5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 სექტემბერი 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ამ დღეს სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტი უფროსთან ან კამათი კოლეგებთან. გახსოვდეთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავისთან ილაპარაკოთ, თორემ ვერაფერს განახორციელებთ. საქმე, რომლითაც ამჟამად ხართ დაკავებული, ნაკლებად საინტერესოა, თუმცა ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს მოგაწვდიან. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ტრავმებსა და ავარიებს.


კურო
ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. საკუთარი სისუსტეების აყოლა პრობლემებს შეგიქმნით. კარიერული წინსვლის ან ფინანსური კეთილდღეობის იმედი ნუ გექნებათ. ერიდეთ არაკეთილმოსურნეთა მაქინაციებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ერიდეთ ხორციან კერძებსა და სპირტიან სასმელებს.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა, თუმცა კომერციული ოპერაციების დროს მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება ან გაუგებრობა. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში უნდა დაასრულოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში ამისთვის ვეღარ მოიცლით.


კირჩხიბი
ამ დღეს ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს, და გჯერათ, რომ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული საქმიანი მოლაპარაკება დაიწყოთ, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიოთ და საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის მივლინებაში  გაემგზავროთ.


ლომი
შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდოს, რაც სამსახურებრივი ან საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მოგცემთ. ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ, ახალ იდეებს მოგაწვდიან და ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლიან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გზაზე გადასვლისას მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ერიდეთ მოზრდილი ტანის ცხოველებთან თამაშს და მჭრელ საგნებს.


ქალწული
დღის პირველ ნახევარში პოზიტიური ტენდენციებია მოსალოდნელი, თუმცა გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის არაფერი უამბოთ, თორემ განხორციელება არ უწერიათ. საქმის მიმართ არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ერიდეთ ხორციან კერძებსა და სპირტიან სასმელებს.


სასწორი
სასიამოვნო დღეა, რომელიც თავისი სიმშვიდითა და ჰარმონიულობის განცდით დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თქვენი შესაშური ჯანმრთელობა, კომუნიკაბელურობა და პიროვნული მომხიბვლელობა საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ და მიზანს მიუახლოვდეთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ახლობელ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას. არ იდარდოთ, ყველაფერი კარგად დასრულდება.


მორიელი
წინააღმდეგობრივი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ სირთულეებმა სარისკო მოქმედებებისკენ გიბიძგოთ. გირჩევთ, დროულად შეჩერდეთ და ნაკლები აგრესია გამოავლინოთ. ახლა ყველაზე მეტად ტაქტი და დიპლომატიურობა დაგეხმარებათ, რაც, სამწუხაროდ, არ გახასიათებთ. საუკეთესო შემთხვევაში, დღის მეორე ნახევარში ყველა პრობლემას გაუმკლავდებით. მოსალოდნელია საქმიანი ვიზიტი, რომლითაც აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.


მშვილდოსანი
ერიდეთ ფარული მტრების პროვოკაციებს. საკუთარი სისუსტეების აყოლა ან ვიღაცის გავლენის ქვეშ ყოფნა უამრავ პრობლემას შეგიქმნით. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ.


თხის რქა
მიზნამდე მისვლაში ხელს საკუთარი შეცდომები და არაკეთილმოსურნე ადამიანების პროვოკაციები გიშლით. სასიყვარულო საქმეებში ერთგვარი პროგრესია, თუმცა მოულოდნელი ინფორმაცია სასიყვარულო თავგადასავლებს დროებით დაგავიწყებთ.


მერწყული
წინააღმდეგობრივი დღეა. ამ დღეს შესაძლოა, მდგომარეობის ბატონ-პატრონად იქცეთ ან პირიქით, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცეთ. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც გეხმარებოდნენ.


თევზები
პლანეტები გირჩევენ, რომ ეს დღე პირადი ხასიათის პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. გამორიცხული არაა, რომ ახლო ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბოთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და სინდისთან კომპრომისზე არ წახვიდეთ. 

დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.