ვერძი
კრიტიკული დღეა. ტყუილი იმედები და პარტნიორებში იმედგაცრუება საქმიან კონტაქტებზე ნეგატიურად აისახება. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან საქმის გარჩევას. გამორიცხული არაა ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. ეცადეთ, ყურადღება თქვენი პრობლემებიდან ახლობელი ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ.
კურო
სავარაუდოდ, საქმეები და პრობლემები გაიძულებთ, მაქსიმალური აქტიურობა და შრომისმოყვარეობა გამოავლინოთ. დღის პირველ ნახევარში დასვენების შესახებ უნდა დაივიწყოთ, სამაგიეროდ, საღამოს საშუალება მოგეცემათ ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. დასვენება, საინტერესო საუბრები და მსუბუქი ფლირტი დაღლილობის საუკეთესო წამლად იქცევა.
ტყუპები
წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, ცილისწამება და ტყუილი კოლექტიურ საქმიანობასა და სულიერ განვითარებაში ხელს შეგიშლით. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. შესაძლოა, ახალმა იდეებმა თქვენს მსოფლმხედველობაზე გავლენა მოახდინოს. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული პაემანი თქვენს ემოციურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
კირჩხიბი
აქტიური დღეა. დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ დასვენების შესახებ დაივიწყოთ, თუმცა საღამოს აუცილებლად გაერთეთ. ეცადეთ, შეურაცხყოფა არავის მიაყენოთ და თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.
ლომი
კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია და საქმის მიმდინარეობით უკმაყოფილება. დაღლილობა და სულიერი დისკომფორტი შეგაწუხებთ. მამაკაცებს სასიყვარულო თავგადასავალი ელით, რომელიც, ტკივილისა და იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოიტანს. ქალებს პარტნიორთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და ყურადღება მართებთ. გამორიცხული არაა ტყუილი და ღალატი.
ქალწული
უკიდურესად ნეგატიური დღეა. უთანხმოება და არაკეთილმოსურნეთა ცილისწამება ოჯახში წონასწორობას და ჰარმონიულ ურთიერთობებს დაარღვევს. უარი თქვით უცნობ და თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაზე. გაითვალისწინეთ, რომ უცხო ადამიანების გავლენა ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ. ნეგატიური ტენდენციების შემცირება მხოლოდ მაღალი ზნეობრივი თვისებებით არის შესაძლებელი.
სასწორი
წინააღმდეგობრივი დღეა. თუ გსურთ, რომ უსიამოვნებები აირიდოთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ. ადამიანებმა, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ნეგატიური როლი შეასრულონ. შესაძლოა, ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს იმიჯიზე გავლენას მოახდენს. გირჩევთ სამომავლო გეგმები არავის გაუზიაროთ.
მორიელი
კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავი დღეა. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ახალი საქმის დაწყებამდე, ჯობს, ძველი დაასრულოთ. არსებობს ფულადი მოგების შანსი.
მშვილდოსანი
თქვენმა აქტიურობამ და ენთუზიაზმმა შესაძლოა, ოჯახური კომფორტისა და მატერიალური კეთილდღეობისთვის შესანიშნავი პირობები შექმნას. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. შესაძლოა, შეხვედრა ან ზეიმი ვიღაცის არაკორექტულმა გამოხტომამ გააფუჭოს. სიზმარში ნანახი არავის არ უნდა გაუმხილოთ.
თხის რქა
ამ დღეს ცდუნებებთან გამკლავება მოგიწევთ. რაღაც ისეთი მოხდება, რაც თქვენს საქმეებზე ან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს. უთანხმოება და საკუთარი პოზიციის ჯიუტად დაცვა პარტნიორთან თქვენს ურთიერთობას გაართულებს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების შესუსტებას მხოლოდ მაღალი ზნეობრივი თვისებებით შეძლებთ.
მერწყული
დღის პირველმა ნახევარმა შეიძლება დარდი და იმედგაცრუება მოგიტანოთ. მოსალოდნელია ნათესავებთან კონფლიქტი. ზოგიერთებს უფროსი ნათესავების გამუდმებული რეკომენდაციები გააღიზიანებთ. დღის მეორე ნახევარში სიმშვიდეს მოიპოვებთ.
თევზები
ამ დღეს ბევრი თავსატეხი გელით. ყურადღებით დააკვირდით თქვენს გარემოცვაში გამოჩენილ ახალ ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გელით, ამიტომ ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.