20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

19 მარტი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ფრთხილად იყავით ძველი და მძიმე ნივთების გადაადგილებისას. უყურადღებობამ, შესაძლოა, სხეულის მძიმე დაზიანებამდე მიგიყვანოთ. 
კარიერა: ეს დღე წარმატებული იქნება თქვენი უფლებების დასაცავად ბრძოლისთვის. გახსოვდეთ, სამართლიანობა მხოლოდ მაშინ იზეიმებს, თუ უსამართლობით დაზარალებული გადაწყვეტს ხმის ამაღლებას. ასე რომ, დაიწყეთ ბრძოლა და აუცილებლად გაიმარჯვებთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანთან საუბრისას თითოეულ სიტყვას მიაქციეთ ყურადღება. შესაძლოა, ლაპარაკში გაერთოთ და ისეთი საიდუმლო წამოგცდეთ, რაც თქენს ურთიერთობას დააზარალებს.


 


კურო
ჯანმრთელობა: ახალი შეგრძნებები - ეს ის არის, რაც ამაღლებული განწყობისა და ამასთან ფიგურის შესანარჩუნებლადაც აუცილებლად გჭირდებათ. დაკავდით თქვენთვის ჯერ უჩვეულო სპორტის სახეობით, გაერთეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე. 
კარიერა: ეცადეთ, არ დაარღვიოთ თქვენი ახლობელი ადამიანების იდილია. ესაუბრეთ მათ იმ თემებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ და ართობთ. იყავით მომთმენი, მაშინაც კი, თუ სასაუბრო თემა თქვენი სამსახური იქნება. 
სიყვარული: მიაქციეთ ყურადღება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია, უყვარხართ. შესაძლოა, ხვალინდელი დღე თქვენი ახალი სიყვარულის დაბადების დღედ იქცეს.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხვალ თქვენი განვლილი მკურნალობის შედეგებს გააანალიზებთ. შესაძლოა, სრულიად ახალი „აღმოჩენა“ გააკეთოთ და მკურნალობის ახალი კურსი დაწყება მოგიწიოთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ თქვენი პროფესიული გმირობების გაზიარებისგან მათთვის, ვინც ღირსეულად არ დააფასებს თქვენს შრომას. თუკი ვინმეს აზრი გაინტერესებთ, თქვენს კოლეგას მიმართეთ. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს გაუჭირდება მიხვდეს, რისი თქმა გსურთ ამა თუ იმ მოქმედებითა და სიტყვებით. ყველფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენმა იდუმალებამ თქვენი პარტნიორი არ შეაშინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობაში სირთულეები გარდაუვალი იქნება.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: თუ მკურნალობას სასურველი შედეგები ჯერ არ მოუტანია, უმჯობესია, ხვალ კიდევ ერთხელ მიაკითხოთ ექიმს. თუ თავად ეცდებით მკურნალობის მეთოდების კორექტირებას, შესაძლოა, წამლები ერთმანეთში აგერიოთ. 
კარიერა: დიდხანს არ მოგიწევთ იმის გარკვევა, რა საქმეები გაქვთ მომავალი კვირისთვის გასაკეთებელი. ყველა დავალება თავისთავად გასაგები იქნება თქვენთვის, მათში პრინციპულად ახალს ვერაფერს აღმოაჩენთ. 
სიყვარული: პლანეტათა განლაგება სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. სასიყვარულო ასპარეზზე დიდ წარმატებას მიაღწევთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: იყავით რბილი და ყურადღებიანი გარშემომყოფების მიმართ. იცოდეთ, ეს საკმაოდ რთული დავალებაა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება თქვენივე ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი. 
კარიერა: ხვალ მოსაწყენი დღე გელით - თუ არ გსურთ, სევდიან მოგონებად დაგრჩეთ ხვალინდელი დღე, იზრუნეთ იმაზე, რომ თავადვე გაიფერადოთ დასვენების საათები. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი გააკრიტიკებს ყველაფერს, რასაც მას ხვალ უამბობთ, რაც, თავის მხრივ, სულაც არ იქნება სასიამოვნო თქვენთვის. თუმცა მის კრიტიკაში გონივრული აზრის მარცვლებიც შეიძლება აღმოაჩინოთ...


