ვერძი
ეს დღე მოულოდნელობებით სავსეა. ერიდეთ ფულის დაბანდებას ან ძვირად ღირებული ნივთის შეძენას - პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა, ფინანსურად დაგაზარალოთ. თუ საქმეს წინასწარ დაგეგმავთ და ძალებს გონივრულად გაანაწილებთ, შესაძლოა, უსიამოვნებებს თავი აარიდოთ. ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. თქვენი ტაქტი და მოთმინების უნარი ოჯახში სულიერი ჰარმონიის ატმოსფეროს შექმნის.
კურო
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმის დაწყების, ინფორმაციის მიღებისა და მის სასარგებლოდ გამოყენებისთვის. წინდახედუილება გმართებთ. გირჩევთ, ნაჩქარევი დასკვნები არ გამოიტანოთ და საყოველთაოდ მიღებული წესების თანახმად იმოქმედოთ.
ტყუპები
ამ დღეს ცდუნებებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ეცადეთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, რომ სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ და უფროსის და კოლეგების შენიშვნა არ დაიმსახუროთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდეს, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს თქვენს საქმეებზე და ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებმაც გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა წვრილმანი უნდა გაითვალისწინონ. ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ეს ერთადერთია, რაც ამ დღეს პრობლემებს არ შეგიქმნით.
ლომი
ეს დღე პროფესიული საქმიანობის, შემოქმედებისა და თვითგამოხატვის უნიკალურ შესაძლებლობას მოგცემთ. ნებისმიერი სირთულის საქმეს თამამად შეეჭიდეთ, რადგან ფორტუნა თქვენ მხარესაა. საქმიანობის დროს შეგიძლიათ თანამოაზრეების დახმარების იმედი გქონდეთ - საქმის რაციონალური დაგეგმვა სასურველ შედეგს მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.
ქალწული
მშვიდი და სასიამოვნო დღეა. საქმის გონივრული ორგანიზება და ძალების სწორი გადანაწილება მიზნის სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, მოგზაურობისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. ასევე - იურისტებისა და მედიკოსებისთვის.
სასწორი
დაძაბული და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი დღეა. შესაძლოა, უსიამოვნო ცნობამ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაარღვიოს. ქალებს ვურჩევთ, საკუთარი პოზიციის გამოხატვისას ნაკლები კატეგორიულობა და მეტი თავშეკავება გამოიჩინონ.
მორიელი
ფრთხილად იყავით - შესაძლოა, მოზღვავებულმა ენერგიამ ცუდი სამსახური გაგიწიოთ. გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტი. პარტნიორთან ურთიერთობაში ეცადეთ, საკუთარი თავისუფლება ბოროტად არ გამოიყენოთ. საქმის წარმატება, გარკვეულწილად, ამაზეა დამოკიდებული. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გარემოებებზეა დამოკიდებული.
მშვილდოსანი
მძიმე და დეპრესიული დღეა. ფრთხილადიყავით და ეცადეთ, რომ სამსახურში შეცდომა არ დაუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უფროსისა და კოლეგების კრიტიკას დაიმსახურებთ. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად შემცირებულია, რომ საქმესთან გამკლავება და სასურველი შედეგის მიღწევა გიჭირთ.
თხის რქა
კვირის დასაწყისი ნაყოფიერი იქნება. ხელსაყრელია კომერციული საქმიანობა და სარისკო ოპერაციები. მოსალოდნელია მგზავრობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა. გამორიცხული არ არის ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ან ძველი ურთიერთობის განახლება. თუ საქმის გონივრულად დაგეგმვას და ძალების სწორად გადანაწილებას ისწავლით, მიზანს მალე მიაღწევთ.
მერწყული
მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, თუმცა ეცადეთ, ამ დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. თვითგვემას ნუ მიეცემით, რადგან ეს კარგად არ დამთავრდება. გირჩევთ საკუთარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ადამიანების პრობლემებზე გადაიტანოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდათაა.
თევზები
ამ დღეს თითქმის მთლიანად ორგანიზატორულ სამუშაოს მიუძღვნით. ბევრი ამას სწრაფად და ხარისხიანად გააკეთებს. გირჩევთ, იოლი ფულის შოვნის ცდუნებას არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ იაფი ყველი მხოლოდ სათაგურშია. შესაძლოა, ამ დღეს მოხდეს რაღაც, რაც თქვენს საქმეებზე და ჯანმრთელობაზე გავლენას მოახდენს.