12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

11 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის უაღრესად სასარგებლო იქნება მასაჟის გაკეთება, თუმცა, უმჯობესია, თუ სახსრების მოქნილობაზე სხვა დროსაც იზრუნებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი სხეულის ახალგაზრდობა მეტწილად სახსრების გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული.
კარიერა: არაა სასურველი, რომ დასვენების დღეს ძალიან ბევრი იფიქროთ სამსახურზე. შეეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს, მეგობრებსა და მხატვრულ ლიტერატურას. სრული უფლება გაქვთ,  დასვენების დღე სურვილისამებრ გამოიყენოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გაივლის. ამიტომ გირჩევთ დილიდანვე ფანტასტიკური კერძები აკეთოთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, კერძები სინაზით შეაზავოთ და სიყვარული და რომანტიკა მოაფრქვიოთ.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენი კუჭ-ნაწლავი განსაკუთრებით მყიფე და დაუცველი იქნება, ამიტომ შეეცადეთ, არ გააღიზიანოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს.
კარიერა: ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ შედეგები შეაჯამოთ, თუნდაც ისინი შუალედური იყოს. შეეცადეთ, გაარკვიოთ, საზოგადოებრივ თუ შრომით ასპარეზზე რისი გაკეთება შეძელით და რა არ გამოგივიდათ. დაფიქრდით, რა შედეგი მიიღეთ ამა თუ იმ ქმედებიდან და გარკვეული დასკვნები გამოიტანეთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ ვაჟკაცობისა და თავდადების გამოვლენას, მაშინაც კი თუ სუსტი სქესის წარმომადგენელი ხართ. ეს თვისებები საკმაოდ მძიმე დღის გადასალახად დაგჭირდებათ. ამ თვალსაზრისით, პირადი ცხოვრება გამონაკლისი არ იქნება, თუმცა ყველა პრობლემას სირთულეების გარეშე გაუმკლავდებით.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაგიჩნდეთ, ამიტომ იზრუნეთ პროდუქტების სათანადოდ დამუშავებასა და შენახვაზე.
კარიერა: ვარსკვლავები ძველი დაპირებების გახსენებასა და შესრულებას გირჩევენ, რომ  საყვარელ საქმიანობას ვალმოხდილმა მიუძღვნათ თავი. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი დღეა და ყველა საქმე, რასაც დაგეგმავთ, აუცილებლად გამოგივათ.
სიყვარული: კარგი დღეა, ქალაქგარეთ ერთობლივი გამგზავრებისთვის. იმდენად კარგი, რომ გირჩევთ, გვერდით გადადოთ ყველა დანარჩენი საქმე და გაემგზავროთ. გახსოვდეთ, რომ სწორედ ამ დღეს და სწორედ ქალაქგარეთ თქვენს შორის მოხდება ის, რასაც ძალიან დიდი ხანია ელით და კიდევ დიდხანს მოგიწევთ ცდა, თუ ვარსკვლავების რჩევას არ დაუჯერებთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
იზრუნეთ საკუთარი გუნება-განწყობის ამაღლებაზე. იყიდეთ ნაყინი და გასაბერი ბუშტები, რომ სამყაროს ფერადოვნებით დატკბეთ. მხიარულება თქვენი საუკეთესო მკურნალი გახდება.
კარიერა: შეაქეთ ხელქვეითები და ნუ დაივიწყებთ, რომ კარგად შესრულებულ სამუშაოს წახალისება სჭირდება. შეეცადეთ, არ დამალოთ უკმაყოფილება, როცა რაღაც არ მოგწონთ. სჯობს, შეცდომები დასაწყისში გამოასწოროთ.
სიყვარული: ამ დღეს შესაძლოა, მეგობარი ძალიან გაგინაწყენდეთ იმის გამო, რომ მას იმაზე ნაკლებ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე საყვარელ ადამიანს. დიახ. როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, მეგობრებსაც ახასიათებთ ეჭვიანობა. შეეცადეთ, ოპერატიულად და ადეკვატურად მოახდინოთ ამაზე რეაგირება.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, დაიწყოთ ბრძოლა მავნე ჩვევებთან. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე მტერთან ბრძოლისთვის ზედგამოჭრილია.
ბიზნესი: იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეგიძლიათ, უშიშრად წახვიდეთ სარისკო ნაბიჯებზე, სცადოთ ბედი აზარტულ თამაშებში და ა.შ. ამასთანავე, ზომიერების ფარგლებს ნუ გადახვალთ და შეეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ.
სიყვარული: ხვალ ფინანსური პრობლემები გექნებათ. შესაძლოა, მათ გადაჭრაში  საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ, მაგრამ გირჩევთ, დახმარებისთვის მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციაში მიმართოთ. თქვენ თავისუფლად შეძლებთ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას და შემდეგ საყვარელ ადამიანთან თავის მოწონებას.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
იმედი გქონდეთ, რომ უეცარი ავადმყოფობა თქვენს გეგმებს ვერ შეცვლის. წესით, სერიოზულ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა თუ დილიდან თავს შეუძლოდ გრძნობთ, დღის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება გაგიჭირდებათ.
კარიერა: ხვალ ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ სამუშაოს ჩვეულზე მეტი დრო მიუძღვნათ. თუ ეს მაინც მოახერხეთ, თქვენი შრომის შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს. შეეცადეთ, საკუთარ არგუმენტებს დაუჯეროთ.
