიანი განწყობა უფროსს ან საქმიან პარტნიორს შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. გირჩევთ, თავისუფალი დრო შემოქმედებას დაუთმოთ.


მერწყული
თქვენი იღბლიანი პერიოდი გრძელდება. სასიცოცხლო აქტიურობა კულმინაციას აღწევს. თამამად იარეთ წინ - თანდაყოლილი მომხიბვლელობა და ლოიალობა დაგეხმარებათ სხვადასხვა კონფლიქტის გადაჭრაში. უარს ნუ იტყვით დახმარებაზე, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს.


თევზები
სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით, თუმცა ამაში თავად იქნებით დამნაშავე. გამორიცხული არაა, თქვენი ემოციურობითა და კაპრიზებით ყველა გადაღალეთ. ეცადეთ, ამ თვისებებისგან გათავისუფლდეთ. დღის მეორე ნახევარი აქტიურ ოჯახურ დასვენებასა და სპორტს დაუთმეთ. გაითვალისწინეთ, რომ კვირის ბოლოს სერიოზული პრობლემები გელით.


 

საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...