19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 იანვარი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კომერციული საქმიანობისთვის შესაფერისი დღეა, თუმცა სარისკო მოქმედებებისგან თავი უნდა შეიკავოთ, რადგან ზარალი მნიშვნელოვანი იქნება. ერიდეთ ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს. ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობა თქვენს საზიანოდ დასრულდება.


კურო
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია სამსახურებრივი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას გამოცდა ელის. გამორიცხული არაა ტრავმა ან ავადმყოფობა, რაც თქვენს რომანტიკულ ურთიერთობებს დაბრკოლებად ექცევა. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ მეგობრებთან და პარტნიორულ ურთიერთობაში.


ტყუპები
მშვენიერი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და წყლის პროცედურების ჩატარებისთვის. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ ცხოველური ცხიმებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან. აუზში, აბანოში ან სატრენაჟორო დარბაზში ვიზიტი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კამათი ახლობელ ადამიანებთან. გაითვალისწინეთ, რომ ზოგჯერ კამათში გამარჯვება დამარცხებაზე უარესია.


კირჩხიბი
ახალი კონტრაქტებისა და საქმიანი მოლაპარაკებების გაფორმებისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საკითხში დაარწმუნოთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი შეთანხმებების მიღწევას შეძლებთ. შესანიშნავი დღეა ქორწინებისა და ახალი სამსახურის დაწყებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ წინ სერიოზული საქმეები გელით, ამიტომ კარგი დასვენება გჭირდებათ.


ლომი
ეს დღე უამრავ ცდუნებას გიმზადებთ, თუმცა გამარჯვებული თქვენ დარჩებით. წინააღმდეგობა, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ, თქვენს დაფარულ შინაგან ძალებს გააღვიძებს, ამიტომ ამჟამად ნებისმიერი საგმირო საქმე ხელგეწიფებათ. ეცადეთ, ემოციები დაიოკოთ.


ქალწული
ემოციური თვალსაზრისით სახიფათო დღეა. გირჩევთ, ყველა დაგეგმილი ვიზიტი გადადოთ და ეს დღე სახლში, საკუთარ ოჯახთან გაატაროთ. ტაქტიანობა და მოთმინება ოჯახში სიმყუდროვის, სულიერი სითბოსა და ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ნუ დაივიწყებთ სრულფასოვანი დასვენების აუცილებლობას, რაც ამჟამად ძალიან გჭირდებათ. ამ დღეს საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.


სასწორი
შესაძლოა, უსიამოვნო მოულოდნელობებს შეეჯახოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ თქვენმა რეაქციამ ვითარება უფრო დრამატული გახადოს. შინაგანი თავისუფლებისკენ სწრაფვა სერიოზულ გავლენას მოახდენს ოჯახურ ურთიერთობებზე.


მორიელი
ხალისიანი და დასამახსოვრებელი დღე გელით. თავს მშვიდად, ლაღად და ბედნიერად გრძნობთ. ყველა შენაძენი, რომელსაც დღეს გააკეთებთ, წარმატებული იქნება. გირჩევთ, ინტენსიური თერაპიის კურსი დაიწყოთ.


მშვილდოსანი
პასიური დღეა. გირჩევთ, ის მარტოობასა და სულიერ პრობლემებზე ფიქრში გაატაროთ. მცდარი ინფორმაციის ან არაკეთილმოსურნეთა მაქინაციების გამო, პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. დასახული მიზნის მისაღწევად სიმშვიდე, მოთმინება და ზუსტი გათვლა გჭირდებათ.


თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს ახალი საქმიანი ნაცნობობა გელით, რომელიც მომავალში დაგეხმარებათ. საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ადამიანების პოვნის უნარი წარმატებასა და აღიარებას მოგიტანთ. ეცადეთ, რომ თქვენი ყოველი მოქმედება რეალურ გათვლებზე იყოს დამყარებული.


მერწყული
პასიური დღეა. გირჩევთ, აქტიურობა შეამციროთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ინტუიცია საგრძნობლად გააქტიურდება და თქვენ შეძლებთ, გარემოცვის განწყობა ამოიცნოთ. ეს დაგეხმარებათ რთულ სიტუაციებში სწორი ორიენტირების პოვნასა და საკუთარი მომავლის განსაზღვრაში.


თევზები
ეს სიყვარულის დღეა! დაივიწყეთ ყველა პრობლემა და მთლიანად სიყვარულის მორევში გადაეშვით. ყოველი წუთით დატკბით, რადგან ასეთი წუთები ცხოვრებაში ბევრი არაა. ამ დღეს შეძლებთ თქვენი საუკეთესო თვისებების: თანაგრძნობის, ერთგულებისა და უანგარობის გამოვლენას.


 

საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ ატარებენ ბავშვები თავისუფალ დროს

გაიცანით: ალექსანდრე კონცელიძე, ნიკუშა ჩხეტიანი, დავით პეტრიაშვილი, ლევან კოხოძე, ლუკა დათებაშვილი, ლაშა აბდუშელიშვილი და ნინუცა დათებაშვილი.
კულინარია

ყველის წვნიანი ბარდით

თუ ტრადიციული წვნიანები მოგბეზრდათ, დააგემოვნეთ ეს სიახლე - ყველის სუპი ბარდითა და ლაფშათი მთელ ოჯახს დაანაყრებს და არც ძვირი დაგიჯდებათ.
საკნატუნო ამბები

გამოიცნობთ, რომელი სექსპოზაა ყველაზე პოპულარული?

ყველა ქვეყანას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საინტერესოა, მოქმედებს თუ არა ეს წესი საწოლში?   
დღის ჰოროსკოპი

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...