სიყვარული: ეს დღე აშკარად დაგანახებთ, როგორ განვითარდება თქვენი მომავალი ურთიერთობა. ამიტომ შეეცადეთ, რომ კამათისა და ურთიერთობების გარკვევის ნაცვლად, სითბო და ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
მშვენიერი დღეა სიტუაციის შესაფასებლად. შესაძლოა, თავში წარმატებული იდეა მოგივიდეთ - დღის რეჟიმის ოპტიმიზაციის ან სხვა სასარგებლო რამის შესახებ. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ იდეით ისარგებლოთ.
კარიერა: მოგიწევთ გაიხსენოთ სამსახურთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოულოდნელად დასჭირდებათ თქვენს ახლობლებს. შეეცადეთ, ამ საკითხის გარკვევით, სამსახურის თემაზე საუბარი დაასრულოთ.
სიყვარული: ხვალ რატომღაც საკუთარი თავისთვის სულიერი ტკივილის მიყენებაზე იქნებით ორიენტირებული. თანაც, სრულიად გააზრებულად. შეეცადეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, თქვენი განწყობა საყვარელ ადამიანზეც აისახოს, რაც არაფერში გჭირდებათ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები კოსმეტოლოგთან ვიზიტს გირჩევენ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ამას 15 საათის შემდეგ გააკეთებთ. სწორედ ამ დროს იქნება თქვენი კანი კოსმეტიკური პროცედურების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე და მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ.
კარიერა: ყველაფერი, რაც ამ დღეს შეგემთხვევათ, დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ ადამიანებში და იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. შედეგად მიიღებთ უძვირფასეს გამოცდილებას, თუმცა ამას გვიან გააცნობიერებთ.
სიყვარული: ნუ შეეცდებით, ასწავლოთ თქვენს საყვარელ ადამიანს. ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდება. უკეთესი იქნება, თუ ხშირად შეაქებთ და წაახალისებთ. ამისგან მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
თუ დიეტის დაწყებას აპირებთ, ეს დღე ამისთვის ზედგამოჭრილია. ყურადღებით იყავით დიეტური მენიუს შედგენის დროს და გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს საკვების თუნდაც მინიმალურ ოდენობას.
კარიერა: გაუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. იმ პირობებში, რომელშიც მუშაობა გიწევთ, ასეთი მგრძნობიარე ბუნება წარმოუდგენელია. კარგად გაიაზრეთ, რომ პირველ რიგში საქმიანი ადამიანი ხართ და შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ.
სიყვარული: ხვალ საოცრად მოგინდებათ, საყვარელი ადამიანის გვერდით საიმედოდ და სტაბილურად იგრძნოთ თავი. თუმცა, ეს არც ისე ადვილად მისაღწევი იქნება. თქვენი ცხოვრებისეული წარმოდგენები საკმაოდ განსხვავებულია, ამიტომ გირჩევთ, ოპტიმალური გამოსავალი მონახოთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
ხვალ ვარსკვლავები თხის რქებს მცენარეული საკვების მიღებას ურჩევენ. თავი შეიკავეთ ხორცისგან და მიიღეთ ბევრი მწვანილი. მიირთვით ბალახეული ჩაიც. ეს თქვენს ჯანმრთელობას სასიკეთოდ წაადგება.
კარიერა: ის დროა, თავს გაქცევით უშველოთ. ხვალ თქვენი ყველაზე დიდი მტერი თქვენივე კეთილი განზრახვებია, რომლებიც ბევრ სისულელეს ჩაგადენინებთ. საკუთარ ბუნებასთან ბრძოლა ძნელია, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს.
სიყვარული: ხვალ თქვენგან სასიყვარულო სიტყვების, ალერსისა და საჩუქრების ნაცვლად, მოსმენას და გაგებას მოითხოვენ. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანს იმედს არ გაუცრუებთ. მას თანადგომა ძალიან სჭირდება, თქვენ კი ამით არაფერი დაგაკლდებათ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
თუ სითბოს მოყვარული ბრძანდებით, გირჩევთ, თავი შეიკავოთ გაკაჟების პროცედურებისგან. გაიგეთ, როგორ უნდა ჩაატაროთ გამაჯანსაღებელი პროცედურები სწორად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, ნაკლები იფიქროთ გუშინდელ და ხვალინდელ დღეზე და დღევანდელი დღით შემოიფარგლოთ.
სიყვარული: დიდი ალბათობით, შეხვდებით ადამიანს, რომელსაც წლების წინათ თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მან შეიძლება მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში, თუ ამას არ შეეწინააღმდეგებით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
შეეცადეთ, სერიოზულად შეაფასოთ თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გამოთქმული ყველა  შეხედულება, რადგან მხოლოდ ყველა თვალსაზრისის გაანალიზების შემდეგ, შეძლებთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
კარიერა: თუ მეგობარს უარს არ ეტყვით და საქმიან შეხვედრაზე გაჰყვებით, გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელად, რომანტიკული ურთიერთობა გააბათ. ამ შეხვედრაზე აუცილებლად გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.
სიყვარული: თუ თქვენი საყვარელი ადამიანს თქვენს წყენას გადაწყვეტს, ისეთი დამცველი გამოგიჩნდებათ, როგორზეც ვერასოდეს იფიქრებდით, რადგან თქვენი ფანტაზიის უნარი მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერასოდეს წარმოიდგენდა. შეეცადეთ, მაქსიმალური მოგება მიიღოთ შექმნილი სიტუაციიდან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?