10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბერი 21:00, 2020 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი


არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. მთლიანად გამორიცხეთ საკუთარი მოქმედებიდან აგრესიულობა და ზეწოლა. არაფერი დაგეგმოთ, რადგან გეგმები არ შესრულდება. ეცადეთ, იმას დასჯერდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ და მეტი არაფერი მოითხოვოთ. ვერძმა ქალებმა შეიძლება დაღლილობა და გაღიზიანება იგრძნონ. ახლობლებისგან კრიტიკა გულთან ასე ახლოს არ მიიტანოთ. 


კურო


ამ დღეს ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. უარი თქვით ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე და თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციების განხორციელებისგან. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, თქვენი გადაჭარბებული ზრუნვა ახლობლების მიმართ შეიძლება უსიამოვნების მიზეზი გახდეს.


ტყუპები


ვარსკვლავები თქვენ მიმართ ისევ  დადებითად არიან განწყობილი. ეცადეთ, გულუხვად გაუზიაროთ გარშემო მყოფებს თქვენი წარმატება. არ არის გამორიცხული, რომ ყველა მხრიდან ბიზნეს წინადადებები მიიღოთ თანამშრომლობაზე. გამოიყენეთ წარმატების მიღწევის ნებისმიერი შესაძლებლობა. შემოქმედებისა და აღზრდის სფეროში დასაქმებული ადამიანები ვარსკვლავების განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არიან. ნდობა და ოპტიმიზმი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.


კირჩხიბი


შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც გამგზავრებას გაიძულებთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციების განხორციელებისგან. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოთმინებით ემსახურებით მიზანს, რომლისაც გჯერათ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გონიერება და წინდახედულება გამოიჩინოთ.  გადაჭარბებულმა ემოციებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ.  


ლომი


არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, ლომი მამაკაცებისთვის. პრინციპულობამ და ზედმეტმა კატეგორიულობამ შეიძლება ზოგი მოკავშირე დაგაკარგინოთ, პარტნიორის მიმართ გაზრდილმა მოთხოვნებმა კი - უთანხმოება გამოიწვიოს. ლომ ქალებს, სავარაუდოდ, უმიზეზო ეჭვიანობის გრძნობა შეაწუხებთ. გაითვალისწინეთ, რომ სხვა ქალისთვის გაღიმება ღალატს არ ნიშნავს.


ქალწული


უმჯობესია, ეს დღე მშვიდად, რაიმეს დაგეგმვის გარეშე დაიწყოთ, რადგან შესაძლოა, გეგმები არ შესრულდეს. ეცადეთ, ზედმეტი არაფერი ითხოვთ. გირჩევთ, საღამო მშდასვენებას და ბავშვებთან  ურთიერთობას დაუთმოთ.


სასწორი


რთული დღეა. მოგიწევთ საშინაო საქმეების სამსახურებრივ პრობლემებთან შეათავსოთ. თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოთმინებით მიუდგებით საქმეს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, გახსოვდეთ, რომ ზედმეტი ემოციები საქმეს მხოლოდ დააზიანებს.


მორიელი


ამ დღეს შესაძლებელია ძველი კავშირები და ოჯახური ურთიერთობები ეჭვქვეშ დადგეს და რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. გახსოვდეთ, ეს სერიოზული სიმპტომია, ამიტომ სპეციალისტს უნდა დაელაპარაკოთ.


მშვილდოსანი


ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევიან, თუმცა დღეს ჯობია მხოლოდ ის საქმე აკეთო, რომელიც კარგად იცით ან რაიმე მიზეზის გამო გადადებული საქმე დაასრულოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სარისკო საქმეების სიყვარულმა შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. უარი თქვით ფიზიკური დატვირთვაზე და ალკოჰოლის მოხმარებაზე.


თხის რქა


ხელსაყრელი დღეა მამაკაცებისთვის. ისინი მშვენიერ სქესის წარმომადგენლებთან წარმატებით სარგებლობენ და შემოქმედებითი თუ სექსუალურ პოტენციალს სრულად გამოავლენენ. ქალებს პირიქით, რთული დღე ელით. მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო საქმეები ან პარტნიორთან დაკავშირებული პრობლემები. სავარაუდოდ, ამის მიზეზი სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის დისბალანსი იქნება. ეცადეთ, იმით დაკმაყოფილდეთ, რასაც ცხოვრება გთავაზობთ. ჯერჯერობით მაინც...


მერწყული


დაკარგული და გაწყვეტილი კავშირების აღდგენის დღეა. სავარაუდოდ, ადამიანები, რომლებიც წარსულში ძალიან ძვირფასები და ახლობლები იყვნენ, თქვენს გზაზე ისევ გამოჩნდნებიან. იქნებ წარსულთან დაკავშირებული შეცდომებისა და გაუგებრობების გამოსწორება შეძლოთ. ეცადეთ, თავი აარიდოთ ზედმეტ გულწრფელობას და თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ არავის უამბოთ.


თევზები


პასიური დღეა. ისე, როგორც არასდროს, მოლოდინის ტაქტიკა გჭირდებათ. ეცადეთ, დინებას მიჰყვეთ და მოვლენების ჩვეულ მიმდინარეობაში არ ჩაერიოთ - მაშინ პრობლემების უმეტესობა თავისით გაქრება. დღის ბოლოს თავს მშვიდად და გაწონასწორებულად იგრძნობთ. თევზ ქალებს სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი სიხარული ელით. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენზე იზრუნებს და ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას საკუთარ თავზე აიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალს ოპტიმიზმით უნდა შეხედოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?