 


ქალწული
ჯანმრთელობა: თქვენთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება K ვიტამინით მდიდარი ბოსტნეული. განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლო დროს ნაწლავების მუშაობის დარღვევას ამჩნევთ. 
კარიერა: მოგიწევთ, დაკვირვებით მოიქცეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ნებისმიერი შეუსაბამობა, ალოგიკურობა და ირაციონალურობა შესაძლოა, საშიშ უსიამოვნებებს გპირდებოდეთ. 
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანისთვის გაუგებარი იქნება, რატომ აგრძელებთ მასთან ასეთ ახლო ურთიერთობას და გულწრფელად იქნება დარწმუნებული იმაში, რომ თქვენი სითბოსა და სიყვარულის ღირსი არ არის. შეეცადეთ, დაამშვიდოთ და საპირისპიროში დაარწმუნოთ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა: თქვენი განწყობა და გამოჯანმრთელებისთვის მთავარია თქვენივე მზაობა - სხვაგვარად ვერც ერთი წამალი ვერ გიშველით. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. 
კარიერა: წესრიგში მოიყვანეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები: ნათელი გონება უახლოეს მომავალში აუცილებლად დაგჭირდებათ. პირად ცხოვრებას სამუშაოს ვერ შეუთავსებთ. სჯობს, დროებით დაივიწყოთ სიყვარულის შესახებ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს დიდი დრო არ დასჭირდება იმის ასახსნელად, თუ რა სურს თქვენგან. თქვენ ისედაც კარგად ხვდებით, რა ხდება თქვენს თავს. მოუსმინეთ მის აზრს ბოლომდე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვით უკმაყოფილება.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ რთულ ფიზიკურ დატვირთვაზე და დღე რელაქსაციას მიუძღვნათ. კარგი იქნება, თუ გაიკეთებთ მასაჟს ან ესტუმრებით სპა-პროცედურებს. 
კარიერა: თქვენი გათვლები, როგორც ჩანს, არ გაამართლებს. თქვენს შესაძლებლობებთან შედარებით ძალიან ბევრს მოინდომებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ან ამბიციებს დაემშვიდობეთ, ან ძალები გაასამმაგეთ. 
სიყვარული: თქვენს მეორე ნახევარს გაუჭირდება იმის მიხვედრა, რა მოტივს მალავთ თქვენი ქმედებების, გადაწყვეტილებების მიღმა. პრინციპში, არც არის საჭირო, ყველაფერი იცოდეს. მთავარია, შედეგმა გააბედნიეროს. აქ კი ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: თუ გსურთ, დილიდან ტონუსში იყოთ, დალიეთ ახალგამოწურული წვენი ან მწვანე ჩაი ჟენშენით - რაც მეტად გესიამოვნებათ. 
კარიერა: თქვენი ხვალინდელი დღის ბევრს შეშურდება. ერთი მიზეზიც კი არ გექნებათ იმისთვის, რომ იმუშაოთ. გამოიყენეთ შანსი და დატკბით დიდი ხნის ნანატრი დასვენების დღით.
სიყვარული: მოგეჩვენებათ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი სპეციალურად ეძებს მიზეზს ჩხუბისთვის. ნუ დაიხევთ უკან. თუ ჩხუბი მოგიწევთ, იჩხუბეთ და დაიცავით თქვენი პოზიციები. მოსახდენი მაინც მოხდება.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ხვალ სუნთქვა გაგიძნელდებათ - გადით ქალაქგარეთ და ხარბად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. 
კარიერა: ყველა პრობლემას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ხვალ გაჩნდება, ადვილად გაუმკლავდებით. თუმცა ნუ იმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე გაგიმართლებთ. შესაძლოა, ყველაზე მარტივი საქმეებიც კი სამომავლოდ დიდ პრობლემებად გარდაიქმნას. 
სიყვარული: „მიყვარხარ“ - ამ სიტყვას თქვენთვის სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა მიენიჭება - თუ ხშირად გაუმეორებთ თქვენთვის რეალურად ძვირფას ადამიანს, ცხოვრებას ნამდვილად გაიფერადებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: შესაძლოა, უძილობამ შეგაწუხოთ, რაც ემოციური გადატვირთვით იქნება გამოწვეული. თუ მასთან გამკლავებას თავად ვერ მოახერხებთ, ფსიქოანალიტიკოსს მიაკითხეთ. 
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული წიგნი წაიკითხოთ. თუ წაკითხულიდან რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ, კოლეგების თვალში თქვენი ავტორიტეტი  ერთი-ორად გაიზრდება. 
სიყვარული: გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანთან ერთად. დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც საჭირო იქნება. ეცადეთ, ნებისმიერი ქმედებით ასიამოვნოთ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ნუ გამოიტანთ აჩქარებულ დასკვნებს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტებიც კი ცდებიან და ხომ შეიძლება, თქვენც შეცდეთ?
კარიერა: რთული პრობლემების მოგვარებისას თქვენს მეექვსე გრძნობას ენდეთ და რაც არ უნდა მოხდეს, სულით ნუ დაეცემით!
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი შეეცდება, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ. მისი არგუმენტების მოსმენა გამართლებულია, თუმცა მის ჭკუაზე სიარული? არავითარ შემთხვევაში!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?