20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 აპრილი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
პოზიციების გამყარებისა და დაგროვილ საქმეებთან გამკლავების დღეა. გამორიცხული არაა, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეებში ინიციატივისა და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწიოთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გსურდათ, მაგრამ მოუთმენლობა პრობლემების მოგვარებას უფრო გაართულებს.


კურო
სავარაუდოდ, ამ დღეს ნათესავებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა გაგირთულდებათ. მოსალოდნელია წყენა, კამათი და იმედგაცრუება, რაც შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. მეტი მოთმინება და თავშეკავება გმართებთ. ამჟამად თქვენი ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია და რეალობა თქვენს წარმოდგენებს არ შეესაბამება.


ტყუპები
ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია უხეშობა, უყურადღებობა და გაუგებრობა. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდი სკანდალით დასრულდეს. ეცადეთ, ემოციები დაიცხროთ და მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობები დალაგდება. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ - ეს ამჟამად ორივეს ძალიან გჭირდებათ.


კირჩხიბი
ეცადეთ, მკვეთრი და უხეში ქმედებებისგან თავი შეიკავოთ. ნურავის უამბობთ საკუთარი გეგმების შესხებ, რომ არაკეთილმოსურნეთა ყურადღება არ მიიქციოთ. ყველაზე შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ ბავშვებთან ერთად სასეირნოდ წახვიდეთ. თქვენც და ისინიც კმაყოფილები დარჩებით.


ლომი
თქვენი სასიცოცხლო პოტენცია იმატებს. იზრდება შემოქმედებითი შესაძლებლობები, ინტუიცია და სექსუალურობა. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და საუკეთესო შედეგს მიიღებთ. თქვენს თვისებებსა და ღირსებებს გარშემომყოფები სათანადოდ შეაფასებენ. ამ დღეს თქვენი პირადი ცხოვრება მოვლენებით დატვირთული იქნება. სასიყვარულო ურთიერთობა და სექსუალური კონტაქტი თავდაჯერებასა და კმაყოფილებას შეგმატებთ. გამორიცხული არაა, რომ ბავშვებისა და ნათესავების პრობლემებმა თქვენი ჩართულობა მოითხოვოს.


ქალწული
ფრთხილად იყავით - სწრაფი წარმატების სურვილმა შეიძლება ნერვულ აშლილობამდე მიგიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეწვიეთ აუზს, აბანოსა და სატრენაჟორო დარბაზს - ეს შვებასა და მხნეობას მოგგვრით.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც საკუთარი თვისებებით აღაფრთოვანებთ. გამორიცხული არაა, ახალი რომანტიკული ურთიერთობა. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ემოციები დაიცხრეთ და მეტი გამძლეობა და თავშეკავება გამოიჩინეთ.


მორიელი
ეს დღე სასიცოცხლო პოტენციალის შემცირებასა და მატერიალური კეთილდღეობის კლებას უკავშირდება. დიდი ალბათობით თქვენი ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ გირჩევთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის რეზერვის შექმნაზე იფიქროთ. შესაძლოა, ოჯახის უფროს წევრთან კამათი მოგიწიოთ, თუმცა ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე იზრუნოთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, აქტიური დასვენებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. მოულოდნელი შეტყობინება დასვენების დღის გეგმებს შეგაცვლევინებთ. ეცადეთ, ხელგაშლილობა და დიდსულოვნება გამოიჩინოთ.


თხის რქა
საკუთარი პოზიციების გამყარების დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ემოციურობამ და მგრძნობელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, ინიციატივა და პრინციპულობა გამოიჩინოთ. მეგობრების დახმარების გარეშე წარმატების შანსი თითქმის არ გაქვთ.


მერწყული
დაბნეულობა და მოუსვენრობა პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, ნეგატიური გავლენებისგან გათავისუფლდეთ. სასურველია, სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ.


თევზები
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ახალი ნაცნობობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის. ყველაზე მეტად დასვენება და გარემოს შეცვლა გჭირდებათ. ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი გაძლიერდება და საშუალებას მოგცემთ, საკუთარი მომავალი და საყვარელი ადამიანის სულის ლაბირინთები დაინახოთ. სიზმარი უახლოეს ხანებში ახდება.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?