11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
რთული და დაძაბული დღეა. გირჩევთ, ნებისმიერ პრობლემას, შეთავაზებასა და ნაცნობობას ფრთხილად და წინდახედულად მიუდგეთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სიახლეებსა და ცვლილებებს და მოაწესრიგეთ დოკუმენტები.


კურო
მამაკაცებისთვის გადაღლა და ნერვიული დაძაბულობა შეიძლება სტრესისა და დაავადების მიზეზი გახდეს. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, დაიცვათ დასვენებისა და ძილის რეჟიმი.


ტყუპები
ეს დღე შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ერიდეთ ნერვიულობასა და გადაღლას, რაც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს.


კირჩხიბი
ნელ-ნელა სიტუაცია სტაბილური ხდება. დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და თანხმობა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. ეს ორივეზე სასიკეთოდ იმოქმედებს და კვირის ბოლომდე ენერგიითა და სიყვარულით აგავსებთ.


ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სასურველი შეხვედრები, სასიამოვნო სიახლეები და კომპლიმენტები. კარგი განწყობა დაგეხმარებათ სანაცნობო წრის გაფართოებაში, პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაში და პირადი კავშირების გამტკიცებაში. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, საკუთარმა ამპარტავნებამ პრობლემები შეგიქმნათ.


ქალწული
ნეგატიური დღეა. ინტრიგები, შური, მოულოდნელი წინააღმდეგობა გეგმის განხორციელებაში ხელს შეგიშლით. შესაძლოა, მეგობრების, ნათესავების ან გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ. მოიშორეთ ბნელი აზრები და ეცადეთ, მთელი დღე ბუნებაში გაატაროთ. სავარაუდოდ, მომავალი დღე მძიმე იქნება, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოიძინოთ.


სასწორი
მძიმე დღეა. გაფრთხილებთ, გადაღლა და ნერვიულობა შეიძლება სტრესისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობებისგან. ეს ხანმოკლე ურთიერთობა იქნება.


მორიელი
ქაოსური დღეა, რომელსაც ილუზიები და იმედგაცრუება ახლავს. მოიშორეთ შური და ბოროტება, განდევნეთ ბნელი აზრები. დამშვიდდით და გახსოვდეთ, უსაფუძვლო ფორიაქი ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.


მშვილდოსანი
მძიმე დღეა. თქვენი ენერგეტიკული, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი ისევ შემცირებულია. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ. ეცადეთ, ძალები მოიკრიბოთ და გარშემომყოფ ადამიანებთან დამოკიდებულებაში ჩამოყალიბდეთ. გირჩევთ, საყვარელ ქალს ყვავილების თაიგული აჩუქოთ. ქალებს შესაძლოა, პარტნიორთან ურთიერთობა გაურთულდეთ. შესაძლოა, თქვენმა ემოციურობამ, ცინიკურობამ ან საეჭვო კულინარიულმა შესაძლებლობებმა პარტნიორის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა იუმორის გრძნობა და თბილი ამბორი სიტუაციას გაანეიტრალებს.


თხის რქა
რთული დღეა, რომელიც სულიერ განწმენდასა და ზნეობრივი ფასეულობების შეცნობას უკავშირდება. გირჩევთ, ახალი შემოსავლის წყაროები ეძიოთ, თუმცა საეჭვო შეთავაზებებს უარით უპასუხეთ.


მერწყული
ეს დღე შეიძლება, ძალიან მძიმე გადმოდგეს. ხანდაზმული მერწყულებისთვის გადაღლა და ნერვიულობა შეიძლება სტრესისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს. პირად ცხოვრებაში წარუმატებლობა გელით - შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი ერთმანეთის მიმართ გრძნობების გაცივებაში გადაიზარდოს.


თევზები
ერიდეთ გადაღლასა და ნერვიულობას. განსაკუთრებული სიფრთხილე ავტომოყვარულებს მართებთ. შესაძლოა, დაუცველობის გრძნობამ და ცუდმა წინათგრძნობამ შეგაწუხოთ. მოიშორეთ შავბნელი ფიქრები და ეცადეთ, განიტვირთოთ, თუმცა სისულელეებში ფულის გადაყრა არ ღირს.

საკნატუნო ამბები

ვარსკვლავები, რომლებიც გადაღებებზე უგონოდ თვრებიან

ჰოლივუდური ხუმრობა: „თუ მსახიობები სვამენ ვისკის, ეს ცივი ჩაია, და თუ სვამენ ცივ ჩაის, ეს ვისკია“.
საკნატუნო ამბები

რატომ არ უნდა დაკავდეთ სექსით მხოლოდ „ჯანმრთელობისთვის“

სექსი არ უზრუნველყოფს იდეალურ ფიგურას, წარმოუდგენლად სუფთა კანსა და ცხოვრებას სტრესების გარეშე.
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 დედა, რომლებსაც სამშობიაროში შვილები შეუცვალეს

უყურებ დედების ამ თბილ ფოტოებს თავიანთ „ნაშიერებთან“ ერთად და ხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როცა ხელმარჯვე ოსტატებს გემოვნების ნატამალი არ გააჩნიათ...

ზოგს ეს იდეები თამამად მოეჩვენება, ზოგს - ცოტა ექსტრავაგანტურად, მაგრამ ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება - ამ „შედევრებს“ გულგრილად ვერ ჩაათვალიერებთ!
საკნატუნო ამბები

საკვები სოდის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი

საკვები სოდა - ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური საშუალება. მას იყენებენ კულინარიაში, სხვადასხვა მეცნიერულ ექსპერიმენტში, დაწესებულების დალაგებისას. შესაბამისად, დიასახლისებს სოდა ყოველთვის აქვთ შემონახული კარადაში. 
საკნატუნო ამბები

რა გავლენას ახდენს კბილების გახეხვა ერექციაზე?

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაცებს, რომლებიც კბილებს დღეში 2-ჯერ (და მეტჯერ) იხეხენ, ერექციული დისფუნქცია არ ემუქრებათ.
დღის ჰოროსკოპი

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...
დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს საინტერესო აქციას და ახალ პირობებს სთავაზობს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ზამთრის საბურავებს, კერხერის ბრენდის სარეცხ დანადგარებს და მტვერსასრუტებს 30%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.