27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

26 აპრილი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
კრიტიკულად საშიში დღეა. ხანდაზმულ და ემოციურ ვერძებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილებები, თავისა და ძვლოვანი სისტემის ტკივილები. თავგადასავლების მაძიებლებმა და ექსტრავაგანტური გართობის მოყვარულებმა დროებით ვნებები უნდა დაიცხრონ - მოსალოდნელია უცნობ ადამიანებთან დაპირისპირება, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. მოსალოდნელია სიცოცხლისთვის საშიში კრიზისული სიტუაცია.


კურო
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრები და პარტნიორული ურთიერთობები. თქვენი კომუნიკაბელურობის მატებასთან ერთად, იზრდება თქვენი ამბიციებიც. ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს როგორც პირად ურთიერთობებში, ისე კარიერაში.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის, ხელობის შესწავლისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. მხიარულმა წვეულებამ ან სტუმრების მიღებამ შეიძლება სულიერი ტკივილი მოგაყენოთ და ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი გამოიწვიოს. სასურველია განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. ეცადეთ, მხოლოდ გადაუდებელი საყოფაცხოვრებო საკითხებით დაკავდეთ და მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოთ ოჯახსა და დასვენებას.


კირჩხიბი
ფასეულობათა გადაფასების დღეა. მთლიანად კონცენტრირებული ხართ შინაგანი სამყაროს ცვლილებაზე. გამორიცხული არაა, რომ საკუთარ თავში წინასწარმეტყველების ნიჭი აღმოაჩინოთ.


ლომი
ჯანმრთელობისთვის საშიში დღეა. მოსალოდნელია ხასიათის უეცარი ცვლილებები, თავის ტკივილი და ინფექციური დაავადება. ერიდეთ, სარისკო და ექსტრავაგანტურ მოქმედებებს. მოსალოდნელია სიყვარულში წარუმატებლობა და უცხო ადამიანებთან დაპირისპირება, რაც თქვენს სასარგებლოდ არ დასრულდება. წვრილმანი უსიამოვნებები განწყობას გაგიფუჭებთ. ამ დღეს გაძლიერდება თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი, თუმცა ეცადეთ, ურთიერთობებში ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ.


ქალწული
კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია ხასიათის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მგრძნობიარე ნერვიული სისტემის მქონე, გაუწონასწორებელ ადამიანებს, რომლებიც ნებისმიერ წვრილმანზე ღიზიანდებიან. ხანდაზმულ მამაკაცებს გულთან დაკავშირებული პრობლემები ელით. გირჩევთ, სახლიდან შორს მარტო არ გაემგზავროთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, ბუნებაში დასვენებისთვის და სამკურნალო ბალახების შეგროვებისთვის. მოსალოდნელია უძრავი ქონების ხელსაყრელ ფასში შეძენა. გირჩევთ, არ იძუნწოთ, თორემ თქვენი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. ყველა საქმე მომავალი კვირისთვის გადადეთ და მთელი დღე ოჯახსა და შვილებს მიუძღვენით.


მორიელი
ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის მორიელებს ყველა გეგმა შეეცვლებათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის. ახალი შთაბეჭდილებები ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობა უამრავ სიამოვნებას მოგიტანთ. ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი.


მშვილდოსანი
მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ნაცნობების მიმართ. შესაძლოა, რომელიღაც მათგანი ცდილობს, თქვენი ნდობა ბოროტად გამოიყენოს. საბოლოოდ,  უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით და იმედგაცრუებული დარჩებით.


თხის რქა
ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი თავით, საკუთარი ინტერესებითა და საყვარელი საქმიანობით არ დაკავდეთ და ურთიერთობისთვის დრო დაიტოვოთ. იფიქრეთ ახლობელ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენი უყურადღებობა აწუხებთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ნერვიული სტრესი. კვირა დღე მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. ბუნებაში დასვენებით ძალებს აღიდგენთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს.


მერწყული
ეს დღე დანაკარგს განასახიერებს. ერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. საკუთარი სისუსტეებისა და ცდუნებების აყოლამ შეიძლება ოჯახში ან პარტნიორთან ურთიერთობა გაგირთულოთ და იმედგაცრუება მოგიტანოთ. ეცადეთ, ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ და ხალხის თავშეყრის ადგილებს ერიდოთ.


თევზები
ეს დღე გარდასახვას განასახიერებს. როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო მოულოდნელობა გელით. სავარაუდოდ, მომგებიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. ეცადეთ, ფინანსური წარმატებები სულიერ მისწრაფებებთან და იდეალებთან შეათავსოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სულიერი დისკომფორტი გელით.


 

ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
ამბები

„შენ ტირი, ნუ ტირი, მე კარგად ვიქნები, მე მაგარი გოგო ვარო“ - ხშირად ამხნევებს დედას

სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ პატარებს სახელმწიფოს დახმარების იმედიღა აქვთ.
ჩვენ გვერდით

კორონავირუსი და საინფორმაციო ჰიგიენა - ყველაფერს ნუ „გადაპოსტავთ“

პანდემიის შესახებ გავრცელებულ ამბებში სიმართლისა და დეზინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან გართულდა. კორონავირუსის ირგვლივ არსებული ჭარბი ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეაფასა, როგორც „ინფოდემია“. WHO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე კი პროფესიონალური სიფრთხილით უდგებიან თითოეულ სიტყვას, რომელიც მთავრდება მარცვალზე „-დემია“ და უმიზეზოდ არასდროს იყენებენ.  
საკნატუნო ამბები

ეგონა, უკვალოდ მოქმედებდა, თუმცა...

წარმოიგინეთ, შედიხართ სამზარუელოში და ხედავთ, რომ თქვენი ძაღლი გაურკვეველ წითელ მასაში ამოსვრილი იატაკზეა გართხმული. საშინელებაა!
დღის ჰოროსკოპი

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს  ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს

„ვისოლ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს ახალი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც თბილისის მერიასთან ერთად ახორციელებს.
ამბები

„ვისოლმა“ საწვავზე ფასები 25-26 თეთრით შეამცირა, „უნიქარდის“ მფლობელებმა კი „ვისოლში“ ყოველდღიურად უკვე 40 თეთრამდე დანაზოგი ნახეს

„ვისოლი“ ითვალისწინებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების კლების ტენდენციას და საწვავის ფასებს, ჯამში, დიზელზე - 26 თეთრით, ბენზინზე კი 25 თეთრით ამცირებს“, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ვისოლი“ ავრცელებს.
ამბები

#StopCov ფონდში „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 300 000 ლარი გადარიცხა

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ უერთდება ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნეს სოლიდარობას და „COVID 19"-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე წინდებით ძილი?

თუკი ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გიშველოთ...
დღის ჰოროსკოპი

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

ნობელის პრემიის ლაურეატის საიმედო პროგნოზი COVID-19-ზე

თქვენ წინაშეა 72 წლის ებრალელი ბიოფიზიკოსი მაიკლ ლევიტი - 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ს ეროვნული აკადემიის წევრი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი...