6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტო 21:00

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობისთვის. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორი ზედმეტი პრეტენზიებით არ დაღალოთ. ეცადეთ, ნათესავებთან ან ახლობელ ადამიანებთან დიდი ხნის წინ დაწყებული კონფლიქტი დროულად დაასრულოთ.


კურო


სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი მისამართით უამრავი საქებარი სიტყვა მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. დღის მეორე ნახევარში განწყობა გაგიფუჭდებათ და მსუბუქი დეპრესია დაგეუფლებათ. ეცადეთ, სიბრძნე და ტაქტი გამოიჩინოთ - ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელი საქციელი თავიდან აიცილოთ.


ტყუპები


ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება, ამიტომ თუ რამის შეძენას გეგმავთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ.


კირჩხიბი


ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რათა პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გირჩევთ, სიმტკიცე და მოთმინება გამოიჩინოთ - ეს საუკეთესო რჩევაა, თუ გსურთ, რომ ძვირფას ადამიანს უნებლიეთ არ აწყენინოთ.


ლომი


მამაკაცის ლომებისთვის არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რაც ხელმძღვანელთან ან პარტნიორებთან კონფლიქტს გამოიწვევს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მოულოდნელმა ცნობამ შესაძლოა, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ვერძებთან და მშვილდოსნებთან ურთიერთობა შესაძლოა, უსიამოვნოდ დასრულდეს.


ქალწული


ამ დღეს მოსალოდნელია კონფლიქტები უფროსთან ან პარტნიორებთან, ისევე, როგორც უხეშობა და აგრესია უცნობი ადამიანების მხრიდან. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება თქვენი ორგანიზმი დააზიანოს, განსაკუთრებით, ავტომობილის სწრაფი ტარებისა და მჭრელ საგნებთან ურთიერთობისგან. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა ნდობამ, მიამიტობამ და დაბნეულობამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.


სასწორი


ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ ახალ ნაცნობობას ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ, ასევე - თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტიურობისა და ამბიციურობისგან. მოსალოდნელია ოჯახური ან ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.


მორიელი


ამ დღეს იზრდება თქვენი ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. შესაძლოა, ზუსტად ამოიცნოთ უახლოესი დროის მოვლენები და სიტუაცია სწორად შეაფასოთ. თუ ვინმემ დახმარებისთვის მოგმართათ, ეცადეთ, უარით არ უპასუხოთ. დაძაბულობას საყვარელი საქმის დახმარებით მოიხსნით.


მშვილდოსანი


არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, რამაც შესაძლოა, ტრამვები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გამორიცხული არ არის აგრესია პარტნიორის მხრიდან.


თხის რქა


სულიერი წონასწორობის მოპოვებისა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ხელსაყრელი დღეა სავაჭრო გარიგებებისა და სარისკო მოქმედებებისთვის. შეგიძლიათ მეგობრებისა და გავლენიანი მფაველების დახმარების იმედი გქონდეთ - მოკავშირეების დარწმუნების უნარი წარმატებას მოგიტანთ.


მერწყული


ეს დღე ჰარმონიის, წონასწორობისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ სუბიექტური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპული აზროვნებისგან. ერიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობას და მძიმე ფიზიკურ შრომას. შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ ურთიერთობა.


თევზები


მძიმე დღე გელით. უხასიათობისა და არასერიოზულობის წყალობით, ყველაზე ადვილ საქმესაც კი ვერ უმკლავდებით. გამორიცხული არ არის ფინანსური კრიზისი, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი ხარჯები აკონტროლოთ.


 

დღის ჰოროსკოპი

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

„ვისოლმა“ რუსთავში,  შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შესთავაზა.
დღის ჰოროსკოპი

25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?