12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 მარტი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ვერძ მამაკაცებს სასიამოვნო პაემანი ელით. კარგი იქნება, თუ საკუთარ თავსა და ახლობელ ადამიანებს პატარა ზეიმს მოუწყობთ, მაგრამ ეცადეთ, საკვები და სპირტიანი სასმელები ზომიერად მიირთვათ. ქალებს ოჯახური საქმეები ელით. შესაძლოა, ბოლო დღეების გადაუჭრელმა პრობლემებმა თავი შეგახსენოთ. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.


კურო
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, გეგმების განხორციელებაში სხვა ადამიანებიც ჩართოთ. ვარსკვლავები დასახული მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი ბუნებაში, მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ. გაუზიარეთ საკუთარი იდეები ახლობელ ადამიანებს, ისწავლეთ და ასწავლეთ, გამოიჩინეთ სიუხვე და საჩუქრები დაარიგეთ. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.


ტყუპები
ბიზნესში დასაქმებულ ტყუპებს წარმატება ელით. მოსალოდნელია შორეული მგზავრობა, მოგზაურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები. გამორიცხული არაა ძველი რომანის განახლება ან ახალი რომანის დაწყება. მზად იყავით იმისთვის, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობა ხასიათს გაგიფუჭებთ. კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი სიმხნევესა და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.


კირჩხიბი
ეს დღე მოწყალებას, დახმარებასა და განკურნებას უკავშირდება. შესაძლოა, თქვენს დახმარებას ელიან კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები. ბოლო დღეების უსიამოვნო მოვლენები თავს შეგახსენებენ. თუ უძილობამ შეგაწუხათ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ ან თბილი აბაზანა მიიღეთ. ორიდან ერთ-ერთი საშუალება აუცილებლად დაგეხმარებათ.


ლომი
მამაკაცებს სასიამოვნო პაემანი ელით. კარგი იქნება, თუ რჩეულის პატივსაცემად პატარა წვეულებას გამართავთ, მაგრამ ეცადეთ, სპირტიანი სასმელები ზომიერად მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. ქალები ცდილობენ, საკუთარი ძალები ოჯახურ მოვალეობებსა და საზოგადოებრივ საქმიანობას შორის თანაბრად გადაანაწილონ.


ქალწული
შესანიშნავი დროა კომერციული გარიგებებისთვის, შოპინგისა და სარისკო ოპერაციებისთვის. ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით. გამორიცხული არაა ძველი რომანის განახლება ან ახლის დაწყება. შესაძლოა, მამაკაცებს ბოლო დღეების პრობლემებმა ან ვალებმა თავი შეახსენოთ.


სასწორი
არცთუ ისე სასიამოვნო დღეა. თუ შვებულების ან დასვენების საშუალება მოგეცათ, აუცილებლად გამოიყენეთ, თორემ დეპრესიაში ჩავარდებით. პირად ცხოვრებაში გადაჭარბებულმა ემოციურობამ შესაძლოა, იმედგაცრუება ან კონფლიქტები გამოიწვიოს. ერიდეთ, ამპარტავნებასა და ეგოიზმს და მხოლოდ სასიამოვნოზე იფიქრეთ.


მორიელი
ეს დღე ზარალსა და დანაკარგს უკავშირდება. ფინანსური მდგომარეობა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუარესდება. უახლოესი დღეების მანძილზე ფულადი შემოსავლის იმედი ნუ გექნებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვალის აღებას ეკონომიურად ცხოვრება ჯობია. ამ დღეს სიყვარულში იმედგაცრუება გელით.


მშვილდოსანი
სავაჭრო და სარისკო ოპერაციებში წარმატება გელით. მოსალოდნელია შორეული მგზავრობა, მოგზაურობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. დაუსრულებელი საქმეები და მოუგვარებელი პრობლემები თავს შეგახსენებთ. გამორიცხული არაა ახალი რომანის დაწყება ან ძველის განახლება.


თხის რქა
სულიერი სრულყოფისთვის შესაფერისი დღეა. შესაძლოა, მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვის გამო ვითარების რეალურად შეფასება ვერ მოახერხეთ. ეცადეთ, ყველასთან ურთიერთობა მოაგვაროთ, ვისთანაც ამ დრომდე კონფლიქტი გქონდათ. ეცადეთ, თხოვნას უარით არ უპასუხოთ, ნაკლები სიძუნწე და ეგოიზმი გამოიჩინეთ.


მერწყული
შესაძლოა, ამ დღეს გარე სამყაროსგან გაუცხოება იგრძნოთ. როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ მოთმინება და თავშეკავება, რომ ყველაფერი ერთბაშად არ დაკარგოთ. ბავშვებს ყველაზე მეტად ახლა თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.


თევზები
უჩვეულოდ დაბნეული ხართ და თავს შეუძლოდ გრძნობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შესაძლოა, პოზიციები მხოლოდ გარედან დახმარების წყალობით შეინარჩუნოთ. გამორიცხული არაა, პირად ცხოვრებაში ბზარი გაჩნდეს. მოთმინება და მიმტევებლობა გამოიჩინეთ.


 

დღის ჰოროსკოპი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ფიტნეს-ნაყინი ავოკადოსგან

თუ დიეტაზე ხართ და საშინლად გენატრებათ ნაყინი, გასინჯეთ ეს დაბალკალორიული გემრიელობა.
დღის ჰოროსკოპი

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მამაკაცურობის ეტალონი 100 წლის განმავლობაში

ყველა ეპოქას შეფასების განსხვავებული კრიტერიუმები აქვს და სხვადასხა დროს სხვადასხვა გარეგნობის მამაკაცები სარგებლობდნენ პოპულარობით.
საკნატუნო ამბები

ცხოვრება კაცის გარეშე: სრული სიმართლე ქალურ შიმშილზე

მარტოხელა ქალების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. ვიღაც დაიღალა იმ ადამიანთან ცხოვრებით, ვინც არ უყვარს, ვიღაც ჯერაც ვერ შეხვდა საოცნებო მამაკაცს, ხოლო ზოგს წარუმატებელი ქორწინების გამოცდილება აქვს.
დღის ჰოროსკოპი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 სერიალი, სანამ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალურ სეზონს ელოდებით

თუ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელით და არ იცით, დრო როგორ გაიყვანოთ, ინტრიგებით, შეთქმულებებით, ბრძოლებითა და ჩახლართული სასიყვარულო ისტორიებით მდიდარი ამ სერიალებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი და დრო შეუმჩნევლად გაირბენს...
ამბები

რომელი სმარტფონითაა გადაღებული ვიდეო, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, ჯერ ბაზარზე არარსებული სმარტფონითაა გადაღებული. თუმცა არსებობს მოსაზრება და ეჭვები, რომ ვიდეოკადრები სწორედ იმ სმარტფონითაა გადაღებული, რომელსაც მსოფლიო დიდი ინტერესით ელის!
ამბები

„თეგეტა შენთან ერთად განათლებისთვის“ - კომპანიის ახალი პროექტი

თეგეტა მოტორსის ახალი კამპანია „თეგეტა შენთან ერთად“ გულისხმობს კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებას, რომელიც საქართველოში ავტოინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.