7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

6 დეკემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, სეირნობისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. თავი შეიკავეთ ფიზიკური შრომისა და ისეთი საქმეების კეთებისგან, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას და გულმოდგინე შესრულებას მოითხოვს. ამ დღეს მეგობრები წარმატებას მოგიტანენ.


კურო


ბედი ისევ გაგიღიმებთ. თქვენი აქტიურობა ფინანსურ საქმეებში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ, თუმცა წინდაუხედაობის გამო შეიძლება, მნიშვნელოვანი თანხა დაკარგოთ. ეცადეთ, მოვლენათა განვითარებაში არ ჩაერიოთ, მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისთავად გაქრება. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი სიხარული გელით. ასე რომ, გირჩევთ, მომავალს ოპტიმიზმით შეხედოთ.


ტყუპები


ბოლოს და ბოლოს, თქვენი ბიზნესსაქმიანობა ნანატრ შედეგებს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებისთვის. ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის დროს შესაფერისი მომენტი უნდა აირჩიოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სასიამოვნო მოვლენა გელით. გამორიცხული არ არის, რომ სასიყვარულო პრობლემების მოგვარება წარმატებით შეძლოთ.


კირჩხიბი


ეცადეთ, ამ დღეს მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობას ხელი არ შეუშალოთ  - მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისით გაქრება. სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი სიამოვნება გელით. დღის ბოლოს თავს უჩვეულოდ მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.


ლომი


ეს დღე ინტუიციას და წინასწარმეტყველებას უკავშირდება. ლომ მამაკაცებს უსიამოვნებები ელით. სავარაუდოდ, მათ გეგმებს და იმედებს ასრულება არ უწერია. ლომმა ქალებმა დოკუმენტებთან მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ. მოსალოდნელია ნებისმიერი შეცდომა და გაუგებრობა. პირად ცხოვრებაში მცირე იმედგაცრუება გელით.


ქალწული


დღის პირველი ნახევარი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. გაიზრდება თქვენი შრომისუნარიანობა და გაძლიერდება აქტიურობა ცხოვრების ყველა სფეროში. შესაძლებლობა გექნებათ, განახორციელოთ ყველა იდეა, რომელიც გასული თვის ბოლოს გაგიჩნდათ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პარტნიორების დარწმუნებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებთ.  


სასწორი


თუ მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობაში არ ჩაერევით, პრობლემების უმეტესი ნაწილი თავისთავად გაქრება. საყვარელი ადამიანისგან მოულოდნელად სასიამოვნო სიურპრიზს მიიღებთ და თქვენ შორის არსებული ძველი პრობლემა დავიწყებას მიეცემა. ეცადეთ, მომავალს მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ.


მორიელი


გირჩევთ, მოსალოდნელი მგზავრობა ან მივლინება წინასწარ და საგულდაგულოდ დაგეგმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების და გაუგებრობების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. საოჯახო საქმეები და ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები თქვენგან დიდ მატერიალურ ხარჯებსა და სულიერ ძალას მოითხოვს. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის.


მშვილდოსანი


შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი პროფესიის მშვილდოსნებისთვის - შეძლებენ ძველ, დაგროვილ საქმეებთან გამკლავებას და  საკუთარი პოზიციების გაძლიერებას. თქვენ მიმართ გამოჩენილმა უსამართლობამ შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ. ადამიანი, ვინც უსამართლოდ მოგექცათ, ალბათ ინანებს, მაგრამ დაუფიქრებელი მოქმედებებით პრობლემებს ვერ გადაჭრის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. 


თხის რქა


დღის პირველი ნახევარი სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. იზრდება შრომისუნარიანობა, რაც თქვენი ავტორიტეტის გაძლიერებაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. შესაძლებლობა გექნებათ საქმიანი პარტნიორების ყველა ნაკლი შეაფასოთ. ეცადეთ, მომავლის გეგმები მიღწეული შედეგების გათვალისწინებით შეადგინოთ. არ არის გამორიცხული, რომ საღამოს მცირე ოჯახური პრობლემის ან ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწიოთ. შეიძლება, ვერ მიიღოთ ფული, რომლის იმედიც გქონდათ.


მერწყული


პასიური, მშვიდი დღეა. გირჩევთ, სერიოზული პროექტების განხორციელებისგან თავი შეიკავოთ.  მოერიდეთ ყველაფერს, რაც პრობლემებს გიქმნით. კარგი იქნება, თუ საღამოს შვილებთან ან ოთხფეხა მეგობართან ერთად გაისეირნებთ. ეს შინაგანი სულიერი ბალანსის დამყარებაში დაგეხმარებათ. 


თევზები


ხელსაყრელი დღეა თვითდამკვიდრებისთვის. ხელსაყრელია საქმიანი და შემოქმედებითი შეხვედრები, სტუმრების მიღება. გირჩევთ, ახალი წლის წინ ვალები გაისტუმროთ. ისწავლეთ იმით ტკბობა, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?