5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 ნოემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდეს. გამორიცხული არ არის, რომ ძვირფასი ნივთი დაკარგოთ ან ძველი ვალი მოგთხოვონ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. არსებობს ხანძრის ან უცნობ ადამიანებთან კონფლიქტის საფრთხე. შექმნილ პრობლემებს მეგობრების დახმარებით მარტივად გაუმკლავდებით.


კურო


ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა. შესაძლოა, მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების დახმარება დაგჭირდეთ.


ტყუპები


გადაჭარბებული ემოციურობა და აგრესიულობა შეიძლება ფინანსური დანაკარგის ან პარტნიორებში ნდობის დაკარგვის მიზეზი გახდეს. შესაძლოა, ახლად გაცნობილმა ადამიანებმა უამრავი პრობლება შეგიქმნან. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის, მანქანის მართვის, მჭრელ საგნებთან და ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.


კირჩხიბი


სავარაუდოდ, მოულოდნელი პრობლემები გაიძულებთ, მეგობრებს დახმარებისთვის მიმართოთ. ნუ შეშინდებით, ეს დროებითი სირთულეებია და მეგობრებს დახმარება თამამად სთხოვეთ.


ლომი


დაძაბული დღეა. მამაკაცებს ვურჩევთ, პარტნიორები ყურადღებით შეათვალიერონ და თუ საჭიროა, მათთან ურთიერთობას გადახედონ. შეცდომამ ან არასწორმა გათვლამ შეიძლება, ფინანსური ან სამსახურეობრივი პრობლემები შეგიქმნათ.


ქალწული


სავარაუდოდ, ამ დღეს საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ სწრაფად ნუ დათანხმდებით, რადგან შედეგი ისეთი არ იქნება, როგორსაც ელით. ოჯახის რომელიღაც წევრი თქვენს ყურადღებას საჭიროებს, რასაც შეიძლება პრობლემები მოჰყვეს. ნუ მოგერიდებათ მეგობრებისთვის დახმარების თხოვნა. მხოლოდ ეს დაგეხმარებათ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაში.


სასწორი


წარსულის შეფასების დღეა. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფ ადამიანებს, შესაძლოა, საკუთარ იდეებზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დროს რაღაც ისეთი გაუშვათ ხელიდან, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. სიმშვიდე შეინარჩუნებთ და ვითარებას ნუ დაძაბავთ.ეცადეთ კომპრომისი მონახოთ და ყველაფერი დალაგდება.


მორიელი


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ძალა იზრდება, მაგრამ ეს ვერ დაგეხმარებათ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაში. თუ ფარული მტრის სიახლოვეს გრძნობთ, იმოქმედეთ. ახლა პასიურობის დრო არ არის!


მშვილდოსანი


გაითვალისწინეთ, რომ ახალმა ნაცნობმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანოთ. ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლის, მანქანის მართვის, მჭრელ საგნებთან და ელექტრო მოწყობილობებთან ურთიერთობის დროს.


თხის რქა


არასერიოზულობამ და ცდუნებების აყოლამ შესაძლოა, პარტნიორთან პრობლემები შეგიქმნათ. მამაკაცებს ვურჩევთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი სითბო და მზრუნველობა გამოიჩინონ. სავარაუდოდ, თქვენს ურთიერთობებში კრიზისი თქვენმა სიცივემ და თავშეკავებულობამ შექმნა.


მერწყული


უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ, საქმეში მეტი ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ. ერიდეთ უხეშობას, კატეგორიულობას და უსარგებლო საუბრებს.


თევზები


რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ოცნებები და ილუზიები რეალობის აღქმნის საშუალებას არ გაძლევთ. სავარაუდოდ, ფინანსურ საკითხებში სირთულეები გელით. როგორც არასდროს, ისე გჭირდებათ სიფრთხილე და წინდახედულება. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, მძიმე და ხანრძლივი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძვლოვან სისტემას, კბილებს და ღრძილებს.

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?