ვერძი
შემოქმედებითი პროფესიის ვერძების წინაშე თვითგამოხატვის უდიდესი ასპარეზი გადაიშლება. კომერსანტი ვერძები წინააღმდეგობას სიტუაციის ობიექტური და ყოველმხრივი შეფასების საშუალებით დაძლევენ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით. მამაკაცებს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი მიეცემათ.
კურო
ხელსაყრელი დღეა ფულის დაგროვების, დაწყებული საქმეების დასრულებისა და მიზნის მიღწევისთვის. შესაძლოა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. სირთულეების მიუხედავად, ყველა პრობლემას დაძლევთ. ეცადეთ, მეორეხარისხოვან საკითხებზე დრო და ენერგია არ დაკარგოთ.
ტყუპები
კრიტიკული დღეა. სახლსა და სამსახურში მოსალოდნელია არასტაბილურობა. გირჩევთ, რეალობა ობიექტურად შეაფასოთ და ილუზიებს არ გამოედევნოთ. კომერციულ საქმეებში ნაკლები იაქტიურეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ყველა წინააღმდეგობის გადალახვას ვერ შეძლებთ. ნუ მოახვევთ საკუთარ მოსაზრებებს კოლეგებს და მეგობრებს თავზე და ნურავის ეუხეშებით. თქვენი ემოციურობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ინტიმურ ურთიერთობებში ერიდეთ სარისკო ნაბიჯებს.
კირჩხიბი
ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეცადეთ პარტნიორების მიმართ თქვენი პრეტენზიები მოზომოთ და შეუძლებელის გაკეთება არ მოითხოვოთ. დღის პირველ ნახევარში საქმიან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. ყურეადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, განსაკუთრებით, სწორ კვებას. თუ ამ დღეს სწორად დაგეგმავთ, საღამოს კმაყოფილებას და შვებას იგრძნობთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ლომებისთვის. მათ წინაშე თვითგამოხატვის ასპარეზი გადაიშლება. წინააღმდეგობის დაძლევაში გამჭრიახობა, სიტუაციის ყოველმხრივი შეფასება და მონდომება დაგეხმარებათ. ქალებს რომანტიკული შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
ქალწული
ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. რთული სიტუაციიდან გამოსვლას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოქმედების ტაქტიკას დროისა და სიტუაციის შესაბამისად შეცვლით. თქვენი ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება.
სასწორი
ვარსკვლავების განლაგება კვლავინდებურად არახელსაყრელია. დიდი მოცულობით სამუშაო თქვენს სასიცოცხლო პოტენციალს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსალოდნელია სირთულეები ყველა ახალ საქმეში. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგი. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სარისკო მოქმედებებს. ამჟამად გარემოს შეცვლა და დასვენება გჭირდებათ.
მორიელი
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის სიმშვიდე და სიტუაციის ობიექტურად შეფასება დაგჭირდებათ. თუ ახლობელი ადამიანების და კოლეგების მიმართ პრეტენზიები გაქვთ, სანამ ეტყვით, კარგად გაიაზრეთ და მშვიდად უთხარით. ინდივიდუალური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა.
მშვილდოსანი
თქვენი ოპტიმიზმი, სასიცოცხლო და სექსუალური პოტენცია იზრდება. მამაკაცებს ელით სიურპრიზი ან საჩუქარი ახლობელი ადამიანისგან. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცეთ. გამორიცხული არაა, ვიღაცამ თქვენი სასიყვარულო ბადეში გახვევა სცადოს. მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლის გაჩენა.
თხის რქა
სავარაუდოდ, ამ დღეს დამატებითი შემოსავლის წყაროს აღმოაჩენთ ან მოღვაწეობის სფეროს შეიცვლით. კარგი იქნება, თუ ყველა გადაწყვეტილებას თავად მიიღებთ და ახლობელთ რჩევებს არ გაითვალისწინებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც თქვენს სასარგებლოდ არ გადაწყდება.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ საკუთარი დრო სწორად გაანაწილოთ. ასეთ შემთხვევაში ბრწყინვალე შედეგებს მიაღწევთ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს და ფიზიკურ დატვირთვას, რომელმაც შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ამჟამად ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გესაჭიროებათ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა მივლინენებისა და მოგზაურობისთვის. თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი იზრდება. თუ სამოგზაუროდ წასვლა შემოგთავაზეს, აუცილებლად დათანხმდით. გზაში მხიარული თავგადასავლები გელოდებათ.