5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

4 დეკემბერი 21:00, 2019 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
ხელსაყრელი დღეა დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად. გამორიცხული არაა, რომ მეგობრებისა და ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ. სულსწრაფობამ და აჩქარებამ შეიძლება პრობლემების მოგვარებაში ხელი შეგიშალოთ. რისკთან დაკავშირებული კომერციული ოპერაცია დაგაზარალებთ.


კურო
მოსალოდნელია ახლობლებთან ან ნათესავებთან შეხვედრა. შესაძლოა, ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდეს და უარს ნუ ეტყვით. მგზავრობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, არსებობს ტრავმის რისკი.


ტყუპები
შესანიშნავი დღეა საქმიანი მოლაპარაკების დაწყებისთვის. ამ საქმეში წარმატება გელით. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა ნაყოფიერი იქნება, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ბედის უეცარი შემობრუნება გელით, ამიტომ ძალები უნდა დაზოგოთ და თავს გაუფრთხილდეთ.


კირჩხიბი
ახალი საქმის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან შედეგი შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო იყოს. ეცადეთ, საეჭვო და პროვოკაციულ საქმეებში არ ჩაერიოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი პრობლემებიდან შეძლებთ მეგობრების დახმარებაზე გადართვას.


ლომი
ამბიციურობა ხელს გიშლით პრობლემებთან გამკლავებაში. ფინანსურ ოპერაციებში რისკს ერიდეთ, თორემ დაზარალდებით. დაგროვილი საქმეები და შეუსრულებელი ვალდებულებები თქვენს დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს. პარტნიორთან ურთიერთობაში სიმტკიცე და პრინციპულობა გმართებთ.


ქალწული
ხელსაყრელი დღეა. გამორიცხული არაა, რომ დაგროვილ საქმეებთან გასამკლავებლად მთელი დღე მუშაობა მოგიწიოთ. ცივი გონებით იმოქმედეთ და წარმატება თქვენ დაგრჩებათ. ფრთხილად იმოქმედეთ და ავანტიურას არ წამოეგოთ. ამ დღეს სარისკო კომერციული ოპერაციებისგან თავის შეკავება ჯობს, რადგან მოგებას ზარალი გადააჭარბებს.


სასწორი
წარმატებული დღე გელით. ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული მომხიბვლელობა და ადამიანების დარწმუნების უნარი. ხელოვანი ადამიანები ადვილად შეძლებენ მიზნის მიღწევას. რომანტიკული პაემანი შემოქმედებით აღმაფრენას მოგიტანთ.


მორიელი
არახელსაყრელი დღეა. ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ. სარისკო მოქმედებებისგან თავის შეკავება ჯობს. ცოტა ხანი დაიცადეთ და სამშაბათიდან გააქტიურდით. თქვენი გულგრილობა შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან პრობლემების მიზეზი გახდეს.


მშვილდოსანი
ამ დღეს თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ. ფრთხილად იყავით და ემოციებს ნუ აჰყვებით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა პირდაპირობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. თუ მგზავრობას აპირებთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. არსებობს ტრავმის საფრთხე.


თხის რქა
მოსალოდნელია კოლეგასთან კონფლიქტი. სავარაუდოდ, რომელიღაც პარტნიორი ან უფროსი ეცდება თქვენთვის დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. გამორიცხული არ არის, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწიოთ. დღის მეორე ნახევარი პირადი ცხოვრების პრობლემებს და სულიერ განვითარებას უნდა მიუძღვნათ.


მერწყული
სავარაუდოდ, ამ დღეს რომელიღაც ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდება. ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. ოჯახურ წრეში დასვენება და ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.


თევზები
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. თავს დაღლილად და გაღიზიანებულად გრძნობთ. გაითვალისწინეთ, რომ განმარტოებისთვის საუკეთესო ადგილი თქვენივე სახლია. მოსალოდნელია ტრავმა. ყურადღება მიაქციეთ ნებისმიერ ნაკაწრს კანზე.

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?