15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა საქმიანობის სფეროს შეცვლის, ოჯახური ურთიერთობებისა და ახალი პარტნიორების მოძიებისთვის. შესაძლოა, საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცეთ. გამორიცხული არაა ახალი გატაცება. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საქმიან წინადადებას და აქედან მაქსიმალური მოგება მიიღოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს. კარგი დღეა მოგზაურობისთვის. სეირნობისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის.


კურო
ხელსაყრელი დღეა, რომელიც წარმატებით ჩაივლის, თუ წინასწარ დაგეგმავთ. თუ საქმიან შეხვედრას გეგმავთ, ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში განახორციელოთ, რადგან საღამოს ოჯახური საქმეები გელით. მოსალოდნელია ფულადი შემოსავლები და წარმატებული შენაძენი.


ტყუპები
შინაგანი თავისუფლების დღეა, რომელიც ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან კამათი ან უცხო ადამიანების მხრიდან აგრესია გელით. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და ერიდეთ თავგადასავლებს.


კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი აქტიურობა იზრდება. შანსი გაქვთ, რაღაც უჩვეულო შექმნათ. ოპტიმიზმი სამყაროს ახლებურად შეცნობაში დაგეხმარებათ. ზეციური ძალების დახმარებას გრძნობთ, რაც თავდაჯერებას გმატებთ და საქმესთან გამკლავებაში გეხმარებათ.


ლომი
ხელსაყრელი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. შემოქმედებით საქმეებში და ახალ ნაცნობობაში წარმატება გელით. შესაძლოა, თქვენმა ჰობიმ ან გატაცებამ დამატებითი შემოსავალი მოგიტანოთ. ვენერას მფარველობის წყალობით საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცევით.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა სპორტული აქტივობებისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. მოსალოდნელია შემოქმედებითი აღმაფრენა ან ახალი ნაცნობობა. აგარაკის მშენებლობის ან კეთილმოწყობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან შეცდომა, რომელიც დაწყებული საქმის დასრულებას შეაფერხებს.


სასწორი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა: მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება და გარეშე პირთა ნეგატიური გავლენა. გირჩევთ, შეამციროთ კონტაქტები, სხვა დროისთვის გადაიტანოთ სტუმრების მიღება და შეხვედრები. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ თქვენი ოპტიმიზმი შეამცირებს.


მორიელი
კონფლიქტური დღეა. შესაძლოა, ამ დღეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. გაითვალისწინეთ, რომ კომპრომისის გარეშე სიტუაცია უკიდურესობამდე დაიძაბება. ფიქრობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება, თუმცა ეს გადაჭარბებული შეფასებაა. გაითვალისწინეთ, რომ სისასტიკე და დაუნდობლობა ადამიანის საშინელი თვისებებია.


მშვილდოსანი
შინაგანი თავისუფლების დღეა, რომელიც ხელსაყრელია ფიზიკური ვარჯიშებისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ყურადღება მიაქციეთ მეგობრებთან, მეზობლებთან და შორეულ ნათესავებთან თქვენს დამოკიდებულებას - მოსალოდნელია პროვოკაციები.


თხის რქა
აქტიური და მხიარული დღეა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ამ დღეს თავს ყოვლისშემძლედ გრძნობთ და ნებისმიერ სფეროში ბრწყინვალე უნარებს ავლენთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. თქვენი სურვილი - შეეჭიდოთ გლობალურ პროექტებს, შესაძლოა, თქვენს წინააღმდეგ შემოტრიალდეს.


მერწყული
ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია, სასიცოცხლო და შემოქმედებითი პოტენციალი. სავარაუდოდ, მეუღლესთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და გაცილებით ჰარმონიული გახდება. გაითვალისწინეთ, რომ ყველა პრობლემას მოაგვარებთ, თუ გონივრულად და ფრთხილად იმოქმედებთ.


თევზები
არაფერი გახარებთ და მომავლის გამო შიშს განიცდით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობის თვალსაზრისით, სტაბილური მდგომარეობა გაქვთ. უახლოეს ხანებში ახალი იდეებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რომელთა რეალიზაცია კმაყოფილებას მოგანიჭებთ. 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?