4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს ბედი გაუღიმებს შემოქმედებითი პროფესიების, მოსწავლე და პედაგოგ ვერძებს. მშვენიერი პერიოდია საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული ვერძებისთვის. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. გამორიცხული არაა, რომ შეთავაზება მიიღოთ, რომელიც მოღვაწეობის სფეროს შეგაცვლევინებთ. სჯობს, საკუთარი იდეების შესახებ რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ.


კურო
ჰარმონია და სიყვარული, რომელიც თქვენს სახლში სუფევს, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. თავდაჯერებულობა ურთულესი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ნუ ცდილობთ ყველა პრობლემის ერთად მოგვარებას. ცხოვრება თავად გიკარნახებთ სიტუაციიდან ყველაზე სწორ გამოსავალს.


ტყუპები
თქვენი მდიდარი წარმოსახვის უნარი და ბობოქარი ენერგია მოღვაწეობის სფეროს შეცვლას ან გრძელვადიანი გეგმების შედგენას  გაიძულებთ. შეუფერებელი დღეა ინტიმური შეხვედრებისთვის. შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ.  


კირჩხიბი
ამ დღეს მაღალია კონფლიქტური სიტუაციების რისკი. თუნდაც უფროსის პოზიციას არ ეთანხმებოდეთ, კარის გაჯახუნებას არ გირჩევთ, რადგან ეს თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე ცუდად აისახება. სახლში მოსალოდნელია სკანდალი - ბრალს დაგდებენ იმაში, რაც არ ჩაგიდენიათ. ურთიერთგაგების სრული დეფიციტია, ამიტომ გირჩევთ, განმარტოვდეთ. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ.


ლომი
მშვენიერი დროა დასრულებული საქმეების შეფასებისა და ახალი გეგმების შედგენისთვის. ენერგიულობისა და მომხიბვლელობის წყალობით, ახალ ნაცნობებს შეიძენთ და ახალ მოკავშირეებს გაიჩენთ. ემოციებით სავსე ხართ, ამიტომ ინტუიციას ნუ ენდობით. სამომავლო გეგმები გონივრულად შეადგინეთ და თუ საჭიროდ მიიჩნევთ, მეგობრებს რჩება ჰკითხეთ.


ქალწული
პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარმატება. ხელსაყრელი დღეა ხელოვანი ადამიანებისთვის. გამორიცხული არაა, რომ მოჭარბებული ენერგიის წყალობით პროფესიული საქმიანობის სფერო შეცვალოთ ან გრძელვადიანი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. საკუთარი იდეები მხოლოდ საღი აზრითა და ლოგიკით შეაფასეთ.


სასწორი
აქტიური, შემოქმედებითი დღეა. გამორიცხული არაა, რომ ახალი, საინტერესო საქმე წამოიწყოთ. ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ და ცდუნებებს არ აჰყვეთ. ეს თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაართულებს.


მორიელი
პოზიტიური დღეა, სასიცოცხლო ენერგიით სავსე ხართ. იმედიანი განწყობა, საკუთარი ძალების რწმენა და მომავლის იმედი ყველასგან გამოგარჩევთ და წარმატებისთვის განგაწყობთ.


მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა, განსაკუთრებით მშვილდოსანი ქალებისთვის. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, თუმცა შესაძლოა, თქვენმა პირდაპირობამ და გულახდილობამ თქვენს საწინააღმდეგოდ იმუშაოს - ბევრ მამაკაცს შიშველ სიმართლეს ლამაზი ტყუილი და პირფერობა ურჩევნია. მშვილდოსან მამაკაცებს ჯილდოს, მოგების ან საჩუქრის მიღების შანსი აქვთ. პარტნიორის მიმართ გაორებულ გრძნობებს განიცდით, რამაც შესაძლოა, შინაგან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ.


თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში წარუმატებლობა გელით, რასაც შესაძლოა, დეპრესია და პესიმიზმი მოჰყვეს. გამორიცხული არაა, რომ პროფესიული საქმიანობის შეცვლა ან გრძელვადიანი გეგმების შედგენა გადაწყვიტოთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები კრიტიკულად შეაფასოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის. მთავარია, ცივი გონებით შეაფასოთ შექმნილი სიტუაცია და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ. შესაძლოა, ამ დღემ მთელი წლის პროფესიულ ურთიერთობებზე მოახდინოს გავლენა. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება, შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ.


თევზები
მთლიანობაში სასიამოვნო დღეა, თუმცა დღის ბოლოს საკუთარი თავით უკმაყოფილო იქნებით და ამის მიზეზი რეალობასთან შეუსაბამო სურვილებია. მთელ დღეს ჭეშმარიტებისა და მარადიული ფასეულობების ძიებაში გაატარებთ, რაც გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ. ახალგაზრდა თევზები ეგოისტ ადამიანებს უნდა ერიდონ, რადგან არსებობს მათზე დამოკიდებულობის რისკი. თქვენი ცვალებადი განწყობის გამო, ახლობელი ადამიანები დისკომფორტს იგრძნობენ.

დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.