19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თუმცა ნუ ეცდებით სხვების მოსაზრების იგნორირებით, ნებისმიერ ფასად საკუთარი პოზიცია გაიტანოთ. მოსალოდნელია შეცდომა, რომელიც ფინანსურ დანაკარგსა და ავტორიტეტის დაცემას გამოიწვევს.


კურო
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, სტუმრების მიღებისთვის, ახალი ნაცნობობისა და ძველი კავშირების აღდგენისთვის. გარშემომყოფი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. დაბნეულობა და რამდენიმე საქმის კეთება პროფესიულ საქმიანობაში პრობლემებს შეგიქმნით. ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, ცეცხლის ანთებასა და ყვავილების კრეფას. სასარგებლო იქნება წყლისპირას სეირნობა. სიზმარში მუსიკალური ინსტრუმენტის ნახვა სიხარულის ნიშანია.


ტყუპები
ქაოსი, დაბნეულობა და ბევრი საქმის ერთად კეთება პროფესიულ საქმიანობაში პრობლემებს შეგიქმნით. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, ძველი ურთიერთობების აღდგენისთვის. ვარსკვლავების განლაგება ისეთია, რომ ამ დღეს ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავთ, მაგრამ ეცადეთ, თავი არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დღეა სტუმრების მიღებისა და მოგზაურობისთვის. არაორდინარული გადაწყვეტილება ფინანსურ მოგებას მოგიტანთ.


კირჩხიბი
თქვენს უახლოეს გარემოცვასა და ფინანსურ სფეროში მოულოდნელი ცვლილებები გელით. ცხოვრება თქვენგან გამძლეობასა და გონიერებას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ახლობლების რჩევას დაუჯერებთ, თუნდაც ამან დროებითი დისკომფორტი მოგიტანოთ.


ლომი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალობის შეფასება გიჭირთ. წინდახედულება გამოიჩინეთ და მუშაობის დროს შეცდომებს ნუ დაუშვებთ, რომ შეფისა და კოლეგების შენიშვნა არ დაიმსახუროთ. გამორიცხული არაა ემოციური და იმპულსური მოქმედებები, რომლებიც გარშემომყოფთათვის გაუგებარი იქნება. პრობლემების დრამატიზებამ შეიძლება ნაჩქარევი დასკვნებისკენ გიბიძგოთ.


ქალწული
ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი ნაცნობობა გელით. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ, თუნდაც თავიდან სიტუაცია უსიამოვნო და გაუგებარი გეჩვენოთ. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით, თუმცა გეჩვენებათ, რომ ეს საკმარისი არაა. გირჩევთ შეწყვეტილი პროექტი განაახლოთ. ამან შეიძლება ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა გაცნობისა და ქორწინებისთვის. ეცადეთ, საკუთარი ენერგია, დრო და ფული ფუჭად არ გაფლანგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდება. თქვენ და თქვენს ახლობელ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.


მორიელი
გირჩევთ, ეს დღე უფროს ნათესავებს მიუძღვნათ - მათ თქვენი ყურადღება სჭირდებათ. მოხუცები ამ დღეს უჩვეულოდ გაღიზიანებულები, ნერვიულები და აგრესიულები არიან. ახლობელ ადამიანებს თქვენი უხასიათობა შეაწუხებთ. გაითვალისწინეთ, რომ თვითლიკვიდაციის კოდის გამო მორიელი შეიძლება საკუთარმა კუდმა დაგესლოს. ეცადეთ, ცხოვრებას უფრო მსუბუქად შეხედოთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობობისა და ძველი ურთიერთობების განახლებისთვის, მოგზაურობისა და სტუმრების მიღებისთვის. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა და არაორდინარული მსჯელობა პირად ცხოვრებაში წარმატებას მოგიტანთ. სიზმარში ჩხუბი და კამათი კეთილდღეობის ნიშანია.


თხის რქა
ამ დღეს სასიამოვნო სიურპრიზები და ახალი ნაცნობობა გელით. გირჩევთ, შეწყვეტილი პროექტი განაახლოთ, რადგან შეიძლება სოლიდური მოგება მიიღოთ.


მერწყული
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, სტუმრების მიღებისთვის, ახალი ნაცნობობისა და ძველი კავშირების აღდგენისთვის. გარშემომყოფი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა სამომავლო წარმატების საფუძველი გახდება. ამ დღეს ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეგიძლიათ, თუმცა ეცადეთ, თავადაც თავი არ დაკარგოთ.


თევზები
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი მშვიდად შეხვდით. საკუთარი ტაქტისა და მოთმინების წყალობით, შესაძლოა, მოღვაწეობის ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. დღის ბოლოს ნერვული გადაღლა გელით. შესაძლოა, ოჯახის უფროს წევრებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. ახლა ყველაზე მეტად ხანგრძლივი და სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.


 

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?